Friday, December 30, 2016

ამომავალი მზის ქვეყანაში



"ძაღლების ცხოვრების დამგეგმავივკითხულობ აბრაზე, ხელში ყავის ქილა მიჭირავს, რომლის ბრაილის შრიფტსაც მზის სხივი ეცემა, მარჯვენა საჭიანი მძღოლი მოთმიებით მიცდის როდის გადავალ ზებრაზე, ვხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა, ფეხქვეშ ვიხედები და ვხედავ, ოდნავ მარჯვნივ უნდა ვიარო, ველოსიპედის ზებრაზე ვარ.
 ამომავალი მზის ქვეყანაში დილა ძალიან ადრე იწყება, ღამე ყველაზე ნაკლებად ჩერდება იაპონიაში. 5-ზე უკვე ბნელდება, თანაც ისე, როგორც აქაური დროით 9-ზე.

 კულტურული შოკი ნერვების შლაში გადადის. კი მაგრამ, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინასწარ აქვთ ნაფიქრი? ჩავდივარ მეტროში კიბეზე და ვცდილობ გამოვიჭირო იაპონია რამეში, რიგითი იაპონელიც, რაღაცა იქნება... ეგებ გადამასწროს? ან ეგებ, სულაც აიღოს და რამე დააგდოს ძირს, ან ეგებ, ქუჩაში ჭამდეს?- 

Sunday, November 13, 2016

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ამ შემოდგომას იტალიაში ვიყავი, ნებისმიერი წიგნის მაღაზიის გამოსაჩენ ადგილზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ იდო, პირველი გვერდი მაშინვე შემომეკითხა.( უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ძვირი ღირდა 25 ევრო, რაც ჩვენ ვალუტაზე რომ გადმოვიყვანოთ 64 ლარია.)ამიტომ ყოველ ახალ შემხვედრ მაღაზიაში შემდეგ გვერდს ვკითხულობდი, მერე თბილისში ჩამოსულს საჩუქარი გამიკეთეს ... ჩამოვიდა თუ არა 2 დღეში წავიკითხე ( ისე ერთი დღის საქმეა).
ახლა რაც შეეხება წიგნს. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ - ჯ.კ როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის ახალი პიესაა. პიესის ნახვა ლონდონის Palace Theatre -შია შესაძლებელი. ლონდონში რომც წახვიდეთ, შანსი იმისა რომ ბილეთის ყიდვას შეძლებთ ცოტაა. საქართველოში რომ ამ პიესის დადგმა ვინმემ გადაწყვიტოს მშვენიერი ამბავი იქნება...და ნეტა ვინმემ მართლა გადაწყვიტოს.
ზოგადად პიესების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია როცა უნდა ვაღიარო, რომ როულინგს იმედი არ გაუცრუებია.
ვიცი ჰარი პოტერის „ფანებს“ ეს ამბავი როგორ გაახარებდათ, იმიტომ რომ მეც ძაალიან გამიხარდა და თან შემეშინა, იქნებ ვერ დაეწერა ისეთი... იქნებ შემცვლოდა წარმოდგენა...გაეფუჭებინა.

Monday, July 4, 2016

"ყველა ნათელი ადგილი"



რომ დაგენახათ თქვენს სახლთან ყოველდღე ჩიტი მოფრინავს და თავს ურტყავს შუშას, გაუღებდით კარს? ჩათვლიდით, რომ აქ თქვენ სახლამდე მისი სახლი იყო?


„ყველა ნათელი ადგილი“ ამბავია ერთ ბიჭზეა, რომელსაც ფინჩი ქვია და ერთ გოგოზე, რომელსაც ვაიოლეტი ქვია.
Jennifer Niven-ის რომანი მარტივი წასაკითხია, ისეთია რომ ჩაგითრევს და მთელი დღე არ მოგეშვება, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემს.
ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვა, წიგნი თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზეა, სუიციდზე, ბიპოლარულ აშლილობაზე, გაუცხოებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, კარგ სიტყვებზე, ლამაზ ადგილებზე, მშობლებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ და მშობლებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ.

Thursday, May 12, 2016

“იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა“


ეს ციტატა გხვდება წიგნში, რომელსაც „საოცრება“ ჰქვია. საინტერესო სიტყვებია იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა. მე ძალიან მომწონს.
წიგნის ავტორი რ.ჯ. პალაციო რატომღაც კაცი მეგონა, ახლა მოვძებნე google -ში და ქალი აღმოჩნდა. წიგნს კი ემჩნევა რომ ქალის ნაწერია, განცდილია სხვანაირად.... მაგრამ ჯიუტად მაინც კაცი მეგონა =)).
"Palacio was compelled to write Wonder after fearing that her younger son (who at the time was three years old) would react badly after noticing a girl with facial birth defects was sitting beside him as they were waiting in line to buy ice cream."
წიგნი პატარა ბიჭზეა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა და დაიბადა ისეთი, როგორიც დაიბადა. ავგუსტის დანახვაზე ზოგი სარგადაყლაპულივით შეშდება, ზოგი კივილით გარბის, ზოგი კიდევ პოულობს თავის თავში ძალას და გაკვირვებას მალავს.
ეს არაა სტანდარტული თხრობის მანერა. საინტერესოდ წერს მწერალი. განახებს თითოეული პერსონაჟის თვალით დანახულ ავგის. თუ ერთ მომენტში შენთვის გაუგებარია რატომ იქცევა პერსონაჟი ასე, მწერალი მეორე მხირდან განახებს, იმას გიყვება რაც იმ პერსონაჟმა განიცადა.რაც წიგნს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
წიგნში ექვსი პერსონაჟის თვალით აღვიქვმათ სამყაროს.

Sunday, May 1, 2016

ზოოპარკი - პირველი სიუჟეტი



როცა გავიგე სიუჟეტი უნდა გადაგვეღო, პირველი ადგილი სადაც სიამოვნებით მივიდოდი ზოოპარკი იყო.
ერთ-ერთი კარგი, საინტერესო და უსაყვარლესი დღე გამოვიდა. აქაც ისე გადმოივიტან როგორც იმ დღეს ჩავიწერე.


"დღეს ძალიან, ძალიან კარგი და დადებითი დღე იყო. პირველი სიუჟეტი გადავიღე ზოოპარკზე. მზიასთან(ზოოპარკის პიარი) საუბრის შემდეგ ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ავედით იქ უნდა დაგვეცადა. კიბეები ათავებული არ მქონდა შავი თმების გორგალი გამოცუნცულდა ვიცანი, კარაკულა იყო! უსაყვარლესი აღმოჩნდა კარაკულა, უამრავი ვეფერე, ფეხებზე დამაწვა, ამომაბობღდა, ამომახტა ბოლოს ჩემ სავარძელშიც მოკალათდა. მოფერება უყვარსო... უყვარდა რომელია... მალე ჩვენი რეპოდენტებიც მოვიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი არ იყო და გული დამწყდა, სამაგიეროდ ისეთი კარგი, საინტერესო და დადებითი ადამიანი გავიცანი(ზოოპარკის დირექტორის მოადგილე) მთელი დღე მშვენიერ ხასიათზე ვარ. უამრავ თემაზე ველაპარაკე.სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით ზოოპარკში პაწუკა წიწილა დაიბადა (ვისი იყო ვერ გავაკვიეთ) ყვითელი ერთი ბეწო "წიპ, წიპ"-ს იძახდა მულტფილმის გმირს გავდა.