Sunday, December 25, 2011

რამდენიმე რჩევა..

დღეს სრულიად შემთხვევით დავხედე კალენდარს და თვალები გადმომცვივდა 6 დღეში ახალი წელი როა.. ნეტა ვინემ თუ გრძნობს ..
ამინდიც რაღაც ისეთია არაახალწლური.. ნაძვის ხეც არ მაქ ჯერ მმ
მოკლედ ამ კოლოქვიუმების გადამკიდე არაფერი არ დამიწერია კაი ხანია ბლოგზე ხოდა ამ ბოლო დროს კარგ ფილმს ვუყურე და გადავწყვიტე გირჩიოთ ..იმაზე საშინელი არაფერი რომ  უაზრო ფილმის ყურებაში გეკარგება დრო.


"awakenings" ასე ქვია ფილმს რომლეშიც რობერტ დენირო და რობინ უილიამსი თამაშობენ.
საგიჟეთში პაციენტებზე დაკვრვევბების შედეგად ახალი ექიმი პოულობს "კომის"(ან რომელიმე სხვა მსგავსი დაავადებიდან არ მახსოვს ზუსტად) წამალს რის შედეგადაც უამრავი პაციენტი რომლებიც წლებია საკუთარ თავში ცხოვრობდნენ უბრუნდებიან რეალობას .. როგორია მათი განცდები და რა ელით ..ამას მას შედეგ გაიგებთ თუ უყურებთ ამ ფილმს.. (ინტრიგა)





მეორე ფილმია "the family man" სიუჟეტი ასეთია  კაცს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის წარმატებული კარიერა, ფული, კარგი მანქანა და უამრავი ლამაზმანი.თუმცა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში რომ დაეჯერებინა თავისი შეყვარებულისათვის და არ წასულიყო ქვეყნიდან.. როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება.... ფილმი ფანტასტიკის ჟანრს ეკუთვნის და აქედან გამომდინარე მთავარი გმირიც პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება სადაც მას ჰყავს ბედნიერი ოჯახი მაგრამ არ არის შეძლებული და ყიდის საბურავებს.. რომელს ამჯობინებს ცხოვრებას ფუფუნებაში თუ ცხოვრებას სიყვარულში..(კვლავ ინტრიგა)


..და მესამე ფილმი "the girl in the park" ძალიან ემოციური და მძიმე ფილმია დედა სამი წლის ბავშვს დაკარგავს და 15 წლის შემდეგ  როდესაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და თავის შვილს მკვდრად მიიჩნევს გამოჩნდება უსახლკარო  გოგო რომელიც საოცრად ჰგავს მის დაკარგულ შვილს... ცოდა მესამე ინტრიგა ისაა რომ აღმოჩნდება თუ არა მართლა ეს თავზეხელაგებული გოგო მისი შვილი ..
მოკლედ იმედი მაქვს რომელიმე მათგანმა დაგაინტერესად და უკვე ეძებთ კიდეც სხვადასხვა საიტზე და იმედია არ ინანებთ რომ დრო ტყუილად დაკარგეთ .. მე პირადად ხშირად მინდა ხოლმე რომ მირჩიონ რამე ფილმი .. თუ არ მოგეწონებათ კიდევ სულ არაფერს ისევ მე დამაბრალებთ
takome

Saturday, December 17, 2011

სიკვდილი აკაკუნებს



მიყვარს ეს კაცი და რა ვქნა! რაღაცნაირი დაბნეული კომიკურობითა და მარტივი გენიალობით. 
ამის მაგალითი კი ეს სცენარია, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს რაღაც ძალიან არაამქვეყნიურად სახალისო დიალოგების გამო. ვუდი (ალენ )შენ დაუკარ! (ანუ გადაიღე (სალათი არა, ფილმი))
*** 
მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \\\\\\\"დეილი ნიუსის\\\\\\\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება. 

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \\\\\\\"ფრესკა\\\\\\\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

to be continued (definitely ოღონდ)    
fიბი


Thursday, December 15, 2011

*სიკეთის გავრცელება*

რა არის სიკეთე მმ ანუ არის თუ არა ანგარებიანი სიკეთეც სიკეთე =)) და საერთოდაც რატომ სჩადის ადამიანი სიკეთეს იმიტომ რომ სინდისი დაიწყნაროს და მათხოვრის მიერ გამოწვდილ ხელში ხურდა ჩააგდოს თუ მართლა იღვიძეს მასში რაღაც გრძნობა.. ვფიქრობ რომ სიკეთეც გრძნობაა და ის ან გააჩნია ადამიანს ან შემდეგში იძენს ან რავიცი. როგორ ხდება სიკეთის გავრცელება..არსებობს რამდენიმე მიზეზი 
1) ადამიანმა სიკეთე გაგიკეთა და შენც ცდილობ სიკეთითვე უპასუხო.
2)ხარ უბრალოდ კეთილი 
3) რამე მიზეზი გაქ რის გამოც იმ ადამიანს უკეთებ სიკეთეს (მისი გულის მოგება გინდა და ა.შ)
შემიძლია კიდვე უფრო გავავრცო მაგრამ ეს სამი პუნქტიც საკმარისია. საინტერესოა არის თუ არა სიკეთე გადამდები. ნუ პირადად ჩემი აზრით არის.. ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა რომ ავტობუსში ასვლისას ბილეთი შემომაჩეჩეს ხელში. (უკვე მეორედ) ხოდა მეც ჩამიჯდა თავში(სულ კი მიდნოდა) რომ სხვისთვის დამეტოვებინა .. ის სხვაც ალბათ დაფიქრდებოდა იგივეზე მოკლედ სიკეთე ნამდვილად გადამდებია..მთავარია ვიღაცამ წამოიწყოს.. გიბიძგოს
"pay it forward" ასე ჰქვია ფილმს სადაც პატარა ბიჭი მოიფიქრებს სიკეთის "სისტემას" ესეიგი მე სიკეთეს გავუკეთებ სამ ადამაინს ის მე მადლობას იმით გადამიხდის თუ სამ სხვას დაეხმარება და ასე ნელნელა იზრდება რიცხვი.ეს წამოწყება სრულიად უანგაროა...  არ ვიცი რეალობაშიც თუ არსებობს მსგავსი წამოწყება მაგრამ ვფიქრობ რომ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდებოდა მსგავსი კარგი საქმეებით. თუმცა ეს ალბათ ყველაფერი ოცნების დონეზეა და მე როგორც არც თუ ისე ოპტიმისტს არ მჯეა რომ ყველა სინდისიერად გააკეთებს ამას..
ხომ ფილმს რაც შეეხება საკამოდ საინტერესო და ამაღელვებელია. აი ისეთია რომ არ დაგენეანება ის დრო რაც ამ ფილმის ყურებას დაუთმე.
ალბათ არ აქვს აზრი სიკეთე ანგარებიანია თუ არა ..ადამაინი სიკეთის გაკეთების შემდეგ ისევე როგროც კარგი წაკითხული წიგნის შემდეგ ხდება იმაზე უკეთესი ვიდრე იყო..


Takome

Wednesday, December 14, 2011

უფასო სექსები

დაინტრიგდით? დაინტრიგდით აბა, ისე აქ რა გესაქმებოდათ?
- აუ ნინ, წარმოიდგინე, უფასო სექსები რომ დაგვერქმია, მერე რა იქნებოდა? :D - აი ასე წარმოიშვა ეს იდეა.


საქმე იმაშია, რომ მე და თაკომემ გადავწყვიტეტ ესეთი "ექსპერიმენტი" ჩაგვეტარებინა. ორივე დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სტატუსი გაცილებოთ მეტ მკითხველსა, თუ უბრალოდ "დაინტერესებულს" მოიზიდავს.

ახლა ალბათ გული დაგწყდათ და ზოგმა საერთოდაც დატოვეთ საიტი, ზოგი კი ამას მაინც კითხულობთ იმ იმმედით, რომ დაბლა მაინც დაგხვდებათ ამ თემის გავრცობა... და მე ისევ დაგაღალატებთ, ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ეს თემა ძალიან რომ "გვტკივა" ეს კი ფაქტია. აი ამ წინადადებაზე თქვენ დასკვნა გაატეთეთ, რომ მეც სხვა "გაევროპელებულივით" ქალიშვილობის ინსტიტუტს გავლანძღავ და მოგწოდებთ ე.წ კომპლექსიანები არ იყოთ. თუ ასეა, მაშინ თქვენ კიდევ ერთხელ შეცდით. მე უბრალოდ თემა "ქალიშვილობის ინსტიტუტი" მაღიზიანებს. აი რამდენჯერ ჩაგირთავთ ტელევიზორი ქართულ არხებზე და რამდენჯერ მოგისმენიათ, თუ გინახავთ დებატები ამ თემასთან დაკავშირებით. " უნდა იყოს, თუ არა ქაიშვილობის ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, კოლეჯი, ან თუნდც სკოლა?" ეს კთხვვა გულს მირევს, ჩემი აზრით, ეს საკითხი მხოლოდ იმას აწუხებს, ვისაც აშკარა პრობლემა აქვს, ეს პრობლემა კი შეიძლება უსექსობით ან თუნდაც ზედმეტი ასე ვთქვათ "გახსნილობთა" და " უკომპლექსობით" იყოს გამოწვეული.
მოდით დავანებოთ ამ ყველაფერს თავი და როგორც დიადი ბითლზი იტყოდა let it be. ანუ ჩემი თარგმანით დავანებოთ ამ თემის განხილვას თავი და ვინც რა უნდა ის აკეთოს. არც დასაგმობია და არც პანიკაში ჩასავარდნი, აქაოდა ჩამორჩენილები და კომლპექსიანები ხართო რომ ვიძახოთ.


p.s და მე ვთქვი ამ თემას არ შევეხები მეთქი?
 fიბი

Saturday, December 10, 2011

როგორ გავაკეთოთ სამაჯური მარტივად..

ცოტა დიდი სათაური გამოვიდა :)
ვისაც გიყვართ სამაჯურები შეგიძლიათ სულ რაღაც 1 საათში გაიკეთოთ სამაჯური (ან უფრო მალეც გააჩნია როგორ გაიწაფები =)) ) საერთოდ არ მჯეროდა ხოლმე ვიდეოს მეშვეობით რომ სწავლობდნენ სხვადასხვა ტიპის სამაჯურების გაკეთებას მაგრამ მალევე დავრწმუნდი რომ საკმაოდ ადვილია მთავარია მონდომება
ნაბიჯი 1) საჭიროა ძაფი(შეგიძლიათ საქსოვი) მე პირადად "მულინეს" ძაფს ვიყენებ ერთი ფერი 50 თეთრი ღირს და არც თუ ისე ცოტაა(ანუ შეგიძლია 2ჯერ ან 3ჯერაც გამოიყენო გააჩნია სამაჯურს) მაგრამ სამაჯური რომ მრავალფეროვანი იყოს 2, 3 ან 4 ფერი კარგი იქნება.
ნაბიჯი 2) თვალის ზომით მოჭრით ერთნაირ სიგრძეზე ძაფებს და დაამაგრებთ ფანქარზე, პასტაზე ან როგორც ვიდეოშია ისე..
ნაბიჯი 3) დააკვირდებით ვიდეოში ხელის მოძრაობებს და ისე გააკეთებს (თავიდან შესაძლოა მთლად კარგი არ გამოვიდეს მაგრამ ხელი არ ჩაიქნიოთ =)) )
არსებობს უამრავი ტიპის ვიდეო სხვადასხვანარი ბრასლეტებით ..
  მმ ესეც (ზოგიერთი) ჩემი გაკეთებული ბრასლეტი..
თავად შეაფასეთ რამდენად გამომივიდა გულებიანი ბრასლეტი :)
ძირითადა არცერთი ვიდეოში არაა დამთავრებული ბოლომდე სამაჯურის გაკეთება.. ხოდა იგივენაირად გააგრძელეთ ვიდეო გადაახვიეთ და ეგაა ჰუჰ საკმაოდ აზარტულია :)


თაკომე

Friday, December 9, 2011

ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ (pt 1)

კურტ ვონეგუტი
ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ

ისინი ერთმანეთის მეზობლად გაიზარდნენ. ქალაქის გარეუბანში - მინდვრების, ტყეებისა და ბაღების გარემოცვაში, საიდანაც ჩანდა ულამაზესი სამრეკლო, რომელიც ბრმების სკოლას ეკუთვნოდა.

ახლა ისინი ოცი წლისანი არიან და თითქმის ერთი წელია ერთმანეთი არ უნახავთ. მათ შორის მხიარული და თბილი ურთიერთობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა სიყვარულზე არასოდეს უსაუბრიათ.
ბიჭს ნიუტი ჰქვია, გოგოს – კატერინა. ნაშუადღევი იყო, როცა ნიუტმა კატერინას სახლის კარზე დააკაკუნა. კატერინა კართან მივიდა, ხელში სქელტანიანი, ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალი ეჭირა, რომელსაც დაკაკუნებამდე კითხულობდა. ჟურნალი მთლიანად საპატარძლოებისთვის იყო განკუთვნილი.
– ნიუტ! – თქვა მან. გოგო გაკვირვებული ჩანდა.
– შეძლებ სასეირნოდ წამოსვლას? – თქვა ბიჭმა. იგი, კატერინასთანაც კი, ძალზე მორცხვი იყო. თავის სიმორცხვეს დაბნეული ლაპარაკით მალავდა – თითქოს რაზეც საუბრობდა და რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო – მისგან ძალზე შორსაა, თითქოს ის საიდუმლო აგენტია, რომელსაც ხანმოკლე შესვენება აქვს ლამაზ, შორეულ და ავბედით მისიებს შორის. საუბრის ასეთი მანერა ყოველთვის იყო დამახასიათებელი ნიუტისთვის, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე საუბრობდა.
– სასეირნოდ? – თქვა კატერინამ.
– „ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე გავლითა და ხიდებს გადავლით“.
– არ ვიცოდი, ქალაქში თუ იყავი.
– ეს–ესაა ჩამოვედი – თქვა ბიჭმა.
– ისევ ჯარში, როგორც ვხედავ, – ჩაილაპარაკა გოგომ.
– შვიდი თვე დამრჩა. ბიჭი არტილერიის პირველი კლასის რიგითად მსახურობდა. დაჭმუჭნული სამხედრო ფორმა და მტვრიანი ბათინკები ეცვა. გაუპარსავიც იყო.

ბიჭმა ხელი ჟურნალისკენ გაიწოდა:
– მაჩვენე ეს ლამაზი წიგნი – თქვა მან.
გოგომ ჟურნალი გაუწოდა.
– ვთხოვდები, ნიუტ – თქვა გოგომ.
– ვიცი, – თქვა ბიჭმა – წავიდეთ სასეირნოდ.
– უამრავი საქმე მაქვს ნიუტ, ქორწინებამდე სულ ერთი კვირა დარჩა.
– თუ სასეირნოდ წამოხვალ – თქვა ბიჭმა, _ ლოყაწითელა საპატარძლო გახდები. ჟურნალი გადაფურცლა, კატერინას ლოყაწითელი საპატარძლოების ფოტოები უჩვენა და თქვა – როგორც ეს, როგორც ეს, როგორც ეს ლოყაწითელი საპატარძლოები.

კატერინამ გაიფიქრა ლოყაწითელ საპატარძლებზე და თვითონაც გაწითლდა.

– ეს ჩემი საჩუქარი იქნება ჰენრი სტიუარტ ჩეზენსისათვის – თქვა ნიუტმა. სეირნობის შემდეგ მე მას ლოყაწითელა საცოლეს დავუბრუნებ.
– სახელიც იცი?
– დედამ მომწერა, პიტსბურგიდანაა ხომ?
– ასეა, შენ იგი მოგეწონება.
– შეიძლება, – თქვა ბიჭმა.
– შეძლებ...? შეძლებ ქორწილში მოსვლას, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– ვეჭვობ.
– ხანმოკლე შვებულებულება გაქვს?
– შვებულება? – თქვა ნიუტმა, თან სარეკლამო ჩანართზე ვერცხლის სუვენირების რეკლამას ათვალიერებდა. – მე არ ვარ შვებულებაში.
– რა?
– ამას თვითნებურად წამოსვლა ჰქვია.
– ნიუტ, რას ამბობ, შეუძლებელია!!!
– ასეა, თქვა ბიჭმა და ჟურნალი ისეევ გადაფურცლა.
– რატომ, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– მინდა, შენთვის ვერცხლის სუვენირების ნიმუშები ვიპოვო. იგი ჟურნალში სუვენირების დასახელებებს კითხულობდა – ალბემარლი? მანანა? ლეგენდა? ვარდი? – მერე გოგოს შეხედა და გაუღიმა.
– მინდა, შენ და შენს ქმარს კოვზი გაჩუქოთ – თქვა ბიჭმა.
– ნიუტ, ნიუტ – სერიოზულად მიპასუხე.
– გავისეირნო, მინდა.
გოგომ, დასავით განიცადა ნათქვამი და ხელები მოიფშვნიტა.
– ნოუტ, შენ იხუმრე თვითნებურად წამოსვლაზე – თქვა გოგომ.
– ნიუტმა, წარბების აწევით, წყნარად განასახიერა პოლიციელის სინერა.
– საიდან, საიდან გამოიქეცი?
– ფორტ ბრეგიდან – თქვა ბიჭმა.
– ჩრდილო კაროლინიდან? – თქვა გოგომ.
– ასეა – ფაეტვილის მახლობლად, სადაც სკარლეტ ო’ჰარა სკოლაში დადიოდა.
– როგორ მოაღწიე აქამდე, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– ბიჭმა მაღლა აწია ცერა თითი, აქნევდა ისე, თითქოს გამვლელი ავტომანქანას „ავტოსტოპით“ აჩერებსო. ”ორ დღეში” – თქვა მან.
– დედაშენმა იცის? – თქვა გოგომ.
– დედაჩემისთვის არ ჩამოვსულვარ – უთხრა ბიჭმა გოგოს.






       to be continued...

                                                                        f ბი

Tuesday, December 6, 2011

წიგნი VS კინო ( Don't judge a book by its movie)

საერთოდ ამბობენ რომ წიგნი ხშირ შემთხვევაში სჯობს ფილმს.. წიგნში შეზღუდული არ ხარ ვის როგორსაც გინდა ისეთს წარმოიდგენ და ალბათ სწორედ ამიტომაცაა რომ ფილმის ყურების დროს გემსხვრევა წარმოდგენილი პერსონაჟების სახეები და თვლი რომ სულაც არ გავს იმ პერსონაჟს მაგრამ სიმართლე ისაა რომ შენ შექმნილ პერსონაჟს არ გავს შენ ფანტაზიას უპირისპირდება.... 
მეც ალბათ როგორც უმეტესობას კარგი წიგნი მირჩევნია კარგ ფილმს. ახლახან ვუყურე ფილმს დორიან გრეიზე და საბოლოოდ  დავრწმუნდი რომ წიგნს არაფერი შეედრება...
ალბათ იმასაც გააჩნია რომელს ნახავ თუ წაიკითხავ პირველად ფილმს თუ წიგნს, ერთხელ შექმნილი შთაბეჭდილების შეცვლა საკმაოდ რთულია ხოლმე..
წიგნი მთლიანად შენ ფანტაზიაზეა დამოკიდბეული შენს გონებაში მიდის მოქმედება შენთვითონ ქმნი გარემოს ხოლო ფილმი მთლიანად რეჟისორზეა დამოკიდებული შენ იზღუდები, ესეც რომ არ იყოს ფილმში ყოველთვის მოიძებნება რაღაც სხვა დეტალი რომელზეც წიგნში საერთოდ ლაპარაკიც არ იყო.
რა თქმა უნდა წიგნს გაცილებით მეტი დრო სჭირდება ვიდრე ფილმს და შესაძლოა ეს ერთ–ერთი კარგი არგუმენტი იყოს ფილმის სასარგებლოდ მაგრამ...
საერთოდ მირჩვენია მე პირადად ჯერ წიგნი წავიკითხო და მერე ფილმს ვუყურო არ ვიცი რატომ მაქვს ასე აკვიატებული მაგრამ ვთვლი რომ ასე უკეთ შევაფასებ ფილმს.
მმ ჩემი აზრით წიგნს შეუძია გაცილებით მეტი მოგცე ...მეტი ემოცია .. მეტად გაგზარდოს ვიდრრე ფილმს.. я так думаю
                                                                                                                                                                    თაკომე

Monday, December 5, 2011

გარიყული>>>

რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხენებდით თქვენი ცხოვრებიდან?
კიკი ეს მოხდა გუშინ როდესაც მე და კიდევ ერთი გოგონა ლიფტში გავიჭედეთ ...მოგეხსენებათ რა უმოწყალოა ლიფტი და როგორ მტვერსასრუტივით ისრუტავს ხურდებს ხოდა რაღა ბევრი ვილაპარაკო და ჩაგვიყლაპა უკვე მესამედ
 როცა უკვე კარის გაღება გადავწყვიტეთ მოგვესმა კაცის ხმა(და აქ ის ზეციური ხმა უნდა გაისმას ააააააა) გაღება გინდათ? 
დიახ..
 შემეხვეწეთ და გაგიღებთ..
 ხოდა ვიფიქრე რომ რამდნენნაირი ადამიანი არსებობს დედამიწაზე და როგორი განსხვავებულია ყველა და კიდევ 
 ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანზე დამწერა ცოტა მეზარება კლავიშზე თითების კაკუნი მაგრამ.. :) 
 
 დედამიწაზე უამრავი ადამიანი დაფუსფუსებს ყველა მათგანს გააჩნია საკუთარი აზრი, გემოვნება, რწმენა და მრავალი სხვა. ყველა ინდივიდუალურია.. სწორედ ასეთი ინდივიდებისგან შედგება საზოგადოება, მაგრამ უცნაურია რატომ ხდება ისე რომ ხშირად საზოგადოება რიყავს რომელიმე ინდივიდს. რის საფუძველზე ხდება ეს? საზოგადოებაში არის "ურყევი" კანონები და ტრადიციები რომლის დაცვასაც საზოგადოება თითოეულ ინდივიდს  ავალდებულებს. ადამიანი რომელსაც გააჩნია სხვანაირი აზრი და შეხედულება "დამტკიცებულ" დებულებაზე ხდება გარიყული მასისგან. 
საზოგადოება საკმაოდ მკაცრად უსწორდება ასეთი ტიპის ადამიანებს...
ჯორდანო ბრუნო.. რატომ დაწვეს იგი? სწორედ იმიტომ რომ ის დაუპირისპირდა იმ "დამტკიცებულ დებულებებს" რომელსაც იმ დროის საზოგადოება იზიარებდა.
რა თქმა უნდა დღეს ნაკლებად წარმოსაგდენია რომ ვინმე განსხვავებული აზრის გამო დაწვან მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არსებობს გარკვეული ტიპის მეთოდები, რომლებსაც საზოგადოება ამა თუ იმ ადამიანის დასასჯელად იყენებს.
განსაკუთრებით მძმეა და მტკივნეული თინეიჯერისთვის... ხშირად შეგიმჩნევიათ ალბათ კლასში ყველასგან გარიყული ბავშვი რომელიც აგრესიის მეტს არაფერს იწვევს დანარჩენებში. რომელიც სკოლას "უმეგობროდ" ამთავრებს და რომელიც ღმერთმა იცის როგორი გაიზრდება...(რა ტრაგიკული ისტორია დავხატე ჰუჰ)
მაგალითისთვის (ჩემი საყვარელი) ჯემალ ქარჩხაძის არაჩვეულებრივი მოთხრობა "იგი" დამოდგება იგიმ იცოდა ის რაც სხვებმა არ იცოდნენ (და ალბათ შემდეგ გაიგეს) იგი ისეთი არ იყო როგორიც იყვნენ სხვები იგი სხვა ჯიშის იყო სწორედ ამიტომ იგი  დიდი დაძინების ქარაფში გადაეშვა. 
გვიდნა თუ არ გვინდა ჩვენ საუკუნეშიც ხდება მსგავსი  შემთხვევები  ხშირად ჩვენც იმ საზოგადოებას ვეკუთვნით რომელიც დაუფიქრებლად ექცევა განსხვავებულ ადამიანებს და სწორედ ასეთ ბეჭედს არტყამს...
                                                                                                                            თაკომე




ჭიამაიების სამოთხე

გუშინ მთელი ბოთლი ბეილისის დალევის მერე თავი კარგად ვიგრძენი.
არადა ალკოჰოლი მძულს, თუმცა ბეილისი რა ალკოჰოლია? :D
ეს ორი დღეა არნახული მუზა მომაწვა და "რაღაც" დამაწერინა, ეს "რაღაც"-კი სულ რაღაც 17 ფურცელი გამოვიდა :D ამ "რაღაცას" "ჭიამაიების სამოთხე" დავარქვი

იქნებ ოდესმე აქაც დავწერო? აჰ, არ ღირს? :D



კოლოკვიუმებს მოვრჩი და თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მგონია მსოფლიოში.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნაძალადევად ვწერ.
იცით რა არის ცუდი? როცა წერ და ატყობ, რომ მიუხედავად ბეეევრზე ბევრი სიტყვისა, არაფერი გითქვამს, საერთოდ არაფერი.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ (როგორ მძულს ეს სიტყვა) ამდენი სისულელის ჩმახვას, აჯობებს რაიმე მოთხრობა ავტვირთო, საბოლოო ჯამში ასეც მოვიქცევი, დღეს კი ისევდაისევ სისულელეებს მოგახვევთ თავზე.


ბუზთა ბატონი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი.
არა, არა მე თითქოს პატაკს გაბარებთო, ჩემო უხილავო მკითხველებო. ალბათ თაკომე სიამოვნებით მიმასიკვდილებდა ამდენი უაზრობის გამო, მაგრამ დღეს საერთოდ არაფრის ხასიათზე არ ვარ. დღეს იმაზე ვწუწუნებდი როგორი უაზრო და უინტერესო გავხდი და ეხლა ეს ყველაფერი ჩემ ნაწერსაც გადმოედო, ღმერთო მაღალო საით მივექანები ასე ლიწინ-ლიწინით?
fიბინი