Monday, July 16, 2012

წამო გადავხტეთ...

   "მამა, ხო იცი მაღლივითან ხიდი როა, იქიდან რო ხტებიან რა... გოგო და ბიჭი გადახტა თოკით და გაუწყდათ" -შემოყო მამაჩემმა ჩემს ოთახში თავი და მითხრა. მოულოდნელობისგან არც კი ვიცოდი რა მეგრძნო და ყველაზე ცუდი რეაქცია მქონდა. ძალიან ცუდი.
ესეთი რაღაცები წამში მავიწყდება ხოლმე. ჩემი ტვინი (და გულიც) ესეთ ინფორმაციას ავტომატურად ბლოკავს. გავაგრძელე მეცადინეობა და სულ არ დავფიქრებულვარ იმაზე,რომ... აი იმაზე, რაზეც ეხლა ვილაპარაკებ. გავაგრძელე მეცადინეობა და დაღლილმა სოციალურ ქსელს მივაშურე, სადაც ეს სტატია ვიპოვე. და ეხლა უკვე ტვინის ავტომატური რეჟიმი გამორთული მაქვს.
   ბოდიში, მაპატიეთ,რომ ამაზე უნდა ვილაპარაკო. გულით ვნანობ და მინდა რომ არავის დავუმძიმო გული,ახლა,როცა სიტყვები სრულიად ზედმეტია და უადგილო. არ ვიტყვი,რომ უნდა გავმაგრდეთ და რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი. არ ვიტყვი, იმიტომ,რომ ესეთ წინადადებებზე გული მერევა და ვიტყვი რომ 
არ მიყვარს სიკვდილი. 
მძულს სიკვდილი!
ვის უყვარსო ეხლა იკითხავთ და მართალიც იქნებით, მაგრამ აი მინდა და ვამბობ,რომ არ მიყვარს. 
მეზიზღება.
თანაც ასეთი. უჩვეულოდ რომ გაწყვეტს კბილებით ადამიანის სიცოცხლეს, თითქოს უმ ხორცს გლეჯდესო. და ამას ისეთი ხმა აქვს, თითქოს ყურებს replay ღილაკზე დაეჭირა და ვეღარაფრით გამოურთავს. 
თითქოს მესმის იმ თოკის გაწყვეტის ხმა და თმის თითოეული ღერი ყალყზე მიდგება.
   ახალგაზრდების სიკვდილებზე ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე.  ერთხელ ჩვენმა სკოლელმა თავი მოიკლა, არც ვიცნობდი ისე დამწყდა გული. ჩემთვის. 
ვიფიქრე გაზაფხულს ვერ მოესწრება-მეთქი და გამახსენდა გაზაფხულის თბილ დღეს ასფალტზე ყვავილები რომ ყრია ხოლმე. 
სიკვდილზე წერა არ მიყვარს არადა. ძირითადად ამ თემას მგონი ისინი ეხებიან,ვისაც არ ადარდებს მაინცდამაინც, აპათეტიკურებენ, გარდაცვლილს აღმერთებენ და ესე მგონია ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მე კი ეს ყველაფერი ხელოვნურად მიმაჩნია.ამიტომაც მინდოდა დღეს ამაზე არ დამეწერა. 
თუმცა.
ვწერ.
    ვერაფრით ვერ ვიშორებ თავიდან, ვერაფრით ვერ ვჩერდები. მახსენდება იმ ხიდზე როგორ ვმდგარვარ, როგორ ჩამიხედავს ქვევით და როგორ შევძრწუნებულვარ. 
  წარმოვიდგენ როგორ დგამენ ბოლო ნაბიჯს. როგორ აღწევენ იმ წერტილამდე,საიდანაც რეზინი უკვე ზევით უნდა ავარდეს და რა ამაზრზენია როცა ის ფხრეწის ხმა ისმის. ესე მგონია მაშინ ყველაფერი შეჩერდა. ჩიტების გალობა, ხალხის სუნთქვა, ნიავიც კი.  
  ესე მგონია მაშინაც კი ,როცა მიწამდე ბოლო სანტიმეტრები დარჩებოდა,იფიქრებდნენ ,რომ თოკი აი ახლა, აი ახლა ზევით ატყორცნით და ყველაფერი დამთავრდება,ავლენ ხიდზე და მერე მეგობრებს მოუყვებიან როგორი შეგრძნება იყო, რომ იფიქრეს რომ თოკი კინაღამ გაწყდა და  როდესაც ზევით დაიწყეს სვლა, როგოც მოეშვათ გულებზე.
  სულ თვალწინ მიდგას კადრი...თითქოს გაფუჭებული ფირიაო... 20 სანტიმეტრი მიწამდე და მერე ისევ უკან იხვევა, ზევით ადიან, მერე ისევ წინ იხვევა...ქვევით და ასე განუწყვეტლივ...
   ღმერთო, როგორ მინდა ამ ჩემი ნაწერით არავინ გავაღიზიანო...
ვინმემ ალბათ იფიქრა მასალა იპოვა და სვავივით მიაცხრაო.
არადა ერთადერთი რისი თქმაც მინდა ისაა,რომ გული მართლა დამწყდა. 
მე მჯერა,რომ სამოთხე არსებობს და დარწმუნებული ვარ ეს ორი ადამიანი სწორედ იქ მოხვდება.
   კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს მათი ახლობლების წინაშე, თუკი ეს ნაწერი წაიკითხეს და   ტკივილი გაუმძაფრდათ,უბრალოდ არ შემეძლო,რომ არ დამეწერა.  უბრალოდ მინდოდა მეთქვა როგორ ვწუხვარ...ეს იყო და ეს. 
ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ეს სიმღერა და სწორედ ეს გამახსენდა ახლა


p.s ვუყურებ ამ გოგოს სურათებს და ვერაფრით მოვწყდი. ისეთი ნაზი, სიფრიფანა და კეთილია,რომ ვერ ვჩერდები, ვუყურებ და ვუყურებ და ვატყობ ნელ-ნელა როგორ მომიცვა და ესე მგონია კიდევ დიდ ხანს გამახსენდება...




fიბი :|

No comments:

Post a Comment