пятница, 28 декабря 2012 г.

დაუპატიჟებელი სტუმარი

                                                
     ჰეი, ვილი შეიძლება შენი კატა შევჭამო?“     
                                                                       ალფი
                                                                              
      ვილის არც კატა ჰყავდა და მითუმეტეს ვინმეს არც მისი შეჭმა შეეძლო.
ვილი 24 წლის იყო, 24 წლის გუშინ გახდა. გუშინ დილით 7 საათზე გაეღვიძა უჯიშო ძაღლი გაასეირნა და გათოშილი ფეხებით შეხტა საბანში. „ჯადნაბას უკვე კარგად გამოვფხიზლდი“ .. ვილიმ საერთოდ არ იცოდა რატომ ყავდა სახლში ძაღლი. თავიდან იმიტომ იყიდა რომ ზოომაღაზიის ვიტრინიდან საოცარი თვალებით შეჰყურებდა მას ... არა ისეთი როგორიც იფიქრეთ არამედ ისეთით „მეტი არ მინდა წამიყვანო, აქ მე მეგობრები მყავს“.  მის უკან კი შეკრეჭილი პუდელი ჩანდა. არ იცოდა ვილიმ რატომ მივიდა დახლთან და რატომ იყიდა 40 დოლარად ძაღლი, რომელსაც არსად წასვლა არ უნდოდა.თანაც დახლიდარს, როგორც ჩანს, სულაც არ სურდა გამომშვიდობებოდა ძაღლს და გამოსვლისას ტუჩებშიც კი აკოცა. ვილიმ ეს ამბავი მაშინვე დაივიწყა.
სახელიც კი ვერ შეურჩია წესიერად და ბევრი რომ არ ეფიქრა ამაზე კომპიუტერთან დაჯდა ჩაწერა ძაღლის ყველაზე პოპულარული სახელები და ბოლო ადგილზე გასული აარჩია... ძაღლს „იუპიტერი“ დაარქვა მოფერებით „იუ“ თუმცა სახლის გარეთ იუსთვის იუ არადროს დაუძახია.
  წაუუცნაურებდა ვილი. გუშინ მას შემდეგ რაც იუ გაასეირნა და უშედეგოდ შეხტა საბანში გადაწყვიტა წვეულება მოეწყო. ვილის ბევრი მეგობარი არ ყავდა, თუმცა არც ისეთი იყო ვინმეს ეთქვა მარტოსულია და ძაღლიც იმიტომ ჰყავსო. ბევრი არც ამაზე უფიქრია შეძვრა კომპიუტერში და განცხადებებში გამოაქვეყნა:
„ ვილი 24 წლის ხდება. გთხოვთ მობრძანედეთ.“ შემდეგ მითითებული იყო მისამართი და დრო, წერილის ბოლოში კი დაწერა „.... ლიმნის ყიდვა დამავიწყდა წამოიყოლეთ“.
ვილიმ პროდუქტები პარკიდან ამოალაგა, იატაკზე პლედი დააფინა და ზემოდან დააწყო ყველაფერი, უფრო სწორი იქნება  რომ ვთქვათ დაყარაო.
   ვილის ზარი რომ შემოესმა დაახლოებით 8 იყო. მივიდა, გააღო, პირველები მოკლეკაბიანი და  შლაქს შარვლიანი გოგოები შემოვიდნენ, მათ მოყვა „ხოჭოების“ მაიკიანი ბიჭი და ერთიც უცნაურ აქცენტიანი გოგო, ალბათ, 19 წლის იქნებოდა . ვილის ყურადღება იმით მიიქცია რომ ძალიან ბრჭყვიალა შარვალი და ყვითელი ზედა ეცვა, რაც საკმაოდ უგემოვნოდ გამოჩნდებოდა რომ არა მისი ჰაეროვანი მიხვრა-მოხვრა.სულ მალე მისაღები ოთახი ისე გაივსო ვილის ადგილი აღარ იყო, ამიტომ გარეთ გამოვიდა, სადარბაზოში დადგა და ის-ისაა სიგარეტი უნდა ამოეღო ბრჭყვიალებმა მოჭრეს თვალი, ყვითელზედიანი გოგო შენიშნა. მაისური დალაქავებოდა და ცოტა ნაწყენი სჩანდა.
-ამ სახლს ტუალეტი საერთოდ აქვს? გაბრაზებული ტონით იკითხა.
ვილიმ ყურადღება არ მიაქცია .. სიგარეტს მოუკიდა და ლამპიონს გაუსწორა თვალი. სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, გრილოდა.
-შენ გეუბნები?! არ გესმის?
ვილი მოუტრიალდა.
-ა, ეს თქვენ ხართ?
-მიცნობთ?
-თავისთავად, მე ხომ ჩემ დაბადების დღეზე დაგპატიჟეთ.
 გოგონამ უცნაური გამომეტყველება მიიღო და ბოლო ფრაზა ყურებში გაუმეორდა.
-ო, ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ. გილოცავთ.
ვილი შებრუნდა და ისევ ლამპიონის მაგივრად შარვალს გაუშტერა თვალი.
ბრჭყვიალები უკვე აღარ ჭრიდა თვალს.
-თქვენ რა გქვიათ?
-ლუსი, ზოგი ლუს მეძახის.
-ჩემ ძაღლს იუპიტერი ქვია მე იუს ვეძახი. თქვა ვილიმ და მიხვდა რომ არ უნდა ეთქვა.
გოგონამ გაუღიმა.
-მეც მყავს ძაღლი.
    ვილიმ სიგარეტი ჩაწვა და წკიპურტით მოისროლა.ლუ და ვილი სახლში შებრუნდნენ. ვილი ჰოლს გაუყვა და ძველი ნაცნობი ნახა. რომელს უფრო გაუკვირდა- ვილის ბრედის თავის სახლში დანახვა, თუ ბრედს ვილის ვიღაცის სახლში დანახვა გაურკვეველი იყო.მუსიკა არც ისე ხმამაღალი იყო. მაგრამ ვილიმ თავი სამზარეულოს შეაფარა და სოციალურ ქსელში მილოცვას უპასუხა. რატომ ავიტეხე ეს წვეულებაო ფიქრობდა და თან იუს უყურებდა, რომელსაც თათები გადაეჯვარედინებინა და ვიღაც ქერა ნაშას ფეხებში მოკალათებულიყო.ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ  თუ აპატიებდა ვილის პუდელთან განშორებას. ვილიმ მაცივარი გამოაღო და ნაკბეჩი ტოსტი იპოვა. დაუფიქრებლად ჩაკბიჩა და ნიჟარაში ფურთხებას მოჰყვა .. ვილის ახსოვდა რომ დილით მაცივარში ტოსტი არ შეუნახავს.
ლუსი სამზარეულოში შემოვიდა მაგიდაზე ასკუპდა და ვილის გაოცებულმა შეხედა. შემდეგ სიცილს მოჰყვა და იქამდე არ გაჩერდა სანამ გული არ იჯერა.
ვილი უხმოდ გავიდა სამზარეულოდა და საშინლად მოუნდა, ყველა ღრიალითა და გინებით გაეყარა რომ ლუსის ხმა შემოესმა.
-         მაპატიე, მაპატიე შუბლი უნდა დამეჭირა არ ვიცი რატომ გამეცინა ,ალბათ, ალკოჰოლის ბრალია. დაბადების დღეს ასე არ უნდა ხვდებოდე.
   ვილიმ ლუსის შეხედა და მიხვდა რომ ლუსის ტუალეტისთვის მიეგნო და ყვითელი ზედა როგორღაც გაეწმინდა. ახლა მხოლოდ სველი გუბეღა ჩანდა მის მაისურზე და ეს წყეული ბრჭყვიალები.
  ლუსიმ ბოდიშის მოხდის მიზნით ვილის ტეკილა მიაწოდა. ვილიმ გამოართვა გადაკრა და  საცეკვაოდ გაიწვია.
    მერე  დილით ვილი თავის ტკივილმა გააღვიძა. ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერ მოხდა და ვერ დაიძინა... გამოფხიზლებული იყო უკვე რომ ფაჩუნის ხმა მოესმა, იუს გახედა. იუ ხალიჩაზე იწყვა, ვიღაცის ლიფი ჩაებღუჯა და ძილში იღრინებოდა.
    ვილი ფეხშიშველი ჰოლს გაუყვა, სამზარეულოში შევიდა,  მაცივარი გამოაღო და ისევ ის ტოსტი დახვდა, ახლა უკვე ორი ნაკბეჩით და ჯერაც ვერ მიმხვდარიყო როგორ დაბრუნდა ეს წყეული ტოსტი ისევ უკან,რომ იატაკზე რაღაცას მოკრა თვალი. თეთრი იყო, ისეთი თეთრი რომ მეტლახისგან მხოლოდ თვალები ანსხვავებდა. „მნაუო“ რომ თქვა ვილის ერთბაშად გაახსენდა ტეკილას გემო და ახალგაღვიძებული მედახლე რომ ლანძღავდა მაგას და ლუს, ამ შუაღამისას რომ არ წაიყვანოთ მძინარე, ხვალ ღმერთი გაგიწყრებოდათო? . ლუ კი ეფიცებოდა საჩუქრად მინდა კარგ ხელშიაო..

      ახლა ვილი 24 წლის იყო.  კატა ჰყავდა, და ისეთი ვიღაცაც ვისაც მისი შეჭმა შეეძლო.

 
                                                                                                                                                თაკომე

 

 

 

1 комментарий: