четверг, 31 января 2013 г.

კიმაგრამ იქნებ ვკვდები?!


     რა დამაწერინებდა, თუ არა მეცადინეობისგან თავის დაღწევის სურვილი?
ეჭვი მაქვს აქეთკენ ჩემ იშვიათი გამოსეირნების გამო, ყველა ჩემს პოსტს "მე მაპატიეთ" ელფერი დაჰყვება, მაგრამ პრინციპში სად მე და სად მაპატიეთ არა? ჰმმმ... ვზივარ საწოლში, ადგომის არანაირი სურვილი არ მაქვს და ჩემს საყვარელ რეიჩელ იამაგატას ვუსმენ ... მმ და ყველას გირჩევთ მომბაძოთ... ძალიან სასიამოვნო ვიღაცაა.. თბილია და რაღაცნაირად კარამელი აქვს ხმაში გამდნარი... ტექსტიც ისეთი კეთილია.. 
ვუსმენ და ამ სიმღერის რიტმში შემოდის ჩემში გაზაფხული, რომელიც გაგიკვირდებათ და კალენდრით 1 თვეში უნდა მოცუნცულდეს. 

      




     ჰოდა. გუშინ დაახლოებით 10 საათზე სახლში რომ ვბრუნდებოდი ერთ აფთიაქში ვაპირებდი შესვლას თმის ბალზამი და სახის კრემი უნდა მეყიდა ( ამას იმიტომ კი არ ვაკონკრეტებ, რომ გითხრათ რომ "თავს ვუვლი" და რაღაც, უბრალოდ იმის თქმა მინდა  რამე გადაუდებელი არ მჭირდებოდა-მეთქი) შევდივარ ამ აფთიაქში,რომელსაც არც "ღია" აწერია, არც "დაკეტილია" არც "შენ შემოგევლე" და არც "წატი შენი"... შევდივარ, შამპუნის განყოფილებისკენ მივიწევ და ყურების ყურსასმენებისგან გათავისუფლებისთანავე მესმის ღრიალი "დაკეტილიაააააა!!!!!!!"  კუდამოძუებული ლეკვივით გამოვედი, კართან "ბოდიში"-მეთქი ჩავიბუტბუტე და ისე. მოვდივარ გზაში და მოვბუზღუნებ... " კიმაგრამ იქნებ  ვკვდები!"  მერე გამახსენდა, რომ აფთიაქებს ღამღამობით აქვს რაღაც სპეციალური სარკმელი, რომელთანაც ზარია,მიაჭერ და გემსახურებიან... ამ უკანასკნელზე მსგავსი არაფერი ყოფილა და კიდევ უფრო გავბრაზდი! " კიმაგრამ იქნებ მართლა ვკვდები?!" შემდეგ კიდევ თავში ზუსტად ასეთმა ფრაზამ გამირბინა და ისე ჩავუღრმავდი,რომ მგონი ნაბიჯსაც შევუნელე. "მე ვარ კლიენტი! მე ვყიდულობ ! ჩემზე არ უნდა ზრუნავდნენ?!" .. რა არის აქ ჩასარმავებელი? აფქიათია და უნდ ამუშაობდეს, ეს ხომ სავსებით ბუნებრივი ფრაზაა არა? საქმე იმაშია (აქ ძალიან მინდოდა გამეგრძელებინა "ჩემო მკითხველოთი'' :D ) რომ ესეთი კითხვა მარტო აფთიაქის გამო არ გიჩნდება ადამიანს.. უბრალოდ ყველაფერში, რაშიც ფული გეხარჯება მოითხოვ,რომ ვირაც გარკვეულწილად "გემსახუროს"..რატომაა მიჩნეული, რომ ვისაც ფული აქვს მხოლოდ იმისი ინტერესები უნდა იყოს დაცული და რატომაა, რომ პროტესტიც კი გიჩნდება, როგორცკი არ სრულდება რაღაც ისეთი, რაშიც შენ ფულს იხდი? რატომაა ფული ძალაუფლება?ვიცი,რომ არაფერს ვამბობ ახლა ისეთს,რაც სხვას არ უთქვამს, ან რაზეც თქვენვე არ გიფიქრიათ, მაგრამ მე იმას მინდა ხაზი გავუსვა,რომ ისეთ ადამიანსაც კი, როგორიც მე ვარ, ანუ ისეთს,რომელსაც მიაჩნია, რომ ფული არაფერს უწყვეტს, ესეთი ფარული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ. "რას ქვია! მე ვარ მომხმარებელი! კლიენტი! ჩემს თმას ბალზამი, ჩემს ფუმფულა ლოყებს კი დამატენიანებელი კრემი სჭირდება!"... სასაცილო კი ისაა,რომ არა არის აუცლებელი ფული ბევრი გქონდეს, საკმარისია ცოტა ფულიცკი, თავი სხვაზე მაღლა რომ დააყენო. თუნდაც არაცნობიერად და ეს მაღიზიანებს ზუსტად... რატომ ცამოყალიბდა მსოფლიიოს ასეთი "წესრიგი?" და რატომაა, რომ ეს "წესრიგი" ჩვენში ესე თავისუფლად, დაბრკოლების გარეშე შემოდის, ისე,რომ ვერც ვხვდებით და ჩვენც ამ "წესრიგის" გამტარები ვართ... დავდივართ ამ "წესრიგით" დამუხტულები ...სხვებსაც ვმუხტავთ  და ვიწამლებით. მე პირადად მოწამლული ვარ და თქვენი არ ვიცი... ესე მგონია ეს თანამედროვე მონობაა... თანაც ისეთი, რომ გაფიქრებინებს მე მაინც თავისუფალი ვარო... ჰმ. 

(p.s  ძალიან მინდოდა სურათები ქვევითაც ჩამომეწია მაგრამ ხანდახან ეს საიტი ჯიუტდება :| )  
მოწამლული fიბი

Комментариев нет:

Отправить комментарий