среда, 24 апреля 2013 г.

*წიგნების დღე*


   მმმ გუშინ საშინელი ქარი იყო, საშინელიც არ ქვია მაგას სახე ამაძრო მთელი დღის განმავლობაში. რაც უფრო ვუკვირდები ვხვდები რომ მოხალისე "მწერალი" ვარ , სწორედ ამიტომაა რომ სადაც რამე კონკურს დავინახავ წერასთან დაკავშირებით ყველასთვის ვწერ და გულდაწყვეტილი არ ვრჩები , განა იმიტომ  რომ ყველა კონკურსში ვიმარჯვებ არა =)) უბრალოდ ვიცი რომ ყოველი მონაწილეობა  მე მეხმარება უკეთესის დაწერაში. გუშინ წიგნის დღე იყო. არ ვიცი კითხვა როდის შემიყავრდა ალბათ იმ მომენტში როცა "ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი" წავიკითხე თემა ასეთი იყო "წიგნები დღეს" თემატიკა კი წიგნის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. საერთოდ წერა ისე მიტაცებს ხოლმე რომ თუ რამე ჩემთვის მოსაწონს ვწერ აღარ ვუკვირდები ემთხვევა თუ არა კონკურსის კრიტერიუმებს ხოლმე. გუშინ იყო დაჯილდოვება 15 წუთი რომ აკლდა მაშინ მომწერეს მობრძანდით დაჯილდოვებაზეო შევხვდი ჩემ დაქალს(სინატ გახსენე =)) ) და გავაჩერეთ ტაქსი, ჩავსხედით თუ არა თავბრუ დაგვახვია მძღოლის ნასკებმა და ისეთი შემოვლითი გზებით მიგვიყვანა უი შემეშალა არ მიგვიყვანა კოლმეორნეობაზე ჩამოგვსვა რა უდნა აქვე ბიბლიოთეკა იქ ვეღარ ავალო =))) სასაცილოა პირდაპირ ტაქსი რომ ნახევარ გზაზე გაგდებს. რაც შეეხება კინოჩვენებას და დისკუსიას წიგნის თემაზე მე პირადად ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ეს "პაწუკა" ფილმიც რომელიც დავდე არ დაგეზაროთ ნახეთ. 
 მომეწონა ნოდარ ლადარიაც რომელმაც საკამოდ საინტერესოდ ილაპარაკა :) მოკლედ მონაწილეობას რომ ვიღებდი სულ დამავიწყდა იქამდე სანამ არ თქვეს გამარჯვეუბულებს გამოვაცხადებთო ... მესამე ადგილი სკოლის მოსწავლე ბიჭმა აიღო და აი მაშინ მივხვდი რომ ვერ გავიმარჯვე =)) იმიტომ რომ მომეჩვენა თითქოს იცნობდა გამომცხადებელი ყველა გამარჯვებულს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა უმშვენიერესი .. და უცებ ჩემი სახელი რომ თქვა =)) ელდა მეცა ელდა მეცა საერთოდ სასააცილო სიტყვაა მაგრამ აქ შეესაბამება იმიტომ რომ ის გოგო პირველად მყავდა ნანახი და აშკარად თვითონაც არ იცოდა მე რომელი ვიყავი =)) ხოდა აი ჩემი ნაწერიც თუ დაგაინტერესათ რომლის დამსახურებითაც საინტერესო საღამოზე აღოვჩნდი და საჩუქრებიც მივიღე :) 

"  ყოველწლიურად  წიგნების ფესტივალზე პერსონაჟები იყრიდნენ თავს და წელსაც კვლავ გაიშალა ლურჯი ხალიჩა, პერსინაჟებიც გამოჩნდნენ . პირველი ანტიგონეს ეტლი გაჩერდა , ოდნავ კაცური სიარულით გაიარა ხალიჩა, ერთი-ორ  ხნიერთაგანს ავტოგრაფიც მისცა. მას მიყვნენ ჰექტორი, აქილევსი, კირკე, ოიდიპოსი და სხვანი. შემდეგ ცხენიდან ჩამოქვეითდნენ ავთანდილი, სამი მუშკეტერი, დონ-კიხოტი, თამამად და ყიჟინით შემოიჭრა რობინ ჰუდი. მას მოყვნენ დედოფალი მარგო , ანა კარენინამ კარეტიდან ჩაფიქრებულმა გადმოაბიჯა და სწრაფადვე გაუჩინარდა , ლუარსაბი გარგანტუასთან ერთად მოაბიჯებდა, ჯაყოს ახლდნენ თეიმურაზი და მარგო მათ გამოჩენაზე ხალხი აზუზუნდა, ზოგი ჯაყოს უჭერდა მხარს ზოგი თეიმურაზს,  გამოჩნდა უცხოც, რომელიც ერთხანს სიგარეტს ქაჩავდა შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას თვალი გულგრილად მოავლო სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და უემოციოდ  გაიარა ყიჟინა. მას მოსდევდნენ მეფისტოფელი და მისი კონკურენტი ვოლანდი, შეკრებილები გაისუსნენ ზოგიერთი მათაგნის მობრუნებაც კი გახდა საჭირო ნიშადურით . დორეან გრეიმ ამჯერადაც დაიგვიანა სალონში პროცედურებზე შეფერხდა მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ მისი გამოჩენისთანავე აღნიშნა რომ ეს ამად ღირდა, დონ-ჟუანის გამოჩენას კი ქალთა კივილი მოჰყვა, დაცვას თაყვანისმცემლის „გატანაც“ კი მოუხდა.  მარგარიტა ჰარი პოტერს გვერდს უმშვენებდა ცოცხზე, მის თმებს ნიავი ჰაერში ათამაშებდა. თავისი მოტოციკლეტი მოაყენა ლიზბეთმაც, რომელსაც დრაკონის ტატუ მოეშიშვლებინა, პერსონაჟების ნაკადი არ წყდებოდა.
   უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ადგილები ასე განაწილდა: ლიზბეთი უცხოს და რავიკის გვერდით აღმოჩნდა , ჰარი და მარგარიტა ერთად დასხდნენ. დონ ჟუანს გვერდს მამა გორიოს ქალიშვილები უმშვენებდნენ. ხელცარიელი დარჩა ნიკო ლორთქიფანიძის პერსონაჟი მამა, რომელსაც ცოტა დააგვაინდა ფესტივალზე და იქ მისულს ლუარსაბის და გარგანტუას მოსუფთავებული სუფრა დახვდა . ჩხუბი მოუვიდათ ჰალეს და ალექსანდროს, რომლებიც ყველასგან გასაკვირად დომენიკომ გააშველა. 
   დარბაზი მხოლოდ მაშინ გაისუსა, როცა  სცენაზე მკითხველი გამოჩნდა, რომელიც არ ჩქარობდა კითხვის დაწყებას, მკითხველს ინტერესიანი თვალები ჰქონდა, გული აჩქარებით უცემდა, ცოტას ნერვიულობდა, ასე იყო წინაზეც და იმის წინაზეც, პირველ რიგში მას უნდა მოსწონებოდა, შეესისხლორცებინა, მისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო, თანამედროვე, მტკივნეული და სასაცილოც,ისეთი სადაც საკუთარ თავს დაინახავდა შეიძლება ბუნდოვნად მაგრამ მაინც, შეძლებდა ესწავლა რაღაც, ემსჯელა, ეკამათა, განეცადა განუცდელი სიტყვებად დაწერილი,მისთვის ეს უნდა გამხდარიყო სულიერი საზრდო, ყოფილიყო მომსწრე სხვისი ცხოვრების,უნდა გამოთიშვოდა რეალობას და ფანტაზიების სამყაროში გადაენაცვლა,ზოგჯერ მორიდებით გადაეშალა შემდეგი ფურცელი ზოგჯერ კი გიჟივით ჩაეთავებინა კითხვა, მას უნდა წარმოედგინა წიგნი, პერსონაჟი დამსწრეთათვის...
  ყველა იქ მყოფი შეკრებილი იყო ერთი მიზნისთვის , ერთი ინტერესის გამო, რომელიც ყოველ პესონაჟს თან ახლდა , განსაკუთრებით ღელავდნენ დონ ჟუანი და დორეან გრეი არავინ  იცოდა არც დამსწრეთაგან  არც
მკითხველთაგან და არც თავად ავტორმა , თუ როგორი პერსონაჟის გამოჩენას უცდიდნენ სცენაზე, ვინ იქნებოდა ის ახალი, რომელიც ან დაჩრდილავდა იქ მყოფთ ან მათ ჩრდილ ქვეშ მოექცეოდა. როგორი ხასიათი ექნებოდა, ვის  დაუმშვენებდა გვერდს შემდეგ ფესტივალზე. ყველას აინტერესებდა ვინ დაიპყრობდა მკითხველის გულს, როგორ გავლენას მოახდენდა მის ცხოვრებაზე, შეხედულებებზე.  
  ამ დაძაბულობაში იბადებოდა ახალი პერსონაჟი, გმირი, რომელიც თავის დებიუტს უცდიდა შავ ფურცელზე მყოფი , რომელსაც ავტორი ჯერ კიდევ მაკიაჟს უკეთებდა, ყალიბში ასხავდა, ხვეწდა, თავიდან იწერდა..."

თაკომე

Комментариев нет:

Отправить комментарий