Wednesday, February 29, 2012

თუშეთი


თუშეთში წინა ზაფხულს ვიყავი 3 დღით რა თქმა უნდა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.გზა დამღლელია არა იმდენად ხანგრძლივობითა (6 საათი)რამდენადაც ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით.. გადაჭარბებული არ იქნება რომ ვთქვა ღრუბლებს ეხები თქო..ხან მთების სილმაზე იპყრობს შენ ყურადღებას ხან მთიდან ჩამომავალი წყარო..გზა საკმაოდ დიდ ადრენალინს “აღგიძრავს” ვიწრო ვიწრო გზა მიუყვება მთებს ისეთი ვიწროა ერთი მანქანა ძლივს ეტევა(ქვემოთ კურიოზსაც მოვყვები ვიწრო გზის შესახებ=)))ხშირად გადააწყდებით მონიშნულ ადგილებს წარწერით “აქ გადაიჩეხა..” რაც ძალიან სამწუხაროა მაგრამ იმდენად ბერვგან შეხვდებით მსგავს წარწერას რომ მიეჩვევით კიდეც..

როდესაც ყველაზე მაღალ ადგილს აღწევ ზღვის დონიდან უეცარი კანკალი გეწყება ტემპერატურა საკმაოდ დაბალია ზემოთ ..ამ ადგილზე ეკლესიის აშენებაც უნდათ და ყოველ მგზავრს ამოაქვს ქვა (გზაზე ბერვია ასეთი ჩამონაშალი ქვები)


 მიუხედავად იმისა რომ მიგნებელმიუდგომელ ადგილს ჰგავს ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია. მე ომალოში გავჩერდი არაჩვეულებრიც ხედიან სახლში..ღამღამობით ისეთი უკუნეთი სიბნელე იყო რომ რაც არ უდნა დაგეძაბა თვალები ვერაფერ სილუეტს ვერ გაარჩევდი..
თუშეთში ბევრი ადგილია რომლის მონახულებაც ვერ მოვასწარი .. ხელუხლებელი ბუნებით გარშემორტყმულ სივრცეში გეკარგება 21 საუკუნის შეგრძნება..
თუშეთში ერთ-ერთი ლამაზი ადგილია დართლოც ძველებური კოშკებით და გვერდზე მოჩუხჩუხე ჩანჩქერით ..
უცნაურობებიც ბევრი ახასიათებს თუშეთს . მაგალითად გაგანია სიცხეში არ უნდა გაგიკვირდეს ბალახიან გორაკზე ციგით დაშვებული ბავშვის დანახვა..
Dდა კიდევ ერთხელ გამიმყარდა ის აზრი რომ თუშეთში უშიშარი ხალხი ცხოვრობს (მთიან ტერიტორიებშიც ზოგადად).

ახლა რაც შეეხება კურიოზებს ზოგადად თუშს რომ ჰკითხო ყველა გზა გადასარევია რამდენჯერ გვიკითხავს გამვლელისთვის იქით გზა როგორია თქო და ყოპველთვის პასუხად მიგვიღია კარგია.. არადა დამერწმუნეთ ეს ასე არ იყო =)) ერთხელ დართლოსკენ მიმავალს “ბლიანი” კაცი შეგვხდა შემოგვთავაზა ბალი და თან გვითხრა რომ თურმე არასწორად მივდიოდით ..მამაცემმა ჩაილაპარაკა რომ სად მოვაბრუნოო(ზემოთ ავღნიშნე გზის სივიწროვე) და ამ ბაბუა კაცმა ძალიან გაიკვირვა და გვითხრა “აქ მოაბრუნეო” .. ესეც კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი რომ თუშI ხალხი საკმაოდ მამაცია =))

პ.ს ტყის მარწყვზე გემრიელი არაფერია, თუ კიდევ დარჩა მას შემდეგ რაც გადავჭამე =))





Takome

Friday, February 24, 2012

"დატვირთული დღე"

         დაღლილი თაკომე ეთერშია.. ჰმ ბლოგზეა..
გუშინ დილიდან უნივერსიტეტს მივაშურე შიდა მობილობაზე მაინტერესებდა რაღაცეები და მოვიარე თსუს კორპუსები.. (როგორც ხდება ხოლმე იქიდან იქ გაგზავნიან იქიდან იქ...და ასე დაუსრულებლად) სხვათაშორის 1 კორპუსის ახალი დიზაინით აღვფრთოვანდი (ძველი არც მინახავს მაგრამ ფაქტია ეს კაია) გამიხარდება იქ სწავლა..
მოკლედ თსუდან რომ მოვდიოდი წითელი ჯვრიდან დამირეკეს მოხვალ ხვალო? მეთქი წითელი ჯვარი ნამდვილად წითელი ჯვარი???ხო არ მომესმა? (ვისაც ბლოგის ძველი ნაწერები წაუკითხავს ეცოდინება რომ ოქტომბრიდან ჩაწერილები ვართ მოხალისედ და აქამდე არ დაურეკავთ) მოკლედ დღეს დილით მობილობის საქმე მოვაგვარე და ჯერ ფიტნეს კლუბების დასაზვერად წავედი მმ ჩემთვის კარგი ვარიანტი ავარჩიე ..და მერე მე და ფიბი და კიდევ ერთი წავედით წითელი ჯვრისკენ..
ჰომ პირველი შთაბეჭდილება მთლად კარგი არ იყო 2,3 წუთი .. კარებთან მიკროფონით ისეთი დაძაბული ხმა მოგვესმა .. ღიააო (ანუ რას აზარებ!) ნუ მერე ერთ დიდ ოთახში შევედით და სითბოთი ავივსეთ ძაან კარგი სიტუაცია იყო სულ ახალგაზრდები ზოგი პატარა ზოგი დიდი და ყველას ერთი მიზანი აერთიანებდა ყოფილიყო მოხალისე და დახმარებოდა ვინმეს თავისი ღიმილით მაინც...უანგაროდ.. მოკლედ გადავწყვითეთ აქტიურად ჩავერთოთ ამ საქმიანობაში...

 ხოდა ასე კარგი ემოციებით დატვირთულები წამოვედით იქიდან . მერე  რა რო ციოდა და  ვწუწუნებდი ცოტას.. 


თაკომე

Wednesday, February 22, 2012

კონკურსი???


გუშინ მუცლის ძლიერმა ტკივილმა გამომაღვიძა, აი ისეთმა, თვითონ სიზმარშიც რომ გტკივა.
ამ ბოლო დროს რადიოს "დავუმუღამე" და ეხლაც ყურადრების გადასატანად ყურებში ყურსასმენები გავირჭე და გეზი რადიოსკენ ავიღე :D ჰოდა ერთ რადიოსადგურს გადავახტი, მაგრამ უცბად  ყურში სიტყვები "ლიტერატურული კონკურსი" დავაფიქსირე. სასწრაფოდ კანვე გადმოვთე და ყურები ავილესე... ალუბლობის მერე მე და თაკომეს ლიტერატურულ კონკურსებში არ მიგვიღია მონაწილეობა და (არც გვიყვარს არადა მაინცდდამაინც)... იმ წამსვე თაკოს დავუკავშირდი და ვუთხარი, თაკომემაც გაიხარა :))) რარაც ორივე ამ ბოლო დროს ძაიან უაზროდ ვართ და თანაც გამოცები დაგვიმთავრდა და დრო გვაქვს თავზე საყრელი. 
დამეთანხმებით, რომ ძალიან უაზრობაა ნებისმიერი კონკურსი, რომელიც "ლაიქითა" და "მესიჯით" აგვარებს ჟიურის პრობლემას. გულისამრევიცკია რააც მომენტში. მაგრამ მე და თაკომე ისე " დავიქოქეთ",რომ რაა დაგიმალოთ და პირველი ორივე ადგილი ჩვენთვისვე გვემეტება :D პრიზები წიგნებია და ჩემი და თაკომეს წიგნები რამ გაყო. თაკომე პირველ ადგილს უმიზნებს, მე-მეორეს და იმედია ყველაფერი გამოგვივა.
ქვევით იხილეთ ორიივე ნაწერი:
takome 
fibi 
P.S დამლაიქებლებს და კეთილისმსურველეეებს ღმერთი გაახარებს და რავიცი :D ძლიერი სურვილის სემთხვევაში შეგვიძლია მოგებული წიგნები გათხოვოთ :D 
                                                             

                                                              მუდამ თქვენი კონკურსანტი fიბი 

Saturday, February 18, 2012

რამე ფილმი მირჩიეთ რა (2)

მმ კიდევ რამდენიმე ფილმი, რომელიც სასიამოვნო სანახავია..
პირველი რჩევა არის
GIGLI
"პირველად თავის ცხოვრებაში განგსტერმა ლარი ჯილიიმა მიიღო სერიოზული დავალება - მას კლინიკიდან უნდა გაეტაცა და მძევლად აეყვანა რაიონული პროკურორის ჭკუანაკლული ძმა. დაბრმავებული კარიერული ზრდის სისიხარულო პერსპექტივებით მაფიის რიგებში, გმირი ადვილად იტაცებს საცოდავს, მაგრამ მისი ბოსები გადაწყვიტავენ თავი დაიზღვიონ. და ჯილიასთან მოაგზავნიან სასტიკ მკვლელ-ლესბოსელს რიკშს, რომ ქალმა მიხედოს მას, თუ ის საქმეს ჩააგდებს, ის უნდა მოკვდეს. ბრძენმა მაფიოზებმა ვერ გათვალეს მხოლოდ ერთი რამ - ლარის მომხიბვლელობის ძალა, რომლის წინ ლესბოსელმა კილერიმაც ვერ შეიკავა თავი!"
მეც ავღწერდი ხომე მაგრამ ნელნელა მავიწყდება სად რა ხდება =))
gigli 1
gigli 2
მეორე  Ondine
"მეთევზე სირაკუზას და მისი ქალიშვილის ენის ცხოვრება იცვლება, როდესაც მთავარი გმირი თავის ბადეში ქალს აღმოაჩენს. ენის ჯერა, რომ ეს ქალი ჯადოსნური არსებაა, სირაკუზას კი უყვარდება იგი. ნელ-ნელა მთავარი გმირის და გარშემო მყოფი ხალხის ცხოვრებაც იცვლება, ისინი ეჭვდებიან, რომ ქალი, რომელიც ბადეში გაება - ნიმფაა."














მესამე
Barfuss

"რაზე ხარ წამსვლელი სიყვარულის გულისთვის? სინამდვილეში ნიკ კელერს ამჟამად სულ სხვა საკითხები აწუხებს. ის ვერ ჩერდება ვერცერრთ სამუშაო ადგილას, და მისი ოჯახი - განსაკუთრებით მამინაცვალი გენრიხი და ძმა ვიქტორი - მას ერთ წარუმატებელ ტიპად თვლიან. მხოლოდ დედას ჯერ კიდევ სჯერა მისი. ფსიქიატრიულში დამლაგებლად მომუშავე ნიკი, უკანასკნელ წამს ლაილას თვითმკვლელობისგან გადაარჩენს, რაც მას გაუთვალისწინებელ შედეგებს მოუტანს: ლაილა ფარულად გაყვება თავის მშველელს და გამოეცხადება სახლის კართან. ღამის პერანგში და ფეხშიშველი. ნიკის ყველა მცდელობა ლაილა თავიდან მოიშოროს წარუმატებლად მთავრდება. გოგონამ გადაწყვიტა მასთან სამუდამოდ დარჩეს. და აი უცნაური წყვილი - ნიკი, რომელიც პირველად ცხოვრებაში იძულებულია ვინმეზე პასუხისმგებლობა იქონიოს, და ლაილა, რომელიც სამყაროს გაოცებული ბავშვის თვალებით უყურებს, - მიდიან სამოგზაუროდ, რომელიც მათ დააახლოვებს და სამუდამოდ შეუცვლის მათ ცხოვრებას..."



Barfuss



                                                                                                                                               Takome

ერიკ ემანუელ შმიდტი (6)

ძვირფასო ღმერთო, დღეს 50-მა მომიკაკუნა და სისულელეების გარდა არაფერი ჩამიდენია. მოკლედ მოგიყვები, სხვაგვარად არც ღირს.
პეგი ბლუ კარგად გრძნობს თავს; პოპკორნმა, დასანახად რომ ვერ მიტანს, ჩინელი შეაგზავნა მასთან და ათქმევინა, რომ ტუჩებში ვაკოცე. მოულოდნელად პეგიმ გამომიცხადა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. არ დავეთანხმე და ვეცადე ამეხსნა, ჩინელის ამბავი ყრმობის შეცდომა იყო და შენს გაცნობას უძღოდა წინ-მეთქი; წარსულში ერთხელ ამიცდა ფეხი და ახლა მთელი ცხოვრება ამაზე ხომ არ მაგებინებ პასუხს-თქო. პეგი შეუვალი იყო. მეტიც, ჩემს ჭკუიდან გადასაყვანად ჩინელს დაუმეგობრდა. კარგად მესმოდა , როგორ ხალისობდნენ ერთად.
ამის გამო, ტრისომიით დაავადებულ ბრიჟიტს, გამარჯობის სათქმელად ჩემს ოთახში რომ შემოვიდა, სულაც არ გავუძალიანდი და მთელს სხეულზე ამბორის უფლება მივეცი. ბრიჟიტს, რომელიც მზადაა, ყოველ მეორეს ყელზე ჩამოეკიდოს. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ტრისომიით სნეულებმა კარგად იციან გრძნობების ფასი და საოცრად მოსიყვარულეები არიან. ლამის გაგიჟდა, ნება რომ დავრთე. ფინია გეგონებოდა, პატრონის გამოჩენა რომ გაუხარდა. საქმე იმან გააფუჭა, რომ ამ დროს აინშტაინი აღმოჩნდა დერეფანში. შეიძლება თავი ტვინის ნაცვლად წყლით აქვს სავსე, მაგრამ თვალზე ბანანის ქერქი ნამდვილად არ აფარია. ყველაფერი დაინახა და გაქანდა, რათა პეგისა და ჩინელისთვის ჩაეკაკლა. ამის გამო მთელი სართული ქალების მუსუსს მიწოდებს. ეს მაშინ, როცა ოთახიდან ფეხიც არ გამიდგამ.
-არ ვიცი ბრიჟიტთან რა მეტაკა, დედა-როზა.
-ყველაფერი შუადღის დემონის ბრალია, ოსკარ. ასეთები არიან მამაკაცები 45-დან 50 წლის ასაკამდე. ერთზე შეყვარებულნი, ცდილობენ, გაარკვიონ, სხვების მოხიბვლაც თუ შეუძლიათ და ამით მშვიდდებიან.
-კარგით, კარგით, მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბრიყვიც, არა?
-ჰო, შენ სრულიად ნორმალური მამაკაცი ხარ.
-როგორ უნდა მოვიქცე?
- მითხარი, ვინ გიყვარს?
-პეგი! პეგი და არავინ სხვა!
-გამოუტყდი ამაში. პირველი წყვილი ფაქიზია და ხშირად _ მერყევი. თუ ის ნამდვილია, უნდა იბრძოლო შესანარჩუნებლად.
ღმერთო, ხვალ შობაა. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს შენი დაბადების დღეა. მოახერხე ისე, რომ პეგისთან შერიგება შევძლო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სწორად ამის გამო ვარ ამ საღამოს ასე სევდიანი და ყოველგვარ გამბედაობას მოკლებული.

ხვალამდე, გკოცნი
ოსკარი

P.შ.. ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე.

თაკომე

Friday, February 17, 2012

ახირებული მოხუცი

ნეტა რო დავბერდები ახირებული ვიქნები?

 გუშინ სახლში ვბრუნდებოდი მეტროში ვიყავი ესკალატორზე მოხუცი უკმაყოფილო სახით შემომიბრუნდა და მითხრა  
"ღამე რო დაგესიზმროს გაგეღვიძება?...ტფუიიი" თან ჩემგან იგივეს გამეორებას თუა რა თანხმობას მაინც მოელოდა მე გამეცინა..
მერე მივხვდი რომ ინდოელებზე ამბობდა გვერდზე ჩაგვიარეს..
მე რომ ასეთი ბებია მყავდეს..."კაკ მინიმმუმ" არ მეყვარებოდა..
თან ისეთი სახე ჰქონდა იარაღი რო ჰქონოდა დაუნანებლად დააახლიდა ტყვიას..
ბოროტი ბებიების არსებობა ყოველთვის ვიცოდი მაგრამ ამ ეგგზემპლარს პირველად გადავეყარე თან ისეთი ზიზღით სავსე თვალები ჰქონდა გეგონება დედამიწაზე მარტო თავისნაირი თეთრკანიანები უნდა არსბეობდნენ.
მერე მოვდიოდი და ვფიქრობდი მე თუ მითქვამს რომელიმე რასაზე მსგავსად თუ არა ზიზღით თქო და მივხვდი რომ ახალი თაობა ბევრად უფრო შემწყნარებელია.. კი ამბობენ ხოლმე სომეხია..ჩინელია.. და ა.შ მაგრამ ასე ზიზღით ნაკლებად.
არ ვიცი ალბათ ძველ თაობას ბავშვობიდან უნერგავნდნენ და აშინებდნენ გაჩუმდი თორე ინდოელი მოვაო... სხვათაშორის დაკვირვებული ვარ რომ ზანგებზე მეტად ინდოელები აღიზიანებთ .. არადა ორივე შავია.. 
მოკლედ არ შემეძლო რომ ამ ქალზე არ დამეწერა.. გავიფიქრე კარგ პასუხს გავცემ თქო მაგრამ ისევ ზრდილობამ შემაკავა თორე ვაჩვენებდი სეირს =)))
ნაციზმი გვჭრს..
თაკომე


Tuesday, February 14, 2012

უცნაური კანონები



ყოველ სახელმწიფოს აქვს კანონები რა თქმა უნდა მაგრამ ყოველი მათგანი გამოირჩევა თავისებურობით..
მე პირადად ახლა რასაც ჩამოვთვლი სასაცილოდ სულ არ მიმაჩნია ...სატირალი უფროა ადამიანს ეს აუკძალო მოკლედ..

ბალტიმორში უფლება არ გაქვს ლომთან ერთად წახვიდე კინოში.
პელსინვანიაში არ უნდა იმღერო ბანაობისას.
დაკოტაში აკრძალულია ფეხსაცმლით ძილი.
ოკლაჰომაში აკრძალულია უკანსვლით ჰამბურგერის ჭამა.
კვლავ პელსინვანიაში აკრძალულია მაცივრის თავზე ძილი.
კალიფორნიაში აკრძალულია ველოსიპედით აუზში "კატაობა".
ილინოისში აკრძალულია მეზობლის პირში ჩაფსმა.
ილინოისში აკრძალულია ისეთ ადგილზე ჭამა სადაც ცეცხლია.(ანუ ცეცხლი უკიდია)
ნიუ მეხიკოში აკრძალულია ქალისთვის გარეთ გაუპარსავი გამოსვლა( =)) )
ნიუ იორკში აკრძალულია გართობის მიზნით ვინმეს ბურთი ესროლო თავში.
ვაშინგტონში აკრძალულია რომ მოიტყუო თითქოს მდიდარი მშობლები გყავს.

მოკლედ მე პირადად შეურაცხყოფად მიმაჩნია მსგავსი კანონები.. ადამიანი თვითონ უნდა ხვდებოდეს მსგავს რაღაცეებს.. 



 Takome

54/7

                                                     მეგობარმა სულში ჩამაფურთხა
არსდროს არ მეგონა თუ თქვენ წერილს მოგწერდით მსგავს ისტორიებზე ვიცინოდი, მაგრამ სიცილი ტირილად შემომიბრუნდა!
ზაფხულში მე და არნოლდი ერთად ვისვენებდით ყევლაფერი კარგად მიდიოდა... ეგვიპტეში ერთად წავედით დროის გასატარებლად.მართალია ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის ქვეყნიდან გასაყვანად. ის ხომ პატიმარი იყო? მაგრამ ეს ძალისხმევა წამითაც არ მინანია.
მაგრამ ჩასვლიდან მალევე თავზარი დამეცა არნოლდმა საყვარელი გაიჩინა და აღარ მიკარებდა.
ჩვენი ურთერთობა ზღაპრულად დაიწყო.
მე ის ზოოპარკში ვნახე  თავის ვაჟს ასეირნებდა. თავიდან ცოტა ვულგარულად მომეჩვენა, რაღაცას გამწედ ღეჭავდა და იმიტომ. თუმცა ძალიან ეგზოტიკური შთაბეჭდილება დატოვა და იმიტომ მიმიზიდა. მივუახლოვდი და ჯიუტად მივაჩერდი. ახლა თქვან ფიქრობთ რომ ყველაფერი ჩემი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო, შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ მე არაფერს ვნანობ, ეს ყველაზე მაგიური სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში. არნოლდი ქვიაო რომ გავიგე ცოტათი გამეცინა, ხომ ხვდებით მაინც ქართველი ვარ და ქართულ სახელს მოველოდი, დათოს, ვაჟას ან თუნდაც თემურის,მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები მისი უცნაურობის გამო მართლაც რომ რაღაც არაქართული უნდა რქმეოდა.
თავიდანვე შევეწყვეთ ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდი ხოლმე ზოოპარკში ვსეირნობდით..ვუღიმოდით ერთმანეთს.
საერთოდ მაღიზიანებს ქუჩაში ფურთხება თუმცა ჩემ ახალ მეგობარს ეს ცუდი ჩვევა ჰქონდა.. მეტი ნაკლი მე მას ვერ ვუპოვე..
ახლა კი აღარ ვიცი რა წყალში ჩავიხრჩო... შესაძლოა სითბო დავაკელი მაგრამ იმ აწოწილზე მაინცა რ უნდა გავეცვალე. მე მეოგნა ის ის იყო და მე მე ვიყავი.. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მწარედ ვცდებოდი. ახლა ეგვიპტეში ვარ გარეთ მზეა მე კი განწყობა გაფუჭებული მაქ. არც ვიცი ამ ისტორიის შემდეგ ჩემზე რას იფიქრებთ, მაგრამ ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთია. სანდო ბლოგი გაქვთ და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა. განა სხვა არ არსებობს? იკითხავთ თქვენ, მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. თბილისის ზოოპარკში არნოლდი ყველას სჯობდა, თანაც  სხვა აქლემები ბებრები და მდედრები არიან.
სიცოცხლე აღარ მინდა.
იმედია ამ წერილს გამომიქვეყნებთ. ნანა 54/7 წლის

nowhere man


                                                                        თავი მერვე
-ალო
-ალო, მე აარონი ვარ (ჯანდაბა რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ახლა ნამდვილ სახელს) უფროსწორად ააროხი
-დიახ ააროხ რომელი ტიპის მომსახურეობა გნებავთ?
-ნდობის ტელეფონი( აარონს აზრადაც არ მოუვიდოდა მსგავს სააგენტოში დარეკვა მაგრამ მისტერ ფრენკთან წააგო ჭადრაკი და სხვა გზა არ ქონდა)
-რომელი გირჩევნიათ აფროდიტე, ჯულიეტა თუ მეგანი
-აფროდიტე
ტელეფონი გადართეს...
-ალო
გაისმა ძალით სექსუალური ხმა ყურმილში, აარონს დაბურძგლა განა სიამოვნებისგან ... უბრალოდ შეეზარა თავისი თავი ვიღაც სულელ აფროდიტეს რომ უხდიდა ფულს ბლუყუნში
-დიახ, რაიმე ისეთი მითხარით რომ განვიტვირთო ..
ამის შემდეგ აარონმა გიჟივით მოისროლა ტელეფონი და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუმხელია მისტერ ფრენკისთვის რა უთხრა აფროდიტემ სიყვარულის ქალღმერთმა..
ესეც მეორე მიზეზი რატომ არ ეპიტნავებოდა მოხუცი ვეტერანი (ძვირი დაუჯდა მისტერ ფრენკს აფროდიტეს დაქირავება, თუმცა ყველაფერს მისცემდა აარონის სახე ენახა როდესაც აფროდიტე მას ყურში ინადღეს ფრენკის მიერ გულდასმით შერჩეულ ფრაზებს ეუბნებოდა)
აარონს არც თუ ისე ხშრად უყვარდა,მაგრამ თუ უყვარდებოდა მაშინ აღმერთებდა მათ ოღონდ თავისნაირად რაღაც უცნაურად.
აარონს პირველი სიყვარული ბაღში ეწვია, სიყვარული არც იყო, უბრალოდ ერთხელ იმ გოგომ თავისი სუპიდან მაკარონი შესთავაზა აარონს...
შემდეგ თავისი მეზობელი 30 წლის ქალი სტელა მოსწონდა.(მაშინ აარონი 23ისა იყო)(ისიც იმიტომ რომ ერთხელ სტელა აარონს ჟელატინით გაუმასპინძლდა) სტელა დილაობით დარბოდა ხოლმე, ამიტომ აარონმა გადაწყვიტა მასაც ერბინა(საერთოდ აარონი დიდად მოუქნელი ვინმე იყო) ის ის იყო სტელას მიუახლოვდა რომ ფუნაში ჩაკრა ფეხი და ასრიალდა სტელას არც კი გაუგია ბრახვანის ხმა ყურსასმენებში ბიონსეს უსმენდა.
აარონს საჭმელების გაკეთება კარგად გამოსდიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოვლედღე პიცას უკვეთდა.. პიცის გამყიდველ ქერა გოგონას მუდამ უკმაყოფილო სახე ჰქონდა და აარონს ხურდას არასდროს არ უბრუნებდა.. სწორედ ასეთი ადამაინები იზიდავდა აარონს.
ერთხელ აარონი „ბრმა“ პაემანზეც კი მივიდა (რაიანმა აიძულა) იქ მისულს პუტკუნა მულატი გოგო დახვდა რომელმაც თავიდანვე უთხრა
„პირველ პაემანზე საწოლში არ ჩაგიწვები..“
მეორეზე? ჩაიბურტყნა აარონმა და 3 დღე ლოყაზე 5 თითი ეტყობოდა..
არ უმართლებდა აარონს..

ღამით... ტყეში... კოცონთან


დილით 8ზე ავდგები და ვიბეჯითებ მეტქი და 12ე ძლივს გამოვახილე თვალი.
ესე მგონია გამოცდები ყველას დაუმთავრდა ჩემ გარდა.

რატომ არ შეიძლება ეხლა ზაფხული იყოს, ვიწვე მწვანე კონცხის ნაპირზე და მზე ჩემს თითოეულ უჯრედს ათბობდეს. (ან წვავდეს რა ვიცი :D) ანდა აკვა პარკში ვიყო, თუმცა.. არა არ მინდა ზაფხული. უფრო გვიანი გაზაფხული მინდა, სადმე მშვიდ ადგილას, აი ბულაჩაურში, თაკომესთან :D მერე რა რომ სულ მშიერი ვიქნები და ღამითაც არ დამეძინება (როგორც მჩვევია). თქვენ რო იცოდეთ რა კარგია ბულაჩაური, თუმცა ალბათ ყველა ადგლი კარგია, სადაც მეგობრებთან ერთად ხარ.
ტყის გარდა.
ეხლა მეცინება, მაგრამ მაშინ მგლების მეშინოდა. ამ ზაფხულს ორჯერ გამოვცადე ეს გრძნობა, ერთხელ ბულაჩაურში, მეორედ კიკეთში.
 ზიხარ კოცონთან და გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და მერე ათვიცნობიერებ, რომ შენტან კია ნათელი, მაგრამ შენ გარშემო ბნელა :D( ისე, პრინციპში შეგვიძლია ეს ბოლო წინადადება განვაზოგადოთ კიდეც :D) მერე სიბნელეში სულ ანთებული თვალები გეჩვენება და თითოეულ ხმას უკვირდები. სასაცილო კი ისაა, რომ ბოლოს ეს დაძაბულობა გბეზრდება და აი ცოტაც და მოდუნდები და სიბნნელიდან ფეხების ბაკუნი გესმის, თან ეს ყველაფერი ისეთი ცხაიდა, რომ შენი მეგობრებიც იძაბებიან და...
აი დაძაბულობა პიკს აღწევს, გინდა იკივლო.
სიბნელიდან კიდევ ძროხა გამოდის.
არა, არ მოგესმათ. მეზობლის დაკრგული ძროხა.
მერე ტყეში ისტერიული სიცილი ისმის.
გამოცდის წინ სასაცილო ისტორიის გახსენება კარგია.
ეჰ გამოცდა.
                                                   გამოცდებით გაწამებული fიბი

Monday, February 13, 2012

nowhere man


                                                             თავი მეშვიდე 


 
   მისის რობინსოს საღამოს კაბა ეცვა გრძელი წითელი დეკოლტით კაბა ძვირფასი მარგალიტებით იყო მორთული.
 -ახალგაზრდავ, თქვნი სახელი მითხარით ..
 -აარონი ქალბატონო
 -რამე ელეგნატრური კოსტუმი თუ გაქვს?
ააორნმა გაკვირვებულმა შეხდა ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ ძვლების გროვას მისგან (მისის რიბინსონი საკმაოდ გამხდარი იყო)
 -არა ქალბატონო ფანჯრის მწმენდავის კოსტიუმი მაქ მხოლოდ
   ქალს ჩაეღიმა და აარონს ხელი ჩასჭიდა , მიათრევდა თავისი ოთახიკენ მისის რობინსონი და თან ეუბნებოდა
   „აარონ კარგად მოგეხსენებათ რომ ფულით საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება .. ხოდა ასე.. რისი თქმა მინდა მე გთხოვთ ამ საღამოს ჩემთან ივახშმოთ არანაირი ვალდებულება არანაირი სექსი უბრალოდ ვახშამი. გუშინ დეტექტივმა მითხრა რომ ჩემ ქმარს ვიღაც ახალგაზრდა პროვინციელი საყვარელი ჰყავს მოკვდვდები და არ შევარჩენ ამაღამ აუცილებლად იქნება იმ რესტორანში თქვენ კი უნდა დამეხმაროთ .. კოსტიუმს მე მოგცემთ ფულსაც გადაგიხდით 800$ ვფიქრობ საკმარისია 2 საათისთვის.. თქვენ მხოლოდ უნდა გაიღიმოთ და თავი ისე გეჭიროთ ვითომ ჭუას კარგავთ ჩემზე მოკლედ თქვენ უკეთ იცით კაცებმა თავის მოსულელება..“
   აარონი უსმენდა და გულში ეცინებოდა ამ ქალის სასოწარკვეთილებაზე ..
 "უარი არ მითხრათ თქვენც მოგებული დარჩებით,დღეს როდესაც ფანჯარაში დაგინახეთ ეს ბრწყინვალე იდეა მომივიდა თავში სიმპატიური ყმაწილი ბრძანდებით და ჩემი ქმარი ალბათ სიბრაზისგან გასკდება."
ეს იყო და ეს აარონსაც 1 თვის ფული ჰქონდა გადასახდელი და შემოთავაზებული თანხა კიდევ 1 თვეც ეყოფოდა.. თანაც 2 საათი.. ივახშმებდა, გაიღიმებოდა...
   აარონი და მისის რობინსონი ლიმუზინით მიადგნენ „
Le Bernardin “ ს
 „
Le Bernardin “ში ელიტა იყრიდა თავს აარონმა ერთი გაიფიქრა რას მოვდიოდი თუმცა ისევ გადაუხდელი ქვითრები წარმოუდგა თვალწინ და თავისი სარკაზმი მიჩქმალა..
     აარონი ჩაფიქრებული დაძრწოდა ოთახებში და თავს იმტვრევდა... უნდოდა ამოეხსნა როგორმე რა დაემართა..
და ამ დროს უცებ მთელი სული აუფორიაქდა გაახსენდა ფუგუს გემო, ფუგუ იგივე „ბუშტი თევზი“... ენისა და ტუჩების დამბლა, თავბრუსხვევა, გულისრევა, აჩქარებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა .
აარონს გაახსენდა გაზეთში წაკითხული სტატია ფუგუზე, ყველაზე საშიშ თევზზე.იმ დღეს ყველაფერ ამას სიმაღლეს და სასმელს აბრალებდა...
ფუგუს მსხვერპლი მაქსიმუმ 24 საათში კვდება.
ააარონს ისტერიული სიცილი აუვარდა .... ფუგუ
ჰაჰაჰაჰა... მხოლოდ მე შემეძლო ასეთი სისულელე შემთხვევოდა..
   ახლა როდესაც აარონს აღარ აწუხებდა კითხვები და აღარ იცოდა რა ეკეთებინა ინსტინქტურად კარადისკენ წავიდა პალტოს ჩავიცმევ და გარეთ გავისეირნებო.. მერე ერთი ხელი ჩაიქნია და კედელში გავიდა გარეთ საკამოდ ციოდა .. აარონი კი აღფრთოვანებული იყო იმით რომ მობუზულ ხალხს შორის ტიტველი ამაყად მიაბიჯებდა..

nowhere man

                               თავი მეექვსე 
 
"ისე..."- აარონი ფიქრიდან გამოერკვა. -" კედელში თუ გავდივარ, იატაკზე სიარულისას ქვედა სართულზე რატო არ ვვარდები?და იმის ქვევით და იმის ქვევით და ქვევით და ქვევ...ეს რა ხმაა?" ბაბუაწვერა კართან იჯდა და რაც ძალა და ღონე ქონდ კნაოდა. " ეტყობა ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ახალ ბინას. ოხ რაიან, რაიან, არადა შენი იმედი მქონდა... ჰოდა, სად ვიყავი? ჰო 54-ე სართული, მისის რობინსონი. ჰმ, Mrs. Robinson, Jesus loves you more, than you will know... " ჩაიღიღინა თავისთვის და ისევ იმ დღის გახსენებას შეუდგა.

     ქერა ქალბატონი ისე დაჟინებით უქნევდა ხელს, რომ აარონმა იფიქრა ნეტა ამ ხნის ქალს სახსრების ასე დატვირთვა როგორ შეუძლიაო. ამ ფიქრის პარალელურად აარონმა სულელივით მიიდო თითი გულთან და იკითხა "მეე??" თუმცა  ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ტუჩები აამოძრავა, მართალია ქალბატონ მის ხმას ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც სასაცილო მოძრაობა გამოუვიდა. "რა იდიოტი ხარ აარონ, არა იქვე ჩაფრენილ თვითმფრინავს უქნევდა ხელს... ანდა ეს პირის გაღება რაღა იყო, თან ტიმის (მის მეწყვილეს ასე ერქვა) დასაცინი რომ გახდები."
-შენ გეძახის ახალო! - არ ცხრებოდა ტიმი.
-ტიმი აი იქ საპონი დაგრჩენია.- აარონმა რაც შეიძლება შორს მიუთითა მინაზე. ტიმი კინარამ გადაირია, არაპროფესიონალიზმში რომ დასდეს ბრალი და მინა იმდენ ხანს აპრიალა, რომ აარონი დარწმუნებული იყო, იმ ადგილას შუშა ნამდვილად შეათხელაო.
     ამასობაში ქალბატონი ამდგარიყო და ფანჯრის წინ, ზუსტად აარონის პირდაპირ დამდგარიყო. ტიმის შემხედვარე აარონს სულ გადაავიწყდა მისის რობინსონი და მოულოდნელად მის წინ არსაიდან გაჩენილი მისი სილუეტი რომ დაინახა, თავისდაუნებურად შეხტა.
ქალს გაეცინა.
შემოდიო ანიშნა.
"ჰო აბა რა, ეხლა ამ ლიფტს ქვევით ჩავიყვან, გადავალ, მერე ესე გამოწყობილი ვიბოდიალებ კორპუსში, იქნებ ვინმემ გამომაგდოს კიდევაც" -აარონმა გაუღიმა და ანიშნა არაფერი გამოვაო, თითქოს "მე კი ძალიან მინდა, მაგრამ ამ ფანჯარას ვერ გამოაღებთ და აბა როგორ შემოვიდეო."
ქალბატონმა კაბის ცალი ბრეტელი ჩამოიწია და აარონს გამომწვევად შეხედა.
" თითქოს ძალიან მინდოდეს ეხლა შენი სიშიშვლის დანახვა" - აარონს გააჟრიალა ამის წარმოდგენაზე, მაქრამ ქალ ისევ გაუღიმა.
ამასობაში ტიმი საქმეს მორჩენილიყო და ისევ აყვირებულიყო.
- ვაიმე იხდის! იხდის ახალო!
- ვაიმე ეგ ალბათ აბაზანაშიც შიშველი ბანაობს! - იგივე ინტონაციითა და ენთუზიაზმით გამოაჯავრა აარონმა. - უკვე ყველაფერი სძულდა, რაც ამ სამსახურს ეხებოდა.

ამასობაში იმ სართულის დაპრიალებას მორჩნენ და ლლიფტი ზევით ავიდა.
 - არა, მაინც რას გადამეკიდნენ ეს მოხუცი ქალები?- გამოცდილი გულთამპყრობელივით ჩაილაპარაკა. -არადა მე ხომ მხოლოდ პატარა ქოხი მინდოდა ნაპირთან ახლოს, მოსიყვარულე და ფუნთუშის შურნელიანი, თბილი ცოლით, ორი-სამი ლაწირაკით ეზოში... და.. -თავისივე ირონიაზე თვითონვე იხალისა. -ახლა წესით ტიტრები უნდა წავიდეს ეკრანზე.
ოთახში მოჰყვა სიარულს.
"მისის რობინსონ, ჰმ"
-ფუგუ!!!! - იმხელაზე წამოიყვირა, რომ კართან ატუზულმა ბაბუაწვერამ კნავილი შეწყვიტა.
-ფუგუ! ეს გაბერილი თევზი! - ჩაილაპარაკა თავისთვის.
    მოსარამოვდა და დედამიწაზე ფეხდადგმულმა აარონმა ლამის ასფალტს აკოცა სიხარულისგან. უკვე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჰაერი მხოლოდ სუნთქვისთვის იყო და არა იმისთვის უცნაური ადამიანები რომ გამოკიდებულიყვნენ მასში. ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და ა
ტობუსის გაჩერებისკენ წავიდა, რომ წვრილმა, მაგრამ რარაცნაირად მბრძანებლურმა ხმამ შემოაბრუნა.
 უკან მისის რობინსონი იდგა. 

"როგორ ახერხებთ ესე უეცრად და დრამატულად თავზე დაცხრომას?"
ამ ფიქრის პარალელურად აარონმა ისევ მკერდზე მიიდო თითი და ის იყო ისევ "მეე?"-ო უნ
ა ეკითხა.
-ჰო შენ. - უღიმოდა ქალბატონი. მოდიო თითით ანიშნა.
"ღმერთო მაღალო ქერა მარტიცია ადამსია ნამდვილი"
 

Saturday, February 11, 2012

nowhere man

თავი მეხუთე

 
"და მაინც როგორ?"
აარონი ინსტინქტურად წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, ჩაის დავადგამ და ისე ჩავფიქრდებიო. შუა გზაში გაჩერდა და ისტერიული სიცილი აუტყდა. "კი, აბა რა, ჩაის დალევ და ფუნთუსასაც მიაყოლებ. ჯემი არ გინდა? წაისვი, წაისვი ნუ გრცხვენია"
აი ასე და ამგვარად აარონი გაუგებრობაშია.
"სახლი ჯერ არ დაულუქავთ მადლობა ღმერთს, თუმცა..." - კედელს ეშმაკურად გახედა. სულ აინტერესებდა, მართლა დადიან თუ არა სულები კედლებში, (თან სიტყვა "სულზე" არარსებული ნერწყვი გდაყლაპა, მაინც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ სხეულში აღარ იყო), რამდენიმე ნაბიჯით უკან გაიწია, ის იყო რაც ძალა და ღონე ჰქონდა უნდა გაქცეულიყო (ამ მომენტში თავი ჰოგვართსში გასამგზავრებლად მომზადებულ ჰარი პოტერად წარმოედგინა) " იქნებ სული არ ვარ? მინდა მე კოპი? ანდა დარტყმულობა მაკლია?"- აარონმა ნაბიჯს შეუნელა და კედელთან მივიდა, ხელი ფრთხილად მიადო და ჰოი საოცრებავ, მისი ხელი კედელში გაქრა. კედლის მეორე მხარეს ბაბუაწვერის გაბრაზებული ფხუკუნი გაისმა, ალბათ იქვე დასუნსულებდა კორიდორში. აარონს სულაც არ მოსწონდა კატის ასეთი თვითნებობა და რაიანის ლოიალური დამოკიდებულება მისი ხეტიალის მიმართ, თუმცა ახლა ჩაეცინა. ბაბუაწვერა გრძნობდა მის ყოფნას, მაგრამ ვერ ვხვდებოდა ვინ იყო, ამიტომაც აარონის გამოჩენა სულაც არ ხიბლავდა ხოლმე. სულ თავიდან ბეწვიც კი აექოჩრა სიბრაზისგან.
აარონი ახლა საძინებლის კედელში გაძვრა, საწოლზე პირაღმა დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.
"და მაინც როგორ?"
ჩვეულებრივი დღე იყო. იმ დღეს ახალ სამსახურში მივიდა. კორპუსების ფანჯრების მწმენდავად დაიწყოო მუშაობა. შეხტა თავის ბაქანზე და 54-ე სართულზე ავიდა. სიმაღლის არასდროს ეშინოდა, მაგრამ ეს მისი პირველი ასვლა იყო და დაძაბული ჩაეჭიდა თავისი "ლიფტის" მოაჯირს. 
-კაი ხო რისი გეშინია?- უფრო სტაჟიანი კოლეგა ალმაცერად გამოხდავდა ხოლმე, იმით მაყი, რომ თვითონ სიმაღლეს შეჩვეული იყო.
- არაფრის, უბრალოდ მიყვარს ბოძს მაგრად რომ ჩავეჭიდები ხოლმე,- კბილებში გამოცრავდა ხოლმე აარონი და ცდილობდა ქვევით არ ჩაეხედა.
- იცი ეს ჩემი ოცნების სამსახურია და სულ მიკვირდა ესე ადვილად რომ მიმიღეს - ამ ფრაზაზე აარონის კოლეგას თვალები გაუნათდა.
- ოცნების სამსახური- აარონმა მხოლოდ წარმოთქვა ეს ორი ჯადოსნური სიტყვა. მეტი ემოციისთვის უბრალოდ ზედმეტად დაძაბული იყო.
- ჰო ოცნების. იცი რა საინტერესოა? ათასნაირ ადამიანს შეხვდები აქ, შეხვდები რა, შეხედავ.- ჩაეღიმა - აგერ ნახავ, მოგეწონება, აი მაგალითად 48-ე სართულზე შეამჩნიე შიშველ ქალს რო ეძინა დიდ, თეთრ საწოლში? მაგარი ტანი აქვს, თან სულ შიშველს სძინავს.- აარონის კოლეგა აღფრთოვანებული იყო.
-დარმუნებული ვარ რომ მომეწონება- წარმოთქვა აარონმა და შეეცადა რაც შეიძლება მოშორებოდა გარყვნილ კომპანიონს.
"ნეტა ის ქალი ვიყო, სულ პალტოთი დავიძინებდი ამის ჯინაზე"


 -ეე, შენ ახალო! ახალო მეთქი!!! - აარონი ფანჯრის წმენდისას ფიიქრებში ისე გაერთო, რომ მხოლოდ მაშინღა შეამჩნია რაღაცის გამო სიხარულით აჭყლოპინებული მეწყვილე, როცა ამ უკანასკნელმა ბაქანზე ხტუნაობა ატეხა.
- არ გადავარდე რა, თუ ღმერთი გწამს. "მერე იფირებენ რომ მე გადაგაგდე"
- მისის როინსონი გეძახის! მისის რობინსონი გეძახის ახალო!
- ვიიინ?
- პირდაპირ შენ გიქნევს ხელს ვერ ხედავ? - აარონს მიუახლოვდა და თავი შუშისკენ ისე მიაწევინა, რომ ცოტაც და აარონის სახე მინაზე აღიბეჭდებოდა.
აარონმა ოთახში შეიხედა, ფანჯრის პირდაპირ სვარძელში ქერა ქალბატონი მოკალათებულიყო, ასე 56 წლის იქნებოდა ნაოჭებიან კისერზე თეთრი მარგალიტები ეკეტა და აარონს ხელს უქნევდა.


ერიკ ემანუელ შმიდტი (5)


ძვირფასო ღმერთო, დღეს პეგი ბლუს ოპერაცია გაუკეთეს. მე ათი საშინელი წელიწადი გადავიტანე, მძიმეა 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა. უამრავი საზრუნავისა და პასუხსმგებლობის ასაკია.
წუხელ პეგიმ ჩემთან მოსვლა ვერ მოახერხა. ღამის მორიგე ექთანი, ქალბატონი დიუკრო დარჩა მასთან, ანესთეზიისათვის რომ მოემზადებინა. საოპერაციოში დილის 8 საათზე საკაცით გაიყვანეს. გული შემეკუმშა, ჩემს წინ რომ ჩაატარეს. ისეთი ჩია და გამხდარია,ზურმუხტისფერი ზეწრის ქვეშ ვერც კი შეამჩნევდი. დედა-როზამ ხელი ჩამჭიდა, რომ განცდებს მოვრეოდი. -დედა-როზა, როგორ დაუშვა იმ თქვენმა ღმერთმა, რომ ჩემი და პეგისნაირი ადამინები, საერთოდ არსებობენ! 
-საბედნიეროდ თქვენ მოგავლინათ ამ ქვეყნად, ჩემო პატარა ოსკარ, თორემ უთქვენოდ ცხოვრება უღიმღამო იქნებოდა. 
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ; რატომ უშვებს ღმერთი, რომ ათასნაირი სნეულება შეგვეყაროს? ან ბოროტია ან კიდევ სულაც არ არის ყოვლისშემძლე. _
-ოსკარ, სენი შეიძლება სიკვდილს შევადაროთ; ეს მხოლოდ მოსალოდნელი შემთხვევაა და არა სასჯელი. 
-გეტყობათ ავად რომ არ ხართ !
-შენ რა იცი, ოსკარ? 
 ამაზე ვეღარ შევეპასუხე. რას წარმოვიდგენდი, რომ დედა-როზას, ასეთ ყურადღებიანსა და დაუზარელს, შეიძლებოდა რამე პრობლემებიც ჰქონოდა. _
-ნურაფერს დამიმალავთ დედა-როზა, ყველაფერი შეგიძლიათ გამანდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე 32 წლის კაცი ვარ, კიბოთი სნეული. ცოლი კი საოპერაციოში მიწევს. ასე რომ მშვენივრად ვიცნობ ცხოვრებას. _
-მიყვარხარ, ოსკარ. 
- მეც. რა შემიძლია ტკივილი შეგიმსუბუქოთ ? გინდათ, გიშვილოთ? _
-მიშვილო? 
- ჰო, ბერნარი ხომ უკვე ვიშვილე,როცა სევდა შემომაწვა. _
-ბერნარი? 
- ჩემი დათუნია. აი იქ, კარადის თაროზე რომ დევს. ეს ჩემი ძველი დათუნიაა, არც თვალი აქვს, არც პირი და არც ყური. ნახევრად გამოშიგნულია და ჭრილობებით დასერილი. ცოტათი თქვენ გამსგავსებთ. იმ საღამოს ვიშვილე, ჩემმა ჩერჩეტმა დედ-მამამ ახალი რომ მომიტანეს. თითქოსდა დავთანხმდებოდი ახალ დათუნიას. ისღა დარჩენიათ,სანამ მარტონი არიან,ახალი პატარა ძმით ჩამანაცვლონ ! ჰოდა, ამ ამბის გამო ბერნარი ჩემი შვილობილი გახდა. მთელ ჩემს ქონებას მას დავუტოვებ. მსურს, თქვენც გიშვილოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს დაგამშვიდებთ. 
- რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ეს სიმშვიდეს მომგვრიდა, ოსკარ. _
-მაშინ მოიტათ ხელი, დედა-როზა. შემდეგ პეგის ოთახის მოსამზადებლად გავეშურეთ. მსურდა, დაბრუნებისას შოკოლადი და ყვავილები დახვედროდა. მერე მეძინა. წარმოუდგენელია პირდაპირ, რამდენი მძინავს ბოლო დროს. 
 საღამოს დედა-როზამ გამაღვიძა. მითხრა, პეგი ბლუ თავის ოთახშია და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაო. სანახავად ერთად წავედით. მშობლები პეგის სასთუმალთან იდგნენ. არ ვიცი, ვინ გააფრთხილა ისინი – დედა-როზამ თუ პეგიმ, მაგრამ გამომეტყველებაზე შევატყვე, ჩემი არსებობის შესახებ მშვენივრად რომ უწყოდნენ. ღრმა პატივისცემით მესაუბრნენ. სკამი შუაში ჩადგეს და ამგვარად მეც შევძელი ავადმყოფ მეუღლეს სიდედრ-სიმამრთან ერთად თავზე დავდგომოდი. კმაყოფილი ვიყავი. პეგის კანს ოპერაციის შემდეგ ცისფერი ელფერი არ დაეკარგა. ექიმმა დიუსელდორფმა შემოიარა და წარბების ფხანით გამოგვიცხადა, პეგი უახლოს რამდენიმე საათში ფერს იცვლისო. სიდედრს გადავხედე. ცისფერი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზია. გავიფიქრე, ჩემს ცოლს, პეგის შეეძლო ნებისმიერი მისთვის სასურველი ფერი ჰქონოდა. მე ხომ ის მაინც მეყვარებოდა. 
 პეგიმ თვალები გაახილა. მე და მის მშობლებს მზერა შეგვავლო, მერე კი ისევ ძილს მიეცა. მისი მშობლები თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ამასობაში მათი წასვლის დროც დადგა. 
-ჩვენი ქალიშვილი თქვენთვის მოგვინდია, – გამომიცხადეს, – ვიცით, რომ თქვენი იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდს! დედა-როზასთან ერთად მანამდე ვიცადე, სანამ პეგი ხელმეორედ გაახელდა თვალებს; შემდეგ კი ჩემს ოთახში დავბრუნდი, ცოტა რომ დამესვენა. წერილის დასასრულს ვხვდები, რომ საბოლოო ჯამში ოჯახში გატარებული დღევანდელი დღე მშვენიერი იყო. ვიშვილე დედა-როზა; სიმპათიებით გავიმსჭვალე სიდერ-სიმამრის მიმართ; დამიბრუნდა საღ-სალამათი ცოლი; ის კია, რომ 11 საათისთვის ვარდისფერი გადაეფინა. 


ხვალამდე, გკოცნი
ოსკარი
P.S. დღეს არაფერს გთხოვ, შეგიძლია, დაისვენო. 


Takome

Thursday, February 9, 2012

nowhere man


                                                                   თავი მეოთხე


  აარონს ბავშოვბიდან არ სჯეროდა მოჩვენებების, სულების, უცხოპლანეტელები და მსგავსი პარანორმალური მოვლენების... ამიტომ სანამ იმას გადახარშავდა რაც დაემართა 4-5 დღე გავიდა ან მეტი .. აარონს დრო აღარ აწუხებდა სულ ერთი იყო რომელი საათი იქნებოდა ამიერიდან ხო დრო თავზე საყრელი ჰქონდა, გულის სიღრმეში ეს ფაქტი შოკში აგდებდა მაგრამ თავისდა გასაკვირად საკმაოდ მშვიდად აღიქვამდა .. ასე ეგონა თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო..მე6 დღეს კი ბაბუაწვერა რაიანს დაუტოვა.
   როდესაც არავინ გხედავს, ცხოვრება გაცილებით მარტივი ხდება.
ამირეიდან აარონს აღარ უწევდა ძალით გაღიმება შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობისთვის, აღარ უწევდა კარის გაღება და ყოველდილით გამოწერილი გაზეთებისა და რძის შეტანააღარ უწევდა კომუნალური გადასახადების  გადახდა, აღარ უწევდა თავისმოწესრიგება და კბილების დღეში 2ჯერ გამოხვეხვა, არც მისტერ ფრენკისთან ჭადრაკის თამაში. მისტერ ფრენკი ვეტერანი იყო, ყოველთვის კარგად დაუთოვებული და ჯილდოებით გადატენილი სამხედრო სამოსით დადიოდა. ისეთი მზერა ჰქონდა მოხუცს გეგონება ფრონტზე ბრძოლისას უკნიდან მოპარული ტანკის ლულა ვერ დაინახა და ვაზნას პირდაპირ უკანალით შეეგებაო. ერთი სიტყვით ბოროტ მოხუცს ჰგავდა.
  ერთხელ აარონმა მას ქვრივი ანჟელა გააცნო(იქნება მე შემეშვას ეს წყეული მოხუცი და ანჟელაზე გადაერთოსო) მაგრამ ვეტერანმა ერთი შეხედა ანჟელას და აარონი გვერდზე გაიყვანა „ აარონ, შვილო არც ისეთი მოხუცი ვარ გომბეშოს და ქალს ვერ ვარჩევდეო!“ ამის მერე აარონს სხვა გზა არ ჰქონდა ყოველდღე შედიოდა მისტერ ფრენკის ბინაში და ჩვეული გულგრილობით ეთამაშებოდა ვეტერანს ჭადრაკს.აარონი ყოველთვის აგებდა და შესაძლოა ამიტომაც არ ეპიტნავეოდა ეს მოხუცი.
მოკლედ უჩინრად ყოფნას თავისი პლიუსებიც ჰქონდა ამიერიდან აარონის ცხოვრება მთლიანად დაკვირვებით შემოიფარგლებოდა. აარონი აკვირდბოდა ყველას და ყველაფერს და ნელნელა ეცვლებოდა აზრი ყველაზე და ყველაფერზე.
  
   აარონს ერთი კითხვა აწუხებდა რაზეც პასუხს ვერადავერ იხსენებდა.. თითქოს ეს კითხვა მისი ახლანდელი ყოფის მამოძრავებელი ძალა გამხდარიყო... თითქოს ამ კითხვაზე პასუხს იპოვიდა და ყველაფერი შეიცვლებოდა..

ფილმები, რომლებიც არსებაში ილექება

ეს ორი დღეა ავად ვარ და საწოლში წოლისა და ცემინების მეტს  არაფერს ვაკეთებ. არაფერს რა, ფილმებს ვუყურებ და...
გაავწყვიტე ამ დღეებში ნანახ ფილმებზე გესაუბროთ, ოღონდ იმათზე, რომლებიც ჩემში დარჩა.

ომის ყვავილები.
ბევრჯერ გამიგია, რომ ფილმი და წიგნი სახელით არ უნდა შეაფასო, მაგრამ ეს შეცდომა ყოველთვის მემართება, ჩემდაუნებურად, მაგრამ მაინც. ყვავილები არ მიყვარს საერთოდ, თანაც "ომის ყვავილები" მებანალურა, მაგრამ ფილმის დასრულებისას მივხვდი, რომ ულამაზესი ყვავილები ვნახე, თითქოს მინდორში დავდიოდი და სურნელი ცხვირს კი არ მტკენდა, არამედ მსიამოვნებდა კიდევაც..ომი რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია, რა სინდისით ვთქვა რომ ეს ულამაზესი ისტორია იყო? (რომელიც მართლა მოხდა). ვატყობ ჩემი ნაწერით ვერაფერს ხვდებით, მაგრამ არ მინდა ფილმის ანოტაცია დაგიწეროთ იმიტომ, რომ : ა) ანოტაციები დიდ უნიჭობად მიმაჩნია და ბ) მირჩევნია ის შეგრძნება გადმოქცეთ, რამაც მომიცვა.
The Flowers Of War 
ახლიდან ვიხიბლები იუ-მოთი, მშვიდი, სერიოზული და საოცრად მიმზდიველი ქლით. მისი თითოეული მოძრაობა მახსენდება და ვგრძნობ როგორი ნაზი, მაგრამ ძლიერია, ისეთი ძლიერი, ნებისმიერს რომ დაიმონებს. 
იუ-მო, სავსე, წითელი ტუჩები და სხეულის თავდაჯერებული, მოძრაობა. 
მმმ...



მეორე ფილმს Les Petits Mouchoirs ჰქვია. ფილმი ზაფხულს გჩუქნის. მეგობრეთან ყოფნის მოგონებებს გიღვიძებს და გახვედრებს, რა ბედნიერი ხარ, რომ გყვანან. გაფიქრებინებს, " მეც აუცილებლად ვიყიდი, ან ავაშენებ ესეთ სახლს, ესეთ ადგილას" და მერე წარმოგადგენინებს, როგორ ატარებთ იქ ზაფულის თბილ საღამოებს. ღვინის ჭიქებით ხელში, ხის მაგიდასთან, ეზოდან მხოლოდ სიცილის და ერთმანეთზე ღადაობის ხმა გავა. მერე, სიბერეში იქ გადაღებულ ვიდეოებს ჩაუჯდები და გულინად იხალისებ, სხეულში იმ დღეების სითბო ჩაგეღვრება და ისევ იამაყებ რომ ესეთი ადამიანები შენ გვერდში იყვნენ და არიან. გაგახსენდება რა პატარები იყვნენ შენი შვილები და თვითონაც რა ახალგაზრდა იყავი.
ფილმის ბოლოს კი ჩაფიქრდები, გაგახსენდება თითოეული დაკარგული მეგობარი და თითოეული სიტყვა, რომელიც შენგან ეწყინათ. ინანებ ყველფერს რაც მათთვის უთქმელი დაგრჩა, ინანებ, რომ მათთვის ისეთივე იდეალური არ იყავი, როგორებიც შენთვის იყვნენ.
ფილმი არაა ისეთი სევდიანი, როგორც ჰოლივუდური მელოდრამებია ხოლმე. იმდენად წრფელია, რომ არც კი გგაღიზიანებს მისი ბუნებრივობა. უბრალოდ შემოიჭრება შენში და დაილექება, როგორც სურვილი, რომ დღითიდღე უკეთესი გახდე. 

                                                  მუდამ თქვენი კინოკრიტიკოსი fიბი :D                                    

Wednesday, February 8, 2012

nowhere man

                                                                         თავი მესამე



თუ ტყეში დაკარგულხართ ადვილი მისხავედრი იქინება თქვენთვის ის გრძნობა რასაც მაშინ აარონი გრძნობდა...
„აი, ახლა ავდგები, ზუსტად 10ზე კარზე კაკუნი იქინება გავაღებ კარებს, ავიღებ გაზეთებსა და რძეს, რძეს ბაბუაწვერას დავუსხამ,მივალ გაზქურასთან ყავას დავადგამ, ჩავიცმევ ლურჯ პერანგს და შავ ჯინსებს“
..აარონმა თვალი რომ გაახილა სრული სიცარიელე დაინახა(თუ შეიძლება საერთოდ სიცარიელის დანხვა).. ერთხანს იფიქრა სიზმარში გავახილე თვალიო ..ქუთუთოებს მაგრად მოუჭირა და იგივე მოძრაობა გაიმეორა..შედეგი არ შეცვლილა აარონი ვერაფერს ვერ ხედავდა და შეგრძნებაც ნელნელა უარესდებოდა..
ნისლის ტალღებში იყო თითქოს და ვერაფრით ვერ თავისუფლდებოდა. აარონი უსასრულობაში იკარგებოდა. რაღაც ბუნდოვანი მოგონებები აწუხებდა და ვერაფრით იხსენებდა როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში. გუშინ ერთი ბოთლი ტეკილა დალია, მაგრამ ეს მისთვის ჩვეული იყო ამას არ შეეძლო გამოეწვია ჰალუცინაციები. შემდეგ ერთხანს გუშინდელ ვახშამს იხსენებდა არც რაიმე შხამიანი პროდუქტი არ უჭამია და არც ფრედის შემოთავაზებულზე მოუწევია..
აარონი თითქოს ტივტივებდა ერთ ადგილზე. უცებ საშინელი სიცივე იგრძნო ტანზე დახორკლა და კანკალი აუვარდა ..წამში ყველაფერი გათავდა ნისლი ნელნელა გაიფანტა და აარონი თავის საძინებელში აღმოჩნდა.
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგაო მაგრამ აარონი ისეთ სიმსუბუქეს გრძნობდა აქამდე რომ არასდროს უგრძვნია. ეგონა ვიღაცას მარიონეტივით გამოება ძაფებზე, რომლებიც ათასფერი ბუშტით მთავრდებოდა და ახლა მის რეაქციაზე ხალისობდა.
აარონი ზლაზვნით ადგა ხალათს დასვწდა და ვერ აიღო..
კიდევ დასწვდა..
ვერ აიღო
გამეტებით გაიწია ხალათისკენ და მთელი ძალით ეცადა ხელში მოეჭუჭნა მაგრამ ძვრა ვერ უყო..
თვალები გაუფართოვდა აზრმა დაარტყა თავში ვიჩქმეტ და ეს გაუგებრობა ახლავე დასრულდებაო. აარონმა იჩქმიტა ..აარონმა მეროედ იჩქმიტა..მესამედ..მეოთხედ..
საერთოდ აარონი არ იყო პანიკის მოყვარული ადამიანი მაგრამ მეოთხე ჩქმეტის შემდეგ იმხელაზე შეხტა თავისითავის გაუკვირდა.
კარზე დააკაკუნეს რაიანმა ურდული ჩამოსწია, ჩაკეტილი იყო გასაღები გამოიღო ნოხიდან  და კარში შემოაბიჯა აარონმა რაიანის შეშლილ მზერას გააყოლა თვალი მზერა ზუსტად საწოლისკენ იყო მიმართული.

ანტონიო გაუდის შემოქმედება

მსოფლიო ხელოვნების ლექციაზე ერთ გოგოს პრეზენტაცია ჰქონდა ანტონიო გაუდიზე აქამდე არ მსმენია მასზე და ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ..
პირველი რაც გავიფიქრე რამხელა და რა ლამაზი ფანტაზია ჰქონია თქო..მომინდა მეც მქონოდა მის მიერ შექმნილ სახლში ბინა და ვყოფილიყავი ნამყოფი მის პარკში მოკლედ რაღა მოგახვიოთ თავზე ჩემი აზრები ...
ესეც ანტონიო გაუდის შემოქმედება 
საოცარი სიხალისით და ფერებით სავსე კედლები... უცნაური ფორმის მქონე აივნებით
ეს სწორედ ის ადგილია სადაც ვფიქორბ რომ მეცხოვრა არ მოვიწყენდი..

ანტონიო გაუდი როგორც მიხვდით არქიტექტორი იყო. 
მისი დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს"ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს: დრო გვიჩვენებს"..
ბავშვობაში გაუდი თანატოლებთან არ მეგობრობდა მას როგორც ამბობენ ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და შესაბამისად მთელ დროს სახლში ატარებდა.
ესეც ანტონიო გაუდის შემოქმედება:


1926 წლის 7 ივნისს ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მისი გაცვეთილი ტანსაცმლისა და ცარიელი ჯიბეების გამო ტაქსის მძღოლებმა არ ისურვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იმის შიშით, რომ ის გადაყვანის თანხას ვერ გადაიხდიდა. საბოლოოდ საავადმყოფოში მიყვანისას დაშავებული ხელოვანი ვერავინ იცნო, სანამ მეორე დღეს მისმა მეგობრებმა არ იპოვეს იგი. უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანა გაუდიმ იუარა - "ჩემი ადგილი აქ არის, ღარიბებს შორის" უთქვამს მას. ის ხუთ დღეში, 1926 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. მის სიკვდილს ნახევარი ბარსელონა გლოვობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისი დაკრძალვისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი - მისი დაუსრულებელი შედევრი, ლა საგრადა ფამილია - შეირჩა.
საგრადა ფამილია

Takome (ცნობები აღებულია ვიკიპედიიდან :) )

ერიკ ემანუელ შმიდტი (4)


ძვირფასო ღმერთო,ესეც ასე, ცოლიანი კაცი ვარ. დღეს 21 დეკემბერია, ცოტაც და 30-ის გავხდები, დაოჯახება კი მოვასწარი; რაც შეეხება ბავშვებს, მე და პეგიმ ჯერ  მოცდა ვამჯობინეთ. იცი, ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე ჯერ-ჯერობით ამისთვის მზად არ არის. 
ყველაფერი წუხელ მოხდა. 
დაახლოებით ღამის პირველ საათზე პეგის კვნესა ჩამესმა. ლოგინზე წამოვჯექი. მოჩვენებები! – დამკრა თავში. ისინი პეგი ბლუს აწამებდნენ, მე კი დიდის ამბით შევპირდი, ღამე შენი კარიდან ფეხს არ მოვიცვლი მეთქი. იფიქრებს, რომ ყოვლად უვარგისი ვარ, ხმას აღარ გამცემს და მართალიც იქნება. 
ლოგინიდან წამოვდექი და იქით გავემართე, საიდანაც გულის გამგმირავი ყვირილი  ისმოდა. პეგის ოთახს გავუსწორდი. ლოგინზე იჯდა, ეტყობოდა ჩემი მოსვლა ძალიან გაუკვირდა. ალბათ, მეც დაბნეული სახე მქონდა, ასე მოულოდნელად პეგის წინ რომ აღმოვჩნდი, რომელიც პირმოკუმული მზერას არ მაცილებდა. ყვირილი კი არ წყდებოდა.
 გზა განვაგრძე და შემდეგ კარს მივადექი. უცებ ყველაფერი გასაგები გახდა. ბეკონი, დამწვრობებით შეწუხებული, საცოდავად იკლაკნებოდა ლოგინზე. წამიერად თავი დამნაშავედ ვიგრძენი.

Monday, February 6, 2012

nowhere man

                                                         თავი მეორე




  აარონს არაჩველებრივი სამსახურები ჰქონდა. პროფესიით მსახიობი იყო, მისთვის რომ გეკითხათ  სცენისთვის იყო დაბადებული და ის ერთადერთი ირმის როლიც სკოლის საახალწლო სპექტაკლში შესანიშნავად შეასრულა და შემდგომშიც სულ იმით იმხნევებდა თავს არ არსბეობს პატარა როლებიო.
ნიუ-იორკში ჩასულმა პირველივე დღეს city theatre-ს მიაკითხა. კასტინგზე  რეჟისრომა სთხოვა თავისი სურვილით რამე განესახიერებინა და მანაც მრავალნაცადი ირმის როლი მოირგო.
  აარონი სუფლიორად დანიშნეს. 
მსახიობები რუდოლფს ეძახდნენ. ესეც კიდევ ერთი შერქმეული სახელი...
ერთი თვის შემდეგ აარონი გაათავისუფლეს.. რატომღაც არავის მოეწონა მისი უნებურად ნაკარნახევი ფრაზა: „რომეო, რომეო სად ტრაკში წახვედი?“ 
ეს მეორე „ტრაკი“ იყო, რომლის გამოც კიდევ ერთს დაატოვებინეს სამსახური და ეს ერთი აარონი იყო.
  მისი შემდეგი არაჩვეულებრივი სამსახური ბოულინგ კლუბში იყო, სადაც კლიენტებს ფეხსაცმელს აწვდიდა. აარონს დიდხნას არც აქ უმუშავია. ღლიდა ერთი და იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა „არა, ეს ნამდვილად წინდაა და არა ბინტის ნაგლეჯი“. თავს ატკიებდა ფეხსაცლის სუნი და არ მოსწონდა, რომ მისი ინტერესის საგანი მხოლოდ ფეხის ზომა იყო(და არა მკერდის). ხოდა ერთხელაც ამით გადაღლილმა კლიენტის მოთხოვნაზე ,რომ 47 ზომის ფეხსაცმელი მოეტანა უპასუხა „ლასტები გვერდზე მაღაზიაში იყიდებაო“.
მესამე სამსახური რაიანმა უშოვა ძაღლების გამსეირნებლად. აარონს მისის გელაჰენის მოდურად გაკრეჭილი პუდელის გასეირნება არ უყვარდა თუნდაც იმიტომ, რომ არც ეს ჯიში მოსწონდა არც მოდა, არც მისის გელაჰენი და არც ის, გამვლლები რომ სიცილს ვერ იკავებდნენ.ეს პირველი სამსახური იყო, რომელიც თვითნებურად დატოვა.
  აარონი ერთხანს საფეხბურთო მატჩებზე ჰოთ-დოგის დამტარებელი იყო. შემდეგ დააწიანურეს(რაც მის ცხოვრებაში პირველად მოხდა) აარონი ამიერიდან მოსკოტი იყო! გუნდის თილისმის ფორმაში გამოწყობილი „ჩირლიდერებთან“ ერთად ფეხბურთელებს ამხნევებდა.თუმცა ესეც დროებითი იყო...
  აარონს არცერთი სამსხურის დაკარგვა არ უხაროდა, მაგრამ თვლიდა რომ მეტის ღირსი იყო.


nowhere man

                                                     თავი პირველი


    -რაიან, ღამღამობით კნავილი კი უყვარს, მაგრამ როგორმე აიტანე, მარტია და შენც ხო ხვდები... ჰო, ჩემი სახლის გასაღები გაქვს და მისი ბალიში გამოიტანე, სანამ ნივთებს უსახლკაროებს დაურიგებდნენ ჩემი ნათესავები. ჰო, მართალი ხარ რაღა ნათესავები, ერთი ლუსი მამიდაა და მორჩა. რას იღიმი? გირჩევნია მაგ ღიმილით არ დაენახო, თორემ ხო იცი გაუთხოვარია და უკან არაფერზე დაიხევს. სახლში ბაბუაწვერას საჭმელიცაა და წამოიღე, არ დაგავიწყდეს ჭამა უყვარს და ჯამი სულ გაუვსე ხოლმე თუ ძმა ხარ. და კიდევ... არ დასცინო ბაბუაწვერა რომ ჰქვია.
    რაიანმა კარის ზღურბლთან დამჯდარ ნაცრისფერ, ფუმფულა არსებას დახედა. გაღებულ კარში თავაწეულმა რომ შეაბიჯა თავისი ფუმფულა თათებით და აქნეული კუდით.
  -თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში აარონის კატავ... ღიმილით წარმოთქვა რაიანმა და კარი ზურგს უკან ფეხით მიხურა.

     აარონი ჩვეულებრივად დაიბადა. თუმცა  დედამისმა, სასწაულებრივად დაფეხმძიმებულმა 43 წლის მისის მერედიტ  პრესლიმ მშობიარობისას აყვირებული ქალების რეკორდი მოხსნა, რითაც  ადგილობრივმა გაზეთმა მას წლის ექოს ტიტული უბოძა. ამის გამო აარონს ბავშვობაში სირენას ეძახდნენ, ხანდახან მასწავლებლებიც კი.
    აარონს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა. თუმცა, ბაღში შესულმა პირველივე დღეს გაითქვა სახელი. წებოთი მასწავლებლის თეთრ ქვედაბოლოზე მიეწება, თან ისე უხერხულად, რომ მისი პედაგოგისათვის შეუფერებელი შიშველი უკანალი დაინახა.( ეს სურათი მთელი ცხოვრების მანძილზე  თან სდევდა). მის გარშემო შემოკრებილ ბრბოს აარონმა შიშით შეხედა, მერე აქაოდა მე არაფერი ჩამიდენიაო, თავის გასამართლებლად დაიყვირა. „თავი დამანებეთ, ძალით კი არ მივწებებივარ მის ტომპსონს მისი ტრაკი რომ დამენახაო“ ეს პირველი უხამსი სიტყვა იყო, რომელიც აარონმა წარმოთქვა. მის ტომპსონი ამ ამბის მერე ბაღში აღარ ასწავლიდა.
   აარონს ჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა. სიმაღლე- 1.80,  წონა -76, თმა- ღია ყავისფერი, თვალები-თაფლისფერი, ცხვირი-პატარა და სწორი. საერთოდ ნორმალურზე სიმპათიურად თვლიდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არავინ იხიბლებოდა მისით, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის თავისი ასაკისთვის შეუფერებელი ირონიითა და ხშირ შემთხვევაში სარკაზმით უყურებდა გარშემომყოფებს, არც თვითონ იყო სრულყოფილი, მაგრამ აარონს  არასდროს ადარდებდა სხვა რას იტყოდა, ამიტომაც სულ ეგონა, რომ მის მწარე ნათქვამს გულთან არავინ მიიტანდა, თუმცა ვის უყვარს თავისი ნაკლების გამომზეურება? ამიტომ  მისი სარკაზმი იშვიათად იმსახურებდა მოწონებას.