суббота, 1 сентября 2012 г.

ჩვენც ბათუმელები ვართ! ( "ჩვენც სალტკროკელები ვართ" გამახსენდა)


    "თაკო, ბლოგ-პოსტს გამოვაცხობ ეხლა. ხო კაი გოგო ვარ?
"არა..."
    არადა გვეგონა რომ ბათუმიდან ყოველ დღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც დავწერდით...
მოდი სენტიმენტები და სინანული იქით იყოს და აქაურ "ქრონიკებს" შევეხები. ისედაც ბევრი მაქვს დასაწერი და ტლიკინის დრო არაა. :))))
     ესეთი ზაფხული არ მქონია ჯერ.  მარტო ცხოვრება ნარკოტიკივითაა. არაა ეს ბანალური "დედა ვერ გაიგებს სახლში როდის შევალ" ეს რაღაც უფრო სხვაა... გრძნობ როგორ ენდობი შენ თავს. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. უბრალოდ მიკვირს თბილისში ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო ამის მერე...
     ბათუმი რაღაც დიდი ხნის ჩაუკბეჩავი თავისუფლებასავითაა. გიკვირს აქამდე სდა იყავი და რას აკეთებდი. მიუხედავად იმისა რომ, შენობებს გახედავ და ფიქრობ "არ იცოდნენ სად "ჩაედგათ" და ბათუმი გაახსენდათ", მაინც მოგწონს ყველაფერი, ძველი მოკირწყლული ქუჩები, წვრილ-წვრილი, ერთმანეთში გახლართული  ქუჩები. ცოტა მანქანა. ლამაზი კჯაფე-ბარები... წვიმა. ზღვა აზვირთებული.
სველი, გათოშილი კედები და ყველაფერი საოცრად ნაცნობი და ამავდროულად ამაღელვებელი, თვალების გამაფართოვებელი.
     ხომ გეუბნებით. წელს ბათუმი ჩემში პირველად შემოვიდა ესე. არადა ყოველ წელს ჩამოვდივარ. ყოველწლიურ რუტინად ქცეული ეს ჩვევა ახლა სულ სხვა კუთხით შემოტრიალდა, ზურგით იდგა და ახლა სწრაფად შემობრუნდა, ხელები გამიშალა და სიცილით ჩამიხუტა გულში, როცა თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი მისკენ.
ლირიკა იქით იყოს და ახლა აქაურ სიახლეებს ჩაგახუტებთ.
       გავბედე და თმა შევიღებე. ბავშვები დამცინიან "რიჟიკა" ხარო, არადა ღია ყავისფერი თმაა და წითური მომენტებში დაჰკრავს, მთავარია მიხდება და თუ უნდა მწვანე იყოს :))))
გუშინწინ ბავშვები ბულვარიდან ვბრუნდებოდით და ვიღაცის მობილური ვიპოვეთ. ბევრი სურათი და ვიდეო გადავიღეთ და დიდი სიამაყით გადავეცით იქვე ჩამოვლილ პატრულს :))) და მერე ვიცინოდით პოლიციაშიც ჩვენნაირად რომ გადაეღოთ იმ მობლურით სურათები...
გუშინ ძალიან იღბლიანი იყო თქვენი მონა-მორჩილი... (აქ პოსტს გავწყვეტ, იმიტომ,რომ დიდია და ცოდოები ხართ...) 
                                                                       ინტრიგანი   fიბი




2 комментария: