Thursday, April 3, 2014

მართვის მოწმობა

რამდენი ხანია მინდა დავწერო ჩემი და მართვის მოწმობის თავგადასავალი, მაგრამ დრო ვერ ვიხელთე. არასდროს მინდოდა რომელიმე მოდელის მანქანა მყოლოდა, აი განსაკუთრებით რომ უყვართ და ოცნებობენ, არც არასდროს მილაპარაკია, აი მე რომ მანქანა "მეყოლება". ვიჯექი გამოცდების შემდეგ კვლავ გამოცდების ციებცხელებით შეპყრობილი და გადავწყვიტე რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი "პრავაზე" სიარული. მივედი ვნახე ავტოსკოლა მომეწონა და მეორე დღეს გავეშურე დილაადრიან.


 ჩვეულებრივი დილა იქნებოდა ჩვეულებრივი პირველი გაკვეთილით რომ არა მე! რომელიც ზის ჯიპში ან მისთანა მანქანაში(ზემოთვახსენე ჩემი და მანქანის დამოკიდებულება)რომელიც ამაღლებულია და რომლიდანაც აქამდე ყოველთვის გადმოხტომით გადმოვდიოდი.... ვხედავ ავტოსკოლას, ავტოსკოლის მფლობელს, ჩემ მომავალ მასწავლებელს ვუახლოვდები მათ ვაღებ კარს,( სიო არ მიბერავს) ვდგავ ერთ ფეხს მექანიკურად მოყვება მეორეც ჩემი ტრაქტორი ფეხსაცმელები ეჭედებიან გადმოსასვლელს და ინერციით მივდივარ ბორდიულისკენ. კი სწორედ ასე ჩამოვედი მანქანიდან ოთხით! უკვე ჰაერშივე მეცინება და შემდეგ კაიხანს მახსენდება ჩემი ეფექტური გადმოსვლა რომელიც მასწავლებელლმა შეარქვა =)). ასე დაიწყო მართვის მოწმობაზე სიარული. თეორია არაა რთული ზოგი რამ ალოგიკურია მაგრამ რომ აგიხსნიან ყველაფერი ჩაგიჯდებათ რამდენჯერმე გადახედვა უნდა ერთი და იმავე ტესტს რომ თვალის მეხსიერებაც წაგეხმაროს გამოცდაზე ასე იყო თუ ისე თეორია პირვლეივე ცდაზე წარმატებით ჩავაბარე. აქვე უნდა მოვყვე ამბავი ჩემი და ჩემი მეგობრის( რომელიც ჩემთანერთად ეწამებოდა სწავლას) რუსთავში წასვლისა =)) ესეც ჩვეულებრივი დღე იყო არაფრით გამორჩეული რომ არა ბორბალი. მოკლედ მივდივართ მე და ჩემი მეგობარი რუსთავში მანქანით რომელსაც ჩემი მეგობრის მამა მართავს უკვე ქალაქიდან გავდივართ და ისე რომ არაფერი წინააღმდეგობა არაა გზაზე საბურავს რაღაც დაემართა (მე და მანქანები ხომ ვერ ვმეგობრობთ და არ ვიცი რა) მოკლედ ისე მოხდა რომ უსაბურავოდ დავრჩით =)) გზა მარშუტკით გავაგრძელეთ. 
წესი 1 - არ აქ მნიშვნელობა როგორი ქარია რუსთავში, არც იმას რომ ნერვიულობთ, თმა გაისწორეთ როდესაც სურათს გიღებენ თორემ გექნებათ ჩემნაირი სურათი მოწმობაზე =))
წესი 2 - ნამდვილად ყველა დაბღვერილი და უხეში იქ მუშაობს. აი ისეთები მე რომ მაქ ცუდი დღე შენ რატომ არ უნდა გქონდეს ვითომ? 
წესი 3 - არ გახვიდეთ პრაქტიკაზე ეიფორიაში მყოფი =)) 
 მე მექანიკას ვაბარებდი და 5 უფასო გასვლა ნამდვილად კარგი რამაა ამაში ახლა დარწმუნდებით.
გასვლა 1 - მივდივარ მანქანისკენ ხელშ მიჭირავს პირადობა ვამბობ თაკო არ დაგავიწყდეს რომ ღვედეი უნდა შეიკრა,მივარდება პირადობა, ვიღებ პირადობას უკვე აღარ მახსოვს რომ ღვედი უნდა შევიკრა, არ ვიკრავ ვღვედს =))ვქოქავ მანქანას სასწაულად უფრო სწორად მე უკვე მივგორავ, როდესაც მანქანას ვქოქავ(ამაზეც მაკლებს), ამ დროს ვეჯაჯგურები ღვედს, რომლის არ შეკვრამ უკვე დამაკლო ქულა. ვაჩერებ გარაჟთან.ვიხედები უკან ვითვლი ბოძებს მივდივარ ვიხედები გვერდზე სარკეში და ვხედავ რომ სარკე მოტყლეპებულია ჩემ დამკვირვებელზე =)) ვიბნევი. ვასწორებინებ სარკეს თუმცა მაინც ვასწრებ შეხვევას ცოტათ მიგორდება მანქანა კვლავ მაკლებს ქულას საბოლოოდ ვაგვირგვინებ იმით რომ ვეტაკები უკან ვისღა ახსოვდა ტორმუზი! გაგრძელება შემდეგ პოსტში....


თაკომე


No comments:

Post a Comment