Thursday, April 3, 2014

მართვის მოწმობა ნაწ. 2

  გასვლა 2 - რუსთავში სულ საშინელი ქარია, ისეთი რომ გაკანკალებს, თუ პირველ გასვლაზე არ მომიწია ლოდინი ახლა ბევრად მეტი ხალხი იყო ამიტომ დაახლოებით 1 საათი ვუცადე. არ ვიცი რატომ მაგრამ ადამიანი რომელიც გვერდზე გიზის ყოველთვის უჟმურია.არცერთ შენ კითვას არ უპასუხებს, ნუ რათქმაუნდა არ ვამბობ რომ გიკარნახოს მაგრამ რაღაც ძაან ისეთს რომ კითხავ აი მაგალითად: ეხლა ხმა მეტყვის გავაგრძელო თუ? არც კი შემოგხედავს ისე დაგიმარცვლის "ა რ ვ ი ც ი" ან " შ ე ნ რ ო გ ო რ ც გ ი ნ დ ა" ან "რ ა მ დ ე ნ ჯ ე რ გ  ი თ ხ რ ა გ ო გ ო ნ ი ა რ ვ ი ც ი" =)) მოკლედ არც ღირს მაგათთან ლაპარაკი.
  მივდივარ მანქანისკენ არ მივარდება პირადობა, ვიკრავ ღვედს, ვასწორებ სარკეს, ვქოქავ წესიერად ჩავდივარ გარაჟთან, კარგი დამკვირვებელი მიზის(კოჭებში ეტყობა)ვაჩერებ მანქანას, ვრთავ სიჩქარეს, ვიხედები ვითვლი ბოძებს ნელა ვწევ ფეხს რომ არ დამიგორდეს, არ მიგორდება. ვამჩნევ რომ წინ მივდივარ ვაჩერებ მანქანას. ვუყურებ სიჩქარეებს ვანეიტრალებს ვრთავ კიდევ, მაგრამ იგივე მეორდება კიდევ ვრთავ კიდევ იგივე მეორდება, კვლავ ვაშტერდები აშკარად ვერ ვაგდებ ვფიქრობ და უკვე ნერვები მღალატობს =)) ჩემ დამკვირვებელს თავი გვერდზე აქ გადაგდებული სახეზე უკმაყოფილობა ეტყობა. მიბრუნდება მეუბნება რომ დავწყნარდე და დავხედო და ისე გავაკეთო. მე უკვე კაი ხანია ვუყურებ მაგრამ არ გამომდის კვლავ წინ მივდივარ, გადის 10 წუთი და მე ისევ იქ ვდგავარ დამკვირვებელი მეუბნება რომ უნდა ჩამომსვას და რომ მთელი ცხოვრება იქ ვერ ვიდგებით ( =))) ) ქალის სასწაული ხმა მეუბნება რომ მე ვერ ჩავაბარე გამოცდა ამ დროს ნერვებდაგლეჯილი დამკვირვებელი მიყურებს და მეუბნება რომ "R"("ზადნის") მაგივრად მეორე სიჩქარეში ვაგდებდი. მთელი 10 წუთი ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი რომ მეორეში უნდა გადამერთო, "დაჟე" ლამის ვეჩუხბე რანაირი მანქები გყავთ გაფჭებულია თქო. ამას ქვია ტოტალური დებილიზმი =)) 

    მესამე გასვლამდე თადარიგი დავიჭირე და მივედი ჩემ პრაქტიკის მასწავლებელთან და გავაკეთე ყველაფერი კარგად! აქ კვლავ შემემთხვა კურიოზი, როდესაც გარაჟიდან გამოვედი სიჩქარე მესამეში ჩამივარდა პირველის მააგივრად და ზიგზაგი ასე გამოვიარე თურმე, მასწავლებელი გარეთ იდგა, რომ გამოვედი და ფეხი ავუშვი პედალს, აწყვეტილი წავედი =)) გაგიჟდა კაცი მესამით როგორ გამოხვედიო =))) მოკლედ, სასწაულები და ჩემი პრავა უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ.

   გასვლა 3 -  ეს ის გასვლათთაგანია როდესაც მესამეა და უეჭველი. მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში =)) არ ვიცი ამდენჯერ შავმა კატამ როგორ ჩამირბინა მაგრამ ... მივედი რუსთავში კვლავ ქარი იყო, ჩავჯექი მანქანაში 1 საათის შემდეგ . უნდა ვთქვა, რომ არ უყუროთ სხვებს რადგან ძირითადად ყველა იჭრება და ეგ გინდა აარ გინდა ცუდად მოქმედებს. არც ახლა დამავიწყდა ღვედი არც დებილიზმი არ დამმართნია.ახლა დამკვირვებელი საკამოდ ჩაფსკვნილი კაცი იყო და იმდენი ვიწრიალე სკამზე ბოძები რომ დამენახა, დამღალა.თუმცა გარაჯში შევედი კარგად, გავიარე ზიგზაგიც, ჩიხიც, რვიანიც და მაქ 100 ქულა უკვე ზიგზაგთან რომ ვიყავი მესმის ხმა რაღაც ტყაპუნი "ტაპტაპტაპტაპ" მეთქი რა ხმაა დავხედე ჩემი ფეხი კანკალებს =)) კი ვუბრძანე ფეხო გაჩერდი მეთქი მაგრამ არ უდნოდა და მოკალი. მოკლედ ასე მელოდიურად ვატარე მანქანა, როდესაც აღმართზე ავედი რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა სდექ ხაზზე ცოტა ადრე მომიხდა გაჩერება და დამაკლო ქულა. ამ კაცს რომ ვუთხარი ადრე გავჩერდი და იმიტომ თქო? ახლა არ უთქვამს არ ვიცი გოგონაო ახლა თითქოს კმაყოფილებით მითხრა დიახ! =)) ამასაც გავუმკლავდი და კარგად ავედი. რომ უხვევ ეგრევე შუქნიშანია ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ ავხედე შუქნიშანს და ვხედავ რომ ყვითელი ფერი ანთია, ვფიქრობ გავჩერდე? გავასწრო? არ მითხრან რას გონკაობ შვილოო. მოკლედ გადავწყვიტე გამეჩერებინა, გავაჩერე ხაზთან და ამ დროს მეუბნება ხმა თქვენ ვერ ჩააბარეთ გამოცდა არასწორი გაჩერების გამო.მგონი ასე არაფერი გამვკირვებია ცხოვრებაში,(ეს გაზვიადებაა)ახლა შემოგთავაზებთ მე და დამკვირვებლის დიალოგს.
მე: ხო სწრად გავჩერდი და რატომ?
ის:არ გაჩერდით სწორად 
მე: ხაზზე რომ არ ვარ გადასული
ის: გადადით და ნახეთ
მე გადავდივარ და ვხედავ რომ ჩემი ბორბლები აშკარად უკანაა
მე: უკან რომაა ბორბლები
ის: აბა გატყუებს გოგონი?!
მე: მე კი არ გეჩხუბებით!
ის: არც მე გეჩხუბებით!
მე: ხომ უნდა ვიცოდე რატომ?
ის:გოგონი კაპოტი მანქანის შემადგენლი ნაწილია.

ეს იყო და ეს ჩემი კაპოტი ხაზს შეეხო ...


გაგრძელება შემდეგ ..(ბოლო გაგრძელება იქნება)

თაკომე

No comments:

Post a Comment