Monday, December 10, 2012

კიმაგრამ iphone-ს არ სცივა?!

      ყოველთვის მეცინებოდა  ბლოგერები პოსტს მობოდიშებით რომ იწყებდნენ "დიდი ხანია არაფერი დამიწერია". არა, იმიტო კი არ მეცინებოდა რო სასაცილო იყო, უბრალოდ რაღაც საოცრად ემსგავსებოდნენ ხოლმე ერთმანეთს ეს ბლოგერები ჩემს თვალში და ახლა... მეც იგივე ფრაზა რომ უნდა ვთქვა თავს ნამდვილ ბლოგერად აღვიქვამ...
   ბატონო? ნუ ვბოდიალობ და საქმეზე გადავიდე??
   "საქმე" კი როგორც მიხვდით არ მაქვს, ვინაიდან და რადგანაც აგერ უკვე ერთი აბზაცი გამოვაცხვე ისე,რომ  არაფერი მითქვამს.


    ჩემი პირწიგნაკის ( ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ შრიფტის გადაყვანა და ინგლისურად წერა მეზარება, არადა ქართულადაც დაიწერება, მაგრამ პატარაობიდან არ მიყვარს ასო "ფ" რატომღაც... "ფ"ანტა... კა"ფ"ე... "ფ"ეისბუქი... აი მაინც ვთქვი!) სტატუსი დაახლოებით ასეთია... ( დაახოებით იმიტო, რო შესვლისა და გადამოწმების არანაირი ხალისი არ მაქვს) "საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა მობეზრდათ (ან აღარ იმყოფინეს) და ეხლა უკვე აი"ფ"ონების შემოსვაზე გადავიდნენ"... ბევრმა ალბათ თავისი სნობი თავი დაინახა და იფიქრა... "მე რატო უნდა ვეგულისხმე რო?" და მშვიდად და  "დაუ-ლაიქ-ებლად" განაგრძო კედლის სხვა სიახლეების თვალიერება.    
     კარგი. გასაგებია,რომ არ გსურთ თქვენი საყვარელი ელექტრონული მეგობარი გაიკაწროს, მაგრამ რა საჭიროა ისე "გამოაწყოთ", რომ ჩემნაირ ადამიანებს გულის შეტევა  მოუვიდეთ? ჯერ იყო და ( რა გაბრაზებული ბებიის ტონი მაქვს არა? ) რაღაც 3 მეტრიან- ყურებიან რეზინაში გაახვიეთ, (ან ჯიბეში როგორ გეტეოდათ) ეხლა კიდე ზოგი საროვსკის თვლებით გაწყობილ "ჩასაცმელსაც" არ იშურებს. მე არც აი"ფ"ონი მაქვს და არც მითუმეტეს მისი შესამოსელი, მაგრამ ძალიან (მერწმუნეთ ძალიან) დასვენებული ვარ თქვენნაირი უაზრობებით რო არ მაქვს თავი გამოტენილი (ჩემნაირი უაზრობებით მაქვს გამოტენილი და იმიტომ) და მიხარია,რომ თქვენნაირი არარსებული საზრუნავები არ მბოჭავენ... ეხლა გამოდის რო ძალიან ვიღრინები, მაგრამ ღამის 2-ის ნახევარია (აგერ უკვე ლამის) და ეტყობა ძალიან მეძინება. 
     არ ვიცი, მე სულ მგონია,რომ ასეთი საზრუნავებით დამძიმებულმა ადამიანებმა არც ავისუფლება იციან, არც ბედნიერება... მოვა ერთი რაიმე "უკან ბუმბული" ტრენდი და ის შებოჭავს, მერე იმას გადააგორებენ და ახალ მოდის... კიდევ უფრო აბსურდული... სულ ის ფრაზა მახსენდება " ადამიანებს უნდა უყვარდეთ ადამიანები და იყენებდნენ ტექნიკას, მაგრამ იყენებენ ადამიანებს და უყვართ ტექნიკა"... ვეთანხმები და გული მწყდება. 
        ძაანაც არ გამიბრაზდეთ, ზოგი მართლა ძალიან კრეატიული და "საკაიფო" ჩასადებია, თანაც სავსებით გასაგებია, ადამიანი ყოველთვის ინდივიულიამიზმისა და სილამაზისკენ რომ მიილტვის,  მაგრამ მე ძირითადად იმაზე ვღიზიანდები ეს "ჩაცმა-გახდა" მანია როა გავრცელებული და ეპიდემიასავით რომ მოედო მთელს მსოფლიოს. "ჩაცმა ჩაცმისთვის" რომაა და არა საკუთარი პიროვნებისა და ინდივიდობის ხაზგასმის ერთ-ერთი დამხმარე ასპექტი. 
        და რამდენი გაამდიდრა ამ ეპიდემიამ? ჰმმ...             

                                                                         მუდამ თქვენი გულდაწყვეტილი fიბი

2 comments: