Sunday, January 29, 2012

კლავიში"delete"


რა იქნებოდა რამ არსებობდეს კლავიში delete და ჩვენი მეხსიერებიდან არასასურველი ინფორმაციის ამოშლა შეგვეძლოს..
მაშინ ხო გაცილებით მეტს გავიცინებდით და გაცილებით გვეყავრებოოდა სიცოცხლე
რომ არსებობდეს კლავიში delete ჩვენ აღარ დაგვჭირდებოდა ბალიშის ცხარე ცრემლებით დასველება და ვიზიტი ფსიქოლოგთან..
ჩვენ აღარ დაგვჭირდებოდა უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა რადგან ის მომენტი უბრალოდ აღარ იარსებებდა..
ჩვენ აღარ დაგჭირდებოდა ათასი დამამშვიდებელი სიტყვის ძებნა ერთმანეთისთვის და ათასი აბის ყლაპვა...
ჩვენ გვექნებოდა უამრავი კარგი და ლამაზი მოგოონება რითაც სიბერეში დავტკბებოდით
ჩვენ გაცილებით ნელა დავბერდებოდით და გაცილებით ნაკლები ნაოჭი გვექნებოდა
აღარავინ არ იგრძნობდა თავს მიტოვებულად, მოტყუებულად .
გაჩნდებოდა უამრავი სარეკლამო რგოლი..თუ როგორ ცვლის ეს ერთი კლავიში მთელ სიცოცხლეს..
სლოგანებით:
 „თითის ერთი შეხება და სიამოვნების განცდა“
„წაშალე ზედმეტი ინფორმაცია შენი მეხსიერებიდან“
„თავს უკანასკნელ იდოტოად გრძნობ? ჩვენც ასე ვიყავით deleteმდე“
გამოვიდოდა მშკ და შალვა და არაფრის დიდიებით არ დააჭერდნენ კლავიშს ხელს
აღარ იარსებებდა ყალბი ღიმილი და ტკვილისიგან გამწარებული სახე..
კლავიში delete გახდებოდა საწინდარი ბედნიერი ცხოვრების
ამოვშლიდი თუ არა რაიმეს ამ ღილაკით ნამდვილად არ ვიცი პირადად მე ყველა მოგონებას ვებღაუჭები და მინდა ყველაფერი მახსოვდეს კარგიც და ცუდიც
ცუდით ხომ მეტად ძლიერი ხდები.. ცუდი მოგონებების ამოშლა საკამოდ მარტიივი იქნებოდა დააჭერდი კლავიშს და დაიმშვიდებდი გულს მაგრამ იქნებოდი სულელი ქერა გოგო (არა ქერებთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქ :=)) ) და მაინც რომ არსებობდეს კლავიში  delete ცხოვრება ტკბილ ტყუილს დაემსგავსებოდა..

                                                                                                    თაკომე

ილუსტრაციები

უსაქმურობისგან ლიმონის "კურკებს" მივადექი და ისე გამწედ ვაკნატუნებ,თითქოს ამაზე ჩემი ცხოვრება იყოს დამოკიდებული.
დღეს სულაც არ ვაპირებ საკუთარი "ღრმააზროვნებით" სულში ჩაგიძვრეთ და დამატებით 21 გრამით დაგამძიმოთ :D
მოკლედ.
დღეს მინდა ერთ-ერთ ილუსტრატორზე გესაუბროთ (სინამდვილეში კი უბრალოდ მისი ნამუშევრები გაჩვენოთ და აქა-იქ იქნებ კომენტარიც გავაკეთო :D რა მჭევრმეტყველი ვარ ღმერთო ჩემო :D)
ესაა Garance Dore. მოდური ილუსტრატორი, ფოტოგრაფი და მწერალი.
მის ბიოგრაფიას არ ჩამოგირაკრაკებთ( თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასზე ბევრი არაფერი ვიცი), უბრალოდ მის ილუსტრაციებს გაჩვენებთ, რომლებიც მე ძალიან მომწონს :D.







ამ ილუსტრაციებით შთაგონებულმა, ერთი ორი ბოლო ზარის წინსაფარზე და ერთიც საძინებლის კედელზე მივახატე ;)

 ამ ილუსტრატორში ყველაზე მეტად სისადავე მომწონს. ეს არაა უბრალოდ კონტურების მხატვარი, მშვენივრად იცის ადამიანის ფორმები (ძირითადად გამხდრების, მაინც მოდელებთან აქვს საქმე:D) მის პატარა მონახაზშიც კი იგრძნობა, ნიჭი.
 "მე ასე ვხედავ" მისი ნამუშევრები არამგონია ამ ფრაზას ეფუძნებოდეს. აშკარად ჩანს, რომ თავისეული ხედვა აქვს, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ დღევანდელი "მტახრების" უმრავლესობა თავისი უნიჭობის გამართლებას ზემოთხსენებული ფრაზით ცდილობს, ამ ქალბატონს კი თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს :P
 მომწონს მიუხედავად უბრალო კონტურებისა, ზოგ დეტალს, მაინც რომ ამუშავებს, აქაოდა ვითომც აქ არაფერი, უბრალოდ ხელი წამცდაო :D 

ილუსტრაციები ძალიან საინტერესო რამაა, როგორც მიხვდით. ამიტომაც კიდევ მაქვს ილუსტრაციების მთელი დასტა მზად, მაგრამ ეს პოსტი ისედაც დიდი გამოვიდა :D შემდეგში სხვა ილუსტრაციებსაც "გაგაცნობთ" (დაითვალეთ ამ პატარა აბზაცუკაში რამდენჯერ ვახსენე სიტყვა, რომელიც "ილუსტრ"-ზე იქყება და "აცია"-ზე მთავრდება? :D)
-გაიცანით ერთმანეთი.
-ძალიან სასიამოვნოა, ილუსტრაცია
-მკითხველი, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.
(ნეტა არ ვბოდიალობდე :D)


                                                                                                                                       fიბი

Saturday, January 28, 2012

როგორ მეცვლება გემოვნება ანუ ვიზრდები


ადამიანს  ოველთვის აქვს იდეალზე წარმოდგენა ... და ეს წარმოდგენა მე პირადად დროის გასვლასთან ერთად მეცვლება.
ბავშვობაში მაგარი გოგოები მეგონა ისეთი ტიპები ვისაც უამრავი ბიჟუტერია ჰქონდა და მუაგრად იცვამდა თან იმ დროს ის ფილმი მომწონდა „საზიზღარი გოგონები“ ..
აი სადღაც ასეთები ზემოთ რომ სურათია.
მერე რადიკალურად შემეცვალა გემოვნება და ვფიქრობდი რომ პირობითად მაგარი გოგო გოთია =)) ნუ მთლად გოთიც არა მაგრამ სადგაც აი ასეთი..
იდუმალი და რაღაცნაირი გოთური (=)) )
მერე რაც შეიძლება სადა და ფერადი ტიპის გოგო მელამაზებოდა, ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან რომ უყურებს და დადებითს ეძებს
ჩემი სტილიც შესაბამისად ასე იცვლებოდა ახლა კი აზრზე არ ვარ როგორი ტიპის გოგო(ქალია) ჩემთვის იდეალი
მგონი აღარც მჭირდება იდეალების არსებობდა მეთვითონაც კარგად ვწყვეტ როგორი სტილი აჯობებს :) 
ადამიანმა ყველა ეტაპი უნდა გაიაროს რო ალბათ თავისი სტილს მიაგნოს ხოდა მეც ყველაფერს ვიღებ წარსული იდეალებისგან...(ზომიერების პარგლებში)
(და რა გამოვიდვარ მე? ძერსკი გოთი რომელსაც რატომღაც ფერადად აცვია =)))

თაკომე



Friday, January 27, 2012

"რამე ფილმი მირჩიეთ რა.."

ხშირად არის მომენტები როდესაც გინდა რაიმე სევდიან ფილმს უყურო ე.წ მელოდრამას და წინა პოსტში ფილმებზე ვახსენე ის რომ არაფერია იმაზე დამთრგუნელი როდესაც სრულ მარაზმობა ფილმში დახარჯავ დროს .. აქ ჩამოთვლილი ფილმები არაა შედევრები მაგრამ საკმაოდ სასიამოვნოა და დიდი ზემოქმედების უნარი აქვთ (პამოიმუ)
ტაკს პირველი რასაც ვურჩევ ხოლმე ეს არის
"ჩემი საზიზღარი გოგონა"
"ჩარლი ახალგაზრდა და მორიდებული კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ რაც ის დაეხმარება ახალგაზრდა ჯორდანს რთული, სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში " დანარჩენი აღწერა როგორც ყოველთვის შეუსაბაომოა (ეს უკვე დამკვიდრდა რომ ფილმი წესიერად არ უნდა აღწერო ქართულ ინტერნეტ სივრცეში)
ესეც გადმოსაწერი ლინკი My sassy girl


მეორე არის "უკანასკნელი საჩუქარი"
"ჯეისონი გათამამებული ფლეიბოია, რომელიც თავისი სუპერ მდიდარი ბიძის - ჰოვარდ სტივენსის ფულებში ”ბანაობს”, რაც სულაც არ უშლის ხელს მის სიძულვილში. ჯეისონი დარწმუნებულია, რომ ბიძის სიკვდილის შემდეგ მთელი სიმდიდრე მას დარჩება... მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ჰოვარდი მოულოდნელ საჩუქარს უტოვებს. ის მემკვიდრეობას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი თორმეტ დავალებას შეასრულებს."
the ultimate gift


                                 "ინტუიცია"
"ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს ჯონათანმა სარა გაიცნო. თამაში, რომელიც მათ წამოიწყეს, საკმაოდ გონივრული, მაგრამ სარისკოა: თუკი ერთად ყოფნა უწერიათ, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს, მაგრამ შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს."
Serendipity
                              "შეპყრობილი"
ახალგაზრდა, პერსპექტიულ მენეჯერს მომხიბვლელი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ რაღაც მოხდა და მან ის ყველანაირი ახსნის გარეშე მიატოვა,უბრალოდ გაქრა.
Wicker Park (1)
Wicker Park(2)
ეს ის ოთხი ფიმია რომელიც ამჯერად გამახსენდა და რომელსაც ყველას ვურჩევ ვინც კი მკითხავს :)
თაკომე

Wednesday, January 25, 2012

fიბინიზე


როგორ გავიცანი ფიბინი(ანუ ნინო)

თუ ჩემ საშინელ მეხსიერებას დავუჯერებთ ეს მოხდა სადღაც 9 წლის ასკაში ერთად დავდიოდით ქართულ ცეკვაზე ..სიმართლე რომ ვთქვა გულზე არ მეხატებოდა იმ პერიოდში (მეთითონაც არ ვიცი რატომ ..ან ვიცოდი და აღარ მახსოვს)
მერე ერთმანეთს სკოლაში შევხვდით ჩემი პარალელური კლასელი იყო და მე5 კლასში გადასასვლელ გამოცდას ვაბარებდით დირექტორს. ნინომ წამრმატებით გაიარა მე ისე რა (ოჰ ეს მათემატიკა) ასე აღმოვჩნდით ერთ კლასსში. არც გევრდით არ ვმჯდარვათ არც ვმეგორბოდით მე6 კლასალმდე ..
ზუსტად არ მახსოვს რა ვითარებში დავახლოვდით მაგრამ აი უკვე მე6 კლასიდან ფიბინიმ(ნინომ) უკვე დაიწყო ჩემ მერხზე დაჯდომა და მეგობრობა..
უჰმმ ჩვენ მეგობრობა“ში“ იყო პერიოდები როდესაც „ვერ ვიტანდით“ ერთმანეთს და როდესაც „ვიტანდით“
საერთო სამეგობრო წრე გვქონდა და შესაბამისად სულ ერთად ვიყავით (იყო პერიოდი ერთ ფერში ვცდილობდით ჩაგვეცვა =)) ) მოკლედ დიდი გზა განვლეთ  : ხაან იყო მაგარი გოგოობა =)) ხან გოთობა ხან ლოთობა( კაი ხო ნინოს ნაკლებად ეხება ეს  =)) ) ხან დაუთვლელი შატალოები (რა უსინდისოუნდა იყო გოგო კვირაში 2 დღე შატალოზე იარო) ხან „შემოქმედებით აზროვნებაზე“ სიარული ხან ლიტერატურული საღამოები, ხან ერთმანეთის სოფლებში დასვენება მოკლედ რაღაც გადავეჯაჭვეთ ერთმაენთს...


რაც შეეხება ფიბინის

ფიბინი არის დაახლოებით ჩემი სიმაღლის (თუ ვიცოდე რამდნეი ვარ..:|) გოგო. აქვს მომწვანო თვალები, გრძელი სწორი თმა (რომელიც ყველას ძაან მოსწონს), არის კონტაქტური(ნუ იყო და ახლა უფრო ნაკლებად), ერთგული, მეგობრული და მოკლედ რაღა გავაგრძელო .. ხატავს კარგად, მღერის კარგად, წერს კარგად (ჩვენში დარჩეს კარგ სუპებს აკეთებს)
ყავდა უმრავი ზაზუნა რომელიც ჩემი შეძახილით დაეხოცა =)) (შეძახილმა ხე გაახმო რია) ყავდა კატა  და კუ რომელებმაც გაქცევით უშველეს თავს..
ამჟამად ფსიქოლოგობას ფიქრობს აქამდე უნდოდა რეჟისორობა, ინტერიერის დიზაინერობა (მეტი არ მახსოვს) უყვარს კითხვა და ხშირად ვუცვლით ერთმანეთს წიგნებს, უყვარს ფილმები(მათ შორის ერთი ისეეტიი.... თავშიხელისწამორტყმა) და ჩემ სახლში ყოფნა (არ აქ მნიშვნელობა სოფლის თუ ქალაქის =)) )
 ფიბინი უსმეს ტკბილ ხმიან გოგოებს (ადრე ძირითადად როკს უსმენდა) ახლა ვგონებ რაც მოეწონება იამს.. უყვარს ვიქტორიას გოგოების fეშენ შოუების ყურება. მგონი ყველა ცხოველი უყვარს და სიამოვნებით ეყოლებოდა ძაღლი ან კატა ან ზღვის გოჭი..
ნინოს ძალიან უყვარს წერა და შესაბამისად გადატენილი აქვს ბლოკნოტები ყოველდღიურობებითა და ჩანახატებით ( ამ ბოლო დროს იმ სიხშირიდ აღარ წერს როგორც სკოლაში)
არ უყვარს თსუ და რაც მაგას უკავშირდება..(გაურკვევლობა, შემეტენეობა, გამიშვიგამატარე, ხალხმრავლობა, ხმაური)
უყვაარს მწვანე ფერი და ბუნება.როლიკებით და თხილამურებით სრიალი. ზღვა და ცურვა.
ვერაფრით შევაყვარეთ ჯოკერი(თამაში და არა ნაყინი)
საკმაოდ კარგი მრჩეველია და ხშირად ვეკითხები რჩევას სხვადასხვა საჭირბოროტო საქმეზე..


რამ გადამაწყვეტინა ფიბინიზე დაწერა

იმის გამო რომ ბლოგზე არაფერი გვიწერია ჩვენ შესახებში საჭრიოდ ჩავთვალე გამეცნო თქვნთვის ფიბინი(ნინო)
Takome



Tuesday, January 24, 2012

რა გაყვირებს?




"არა დამნაშავეები კი ვიყავით, მაგრამ რა გაყვირებს ხო?"
 ამ ფრაზას მე და თაკომე შევესწარით ერთ-ერთ მაღაზიაში. კარში ორი მოზრდილი და თანაც აყვირებული ქალი შეგვეფეთა და შესვლისას ეს რამდენიმე სიტყვა გამოცდილი და ფრიად შეურაცხყოფილი გამყიდველის ბაგეებს მოსწყდა და პირდაპირ სახეში მოგვეხალა. გაცინება ვერ გავბედეთ, უბრალოდ ერთმანეთს "რაღაც" ვანიშნეთ თვალებით და ჩვენ რიგს დაველოდეთ.
მოკლედ და კონკრეტულად. პათეტიკური ტონი იქით გადავდოთ და იქიდან გამოსულმა მე და თაკომემ სიცილით მთელი ქუჩა დავაყრუეთ. (შეიძლება ცოტას ვაჭარბებედე კიდეც, მერე რა :P)
ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ:
ა) რაღაც ხომ უნდა მებოდიალა?
ბ) ესე პირდაპირ ხომ არ მოგაყრიდით?
მოკლედ!
დაკვირვებბიხართ თქვენ, ადანიამებად წოდეულნო, რამდენ სისულელეს იტყვით ხოლმე? რამდენ ალოგიკურს და სასაცილოს?
და თანაც მერე პრეტენზიაც გექნებათ მის სისწორეზე? თანაც, ყველაზე საასაცილო ისაა, რომ ზემოთ ნახსენები ფრაზის დამსახურებული პატრონი, დარწმუნებულები იყავით იმ "კამათისა", თუ "შელაპარაკების" მეორე, საპირისპირო მხარეს მდგომთა (როგორ შეიძლება შეკამათების რომელიმე მხარეს იდგე? :D) რიგებში რომ ყოფილიყო, თავისი ფრაზის, შემობრუნებულს ე.წ VICE VERSA-ს იტყოდა "შეცდომა მოუვიდათ და აღარც მეყვირა?!"

 ადამიანები ძალიან ხშიირად სრულიად მექანიკურად ვიქცევით: ვლაპარაკობთ , ვმოძრაობთ და არ მოვერიდები ამ სიტყვას და განვიცდით კიდეც მექანიკურად.
ვლაპარაკობთ, ანუ ვამბობთ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა შემთხვევაში სულაც არ ვიტყოდით, ან საერთოდაც შევეწინააღმდეგებოდით. ეს კი, ასე თუ ისე ჩვენს არაპრინციპულობაზე მეტყველებს.
ვმოძრაობთ, ნუ ეს უკვე გასაგებია. რა თქმა უნდა თითოეულ მოძრაობას არც უნდა დააკვირდე, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ვაკვირდები და ვხედავ, როგორი დრამატული და დემონსტრაციული ქცევები უყვართ, რომლებიც არც თვითონ სჭირდებათ არაფერში და არც სხვებს, (თუმცა ზოგ სხვას სჭირდება, ააბა როგორ მმიხვდეს რა სურს ადამიანს?)ეს ვითარება არათუ მიკვირს, არამედ მწყინს კიდეც მათი( ჩვენი) ასეთი დაუდევრობა, განა შეიძლება საკუთარი თავი ისე მოიძულო, რომ ფიქრი დაივიწყო? აჰ, დრო არ გაქვს???
განვიცდით, ეს ყველაზე რთული შემთხვევაა, მაგრამ ბევრს გვახასიათებს. გვიყვარს, იმიტომ, რომ საერთოდ "ნორმალურია" ამ ასაკში სიყვარული. აღარ გვიყვარს, იმიტომ, რომ "რაღა დროს სიყვარულია". არ ვპატიობთ, იმიტომ, რომ სხვა არ აპატიებდა, არ ვამბობთ, მიტომ, რომ არ უნდა ვთქვათ ანდა პირიქით ვამბობთ, იმიტომ,რომ ვალდებულები ვართ.
ამ თემის გავრცობა თქვენთვის მომინდია. არამგონია ვინმე ადგეს და დემონსტრაცილუად ჩაფიქრდეს ამ თემაზე, მაგრამ მაინც მგონია რომ ვიღაც მეთანხმება და ეს სრულიად საკმარისია :P



                           მუდამ თქვენი დაკვირვებული fიბი

Wednesday, January 18, 2012

რას ვერ გაიგებ ავტობუსის მძღოლისგან ვერასდროს

მმ დღეს ვზივარ ავტობუსში და ვფიქრობ რა ანჩხლია ეს მძღოლი თქო ყველას აჩქარებდა და ბორგავდა თავისთვის ბუტბუტებდა ვერ ვასწრებ ვერ ვასწრებო და გამეფიქრა რას ვერ გაიგებ ვერასდროს ავტობუსის მძღოლისგან ... რამდნიმე აზრიც ეგრევე მომივიდა თავში
თქვენ ვერ გაიგებთ მძღოლისგან:
***
-ვაიმე ერთი წუთით.. (შეწუხებული მგზავრი)
-ორი იყოს.
***
დღეს მე გპატიჟებთ ყველასს
***
დაგაპიპინებინებთ
***
არ იჩქაროთ, ნელა ჩადით
***
მართვის მოწმობა არ მაქვს
***
მოაწექით რა უკნიდან..
***
განგრეული მთვრალი ვარ
***
ახლა გამოვედი ციხიდან გაიხაროს ზაზამ(ან გელამ, ან ვაჟამ) ეგრევე სამსახური მიშოვა
***
ეს კონტროლიორი მაგარი ნაშაა
***
მაგარი ანეგდოტი გითხრა?
***
ქალბატონო თუ გინდათ რომ გადავალ იქით გაგიჩერებთ .. ფეხით რომ არ იაროთ
***
მომეცით ქალბატონო პარკს ამოგატანინებთ
***
ცოტა მოეჭიდეთ რა ვატორმუზებ
***
იდექი სარკესთან არ მიშლი
***
მოიცათ, ამ ბებოს გადავიყვან გზაზე და მოვალ
***
დაბრძანდით მე ფეხზე ვიდგები ( მაინც მალე ჩავდივარ)
***
ამ ბოძებს სხვა დანიშნულება აქვს...
***
ისე შევყევი სხვებიც ავიყოლიე და ჯობს აქ გავჩერდე ... ნამეტანი მოგვივიდა =))
(თქვენი აზრებიც დაწერეთ ჰუჰ)
თაკომე

Monday, January 16, 2012

"მას ძალიან უყვარდა ხატვა"



პარიზში 1834 წლის 19 ივლისს დაიბადა ედგა-ილერ-ჟერმენ დე გა. მას ბავშვობიდანვე შეაყავრეს ხელოვნება.მამამისს ის ხშირად დაყავდა ხოლმე მუზეუმებში და აცნობდა სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს.
დეგა ყურადღებით აკვირდბეოდა და სწავლობდა სხვადასხვა სიტუაციას, მოძრაობებს, ჟესტებს... რომლებიც ადამიანთა ცხოვრებაზე მეტყველებდნენ.





„ქალის თავი“ როდესაც დეგას ძმა რენე მისი შემოქმედების ერთადერთი მემკვირდრე გახდა ყველას ვიანობა დაადგინა გარდა ამ ქალისა.პორტრეტზე გამოსახული ქალი თითქოს ფიქრებშია ჩაფლული.



„აბსენტი“   ამ ნამუშევარზე დეგას ხელმოწერაა რაც ადასტურებს რომ ეს ნამდვილად მისი შექმნილი ნამუშევარია.ეს დეგას ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტილოა მასში ასახულია ის სულიერი მდგომარეობა რომელიც მაშინ ხელოვანებში იყო გამეფებული.პერსონაჟები გევრდიგვერდ სხედან მაგრამ სრულიად უცხონი არიან ერთამანეთისთვის . მამაკაცის და ქალის მზერა სევდიანია . სურათი „აბსენტი“ 1893 წელს ლონდონში გამოფინეს. მაშნდელი კრიტიკოსი წერდა „ფერიც ისეთივე საძაგელია, როგორიც პერსონაჟები: გაუთლელი ფრანგი მუშაკი ვნებიანი იერთა და ავადმყოფი ლოთი ქალი.მოკლედ, საშინელი წყვილია.“სტატიის წაკითხვის შემდეგ სურათის პატრონმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

„დამუთოებელი ქალი“  ამ თემაზე დეგას უამრავი ნამუშევარი აქვს შექმნილი . ამ სურათში დეგა უცნაურ ხერხს მიმართავს მას მკლავების ორ-ორი სილუეტი აქვს მოხაზული. დეგას სურს მოქმედების შედეგი გვანახოს ...ქალის მზერა მაყურებლისკენ არის მიმართული.



სიცოცხლის ბოლო წლებში მხედველობის გაუარესებასთან ერთად დეგამ ქანდაკებას მიჰყო ხელი .დეგას სიკვდილის შემდეგ მის სახელოსნოში 150ამდე მომცრო ქანდაკება აღმოაჩინეს.
დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა,საფლავზე წარმოთქმულ სიტყვაში ჟან-ლუი ფორენმა გაიმეორა დეგას მიერ ნაკარნახევი ბოლო წინადადება : “მას ძალიან უყვარდა ხატვა.”
                                                                                                                                              
 თაკომე





Wednesday, January 11, 2012

ჯემალ ქარჩხაძე "ოპერაცია დეიდა ტასო" (მთლიანად!!)

მმმ უსაყავრლესი მოთხრობა, რომელიც ინტერნეტში არ დევს 
ჰუჰ გადაწერეთ ვფიქრობ ძალიან მოგეწონებათ
პაროლს მოგთხოვთ და ჩვენი საიტის მისამართი მიუთითეთ www.alublebi.blogspot.com
პირველი ნაწილი ნაბეჭდის სახითაც დევს საიტზე :) ეს დასკანერებულია 
http://allshares.ge/download.php?id=A6CD75AE51

თაკომე

Sunday, January 8, 2012

სიკვდილი აკაკუნებს (pt.2)



სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \\\\\\\"ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\\\\\\\". არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო...

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \\\\\\\"ფაუსტი\\\\\\\" წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ - რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \\\\\\\"მოდისტ ორიჯინალში\\\\\\\" დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი... ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო... როგორ გითხრათ... უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?


 
fიბი
p.s აუ სურათებს ცოტა მერე გავასწორებ რა :D 

Thursday, January 5, 2012

"ქალთმოძულე კაცები"



შეიძლება ბევრი ამ წიგნს "გოგონა დრაკონის ტატუთი" იცნობს მაგრამ მე პირადად ეს სახელი უფრო მომწონს..უფრო უხდება და მთავარ სათქმელსაც ლაკონურად გადმოგვცემს.
ამ წიგნის შესახებ სხვადასხვა ბლოგის საშუალებით შევიტყვე საერთოდ მჩვევია რაიმე წიგნის ძებნა ბლოგებზე შეფასებების მიხედვით თავიდანვე ჩამითრია გამიკვირდა ისეთი აღფრთოვანებით ლაპარკობდნენ ამ წიგნზე და გადავწყვიტე მეყიდა..
არ ვიცი ბლოგებმა არ ვიცი ხალხმა (ან რამე რეკლამამ) მაგრამ წიგნი ძნელი საშოვნი იყო.. მოვიარე ბიბლუსის მაღაზიები და სულ მეუბნებოდნენ რა ყველას ეგ წიგნი გინდათო ვიკითხე ჩვეულებრივ წიგნის მაღაზიებში არც იქ შემხვედრია.. მოკლედ საბოლოოდ ვაგზალს მივაკითხე და თავისუფლად შევძლეი მისი ყიდვა სულ 10.90 დამიჯდა (თუმცა ახლა ზოგიერთ ჯიხურში 7 ლარად იყიდით თუ არ ვცდები)
ხომ წიგნს უკანა ყდაზე ვიგებთ წიგნის მოკლე შინაარს და ავტორზე ცნობებს როგორც შემდეგ გავიგე ჟურნალისტი ყოფილა, სამწუხაროდ თავისი წიგნის წარმატებას ვერ მოესწრო(ყველაზე ტად ეს მიშლის ხოლმე ნერვებს სიკვდილის შედეგ დაფასება:|) აი ის რაც ვიკიპედიაზე 
სტიგ ლარსონად - შვედი ჟურნალისტი და მწერალი. მას ეკუთვნის რიგი კრიმინალური რომანებისა, რომლებიც გამოქვეყნდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ. სახელი გაითქვა მილენიუმის ტრილოგიით.
ისე ეს ქართული ვიკიპედია ხომ მხოლოდ 4–5 წინადადებით შემოიფარგლება ხოლმე თუ მაინცდამაინც ილია არაა ან ვაჟა.


მოკლედ რაღა ბერვი ვილაპარაკო პირდაპირ წიგნზე გადავალ.. ეს იმ წიგნებს მიეკუთვნება მთელი დღე რომ არ გინდა ხელიდან გააგდო და არ გინდა რომ ოდესმე დამთავრდეს. პირველი გვერდიდანვე წიგნი იპყრობს შენ ყურაღდებას და იწვევს შენს ინტერსესს შემდეგმმა თავებმა არც ისე დამაინტერესა აი პირველ თავს რომ მოვრჩი წიგნი ვერ გავაგდე ხელიდან ვერ ვიტყვი რომ დასაწყისი ნაკლებად საინტერესოა მაგრამ მთავარი და საინტერესო „კვანძის“ გახსნაა (თუ როგორცაა) აზრადაც არ მომსვლია რა შეიძლება დამართნოდა თითქმის 40 წლის უკან გაუჩინარებულ გოგოს.. სიტუაცია იმდენად ჩახლართულია და იმდენი პიროვნებაა რომ ცოტა დაიბნევი მაგრამ .. ნელლნელა ყველაფერი ნათელი ხდება . უფრო რომ დაიგაინტერესოთგეტყვით რომ ბლუკვმისტს, ჟურნალისტს, რომელსაც რეპუტაცია შეელახა სამუშაოს სთავაზობენ.. მან უნდა ამოხნას 16 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავი რომელიც 40 წლის წინ მოხდა.მას ხელჩასაჭიდი არაფერია აქ გარდა იმ დღეს გადაღებული სურათებისა. ერთ–ერთი საინტერესო პერსონაჟი სწორედ ის გოგოა რომელსაც დრაკონის ტატუ აქვს თუმცა ამ გოგოს გარდა ამისა სხვა ტატუც ბევრი აქ =)) უცნაური და საზოგადოებისგან გარიყული გოგო საკმაოდ ნიჭიერია „სხვის ცხოვრებაში ქექვაში“ უფრო უკეთ რომ ვთქვა კარგი გამომძებელი, ჰაკერი და ჭვიანია.
წიგნი ზოგჯერ იმდენად ამაზრზენი მომეჩვენა ბლაჰ ნიჭიერი კაცი იყო სტიგ ლარსონი და კარგი ფანტაზიის მქონე.. დასასრულც ისეთი აქვს ალბათ უფრო რეალური J
მოკლედ მე პირადად არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ ამ წიგნმა მოლოდინს გადააჭარბა და საკმაოდ გამიხარდა რომ ასეთი ჩამთრევი წიგნი ვნახე 2 დღეა ხელიდან არ გამიგდია J ცოტა მოვიწყინე კიდეც „უმისოდ“ (ღმერთმანი რა სიტყვებს ვწერ ზოგჯერ)უიჰ ხო უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ კარგი თარგმანია 
მალე ფილმიც გამოვა..საინტერესოა თუ აჯობებს წიგნს (მაგრამ არამოგნია)


თაკომე

Tuesday, January 3, 2012

from 2011 to 2012.


საახალწლო ბოდიალითა და მილოცვებით თავს არც მე შეგაწყენთ ,უბრალოდ.
დაახლოებით იგივე რაღაცას დავწერ, უფრო სწორედ ფორმატი მექნება მსგავსი :D
გასული წლის შეჯამება და მომავალის მოლოდინები :D
2011 რა იყო საერთოდ? თაკომესგან განსხვავებით კარგ წლად არ ვთვლი. ჰმ. ნუ, ალბათ კარგი იმით იყო, რომ სადღაც ნაგვის მანქანამ არ გამიტანა, ან თუნდაც სადმე მიწა არ გამისკდა და ეხლა საღსალამათი ვზივარ ოთახში.
არ ვიცი. შეიძლება უმადური ვარ, ძალიან დიდი უმადური, მაგრამ ცემთვის 2011  მაინც უაზრო წვალების და გაუმართლებელი იმედების წელი იყო. (თუ იმას არ ჩავთვლით რომ მეც პირველივეზე (ჯავახიშვილში) მოვხვდი და 70%საც გამოვკარი ხელი, (აქ ცოტა წვაიმარიაჟე:D)მაგრამ რისთვის მინდოდა ასე ძალიან, ეგ უკვე სხვა თემაა)
ჰოომ, ნათელი წერტილი ზაფხული იყო, ჩემ გოგოებთან ერთად გატარებული და როგორც ყოველთვის კურიოზებით სავსე :P
კარგი ზაფხულები მასულდგმულებს, თორე ეგეც რომ არ იყოს, ალბათ ძალიან, ძალიან გამიჭირდებოდა. (ეს ისე, ლირიკული გადახვევა)
ახალ წელს როგორ შევხვდი?
სახლში.
საერთოდ მე თუ მკითხავთ, ახალ წელს სახლში უნდა  შეხვდე, საოჯახო დღესასწაულია.( რა კარგი სიტყვაა დღე-სასწაული :D)
ჰო.
სახლში შევხვდი და მერე მეგობრებთან გავქუსლე, სამწუხაროდ თაკომე ვერ ვნახე :(
ისე დავთვერი (რისიც მთელი წელი შემრცხვება) , რომ თაკომეს სანახავად ვეღარ გავედი :|
თუმცა კარგად აღვნიშნე 2012ის დადგომა, მიუხედავად მოჭარბებული ალკოჰოლისა :D საერთოდ არ მივეკუთვნები ისეთ  ადამიანებს, ვინც თავის სიმთვრალეზე ხალისობს, ან თუნდაც ეამაყება ეს მდგომარეობა (ესეთები ბევრნი არიან) და ძალიან მიჭირს ამ ამბის გახსენება, მაგრამ რაც იყო ითქვას.
არასდროს დამილევია ისე, მეორე დღეს ჩემთვის რაღაცები რომ შეეხსენებინათ :D
ტყუილა კი არ ამბობენ ყველაფერი ხდება ხცოვრებაში პირველადო :D ( და უკანასკნელად!!!)


2012-სგან სრულყოფილებას ველი.
წელო, იყავი უნაკლო.
fიბი

არმაგედონი ახლოვდება

 მთლიანობაში 2011 წელი კარგი წელი იყო ჩემთვის(ტაFტოლოგია) ნუ აბიტურიენწობას თუ არ ჩავთვლით პრინციპში მაგასაც არუაშავდა კარგი შედეგი ჰქონდა საბოლოოდ წვალებას :) ხომ ამ წელს ზოგი დავკარგე ზოგი შევიძნე <3 <3
საკამოდ დატვირთული ემოიური წელი იყო ჩემთვის.. ხომ წავიკითხე რამდენიმე კარგი წიგნი ვნახე რამდნეიმე კარგი ფილმი.. გავატარე მმმ მშვენიერი ზაფხული და სექტემბერი მოვხვდი თსუში :ს და დამემსხვრა ყევლა წარმოდგენა ამ უნივერსიტეტზე...
ახალი წელი დიდად არ გამხარებია თოვლი მაკლდა ჩვეულებრივად ოჯახთან ერთად შევხვდი მერე გავედი გარეთ ..
 მმ ხოხო კიდევ  (უკვე )2012 წელს პირველად ვითამაშე ბოულინგი საკამოდ აზარტული თამაშია და ვისაც ფრჩხილის მოტეხვის, უცნაური ნასკების, გაწელილი ფეხსაცმლების და კარგი მოთამაშეების არ გეშინიათ სათქვენო რამეა.
მოვინახულე =))(ჩემი წერის და აღწერის სტილი მკლავს =))) ახალი მარჯანიშვილი და დამრჩა ისეტი შთაბეჭდილება თითქოს უკაცრიელ ადგილას მოვხვდი მკვდარია ყველაფერი ჯერჯერობით უბრალოდ ლამაზი შენობები სხვა არაფერი..
მიუხედავად იმისა რომ სანტასთვის წერილია არ მიმიწერია საკმაოდ ბევრი საჩუქარი მივიღე ჰუჰ იდუმალი სანტებისგან :)
მმ  ეს წელი  მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გაწამებული ნერვებისა მაინც საკმაოდ კარგი იყო ჩემთვის... არ მოველოდი რომ 2011 წელს(მე როგორც შევხვდი) 1 იანვარს ხალიჩაზე დაძინებულს 5 გოგოსთან ერთად და ერთ "პლიტასთან" ასეთი კაი წელი თუ მექნებოდა  =))
....პაუზა...9ში კოლოქვიუმბები მეწყება და რა მიხარია ჯერ არ ვიცი =)) ხოდა კი მინდოდა უფრო ბევრი მეწერა მაგრამ თვალებიც მეტკინა და თითებიც ...
თაკომე