ეს ციტატა გხვდება წიგნში, რომელსაც „საოცრება“ ჰქვია.
საინტერესო სიტყვებია იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა. მე ძალიან მომწონს.
წიგნის ავტორი რ.ჯ. პალაციო
რატომღაც კაცი მეგონა, ახლა მოვძებნე google
-ში და ქალი აღმოჩნდა. წიგნს კი ემჩნევა რომ ქალის ნაწერია, განცდილია სხვანაირად.... მაგრამ ჯიუტად მაინც კაცი მეგონა =)).
"Palacio was compelled to write Wonder after fearing that her younger son (who at the time was three years old) would react badly after noticing a girl with facial birth defects was sitting beside him as they were waiting in line to buy ice cream."
წიგნი პატარა ბიჭზეა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა
და დაიბადა ისეთი, როგორიც დაიბადა. ავგუსტის დანახვაზე ზოგი სარგადაყლაპულივით შეშდება, ზოგი კივილით გარბის, ზოგი კიდევ პოულობს თავის თავში ძალას და გაკვირვებას მალავს.
ეს არაა სტანდარტული თხრობის მანერა. საინტერესოდ წერს მწერალი. განახებს თითოეული პერსონაჟის თვალით დანახულ ავგის. თუ ერთ მომენტში შენთვის გაუგებარია რატომ იქცევა პერსონაჟი ასე, მწერალი მეორე მხირდან განახებს, იმას გიყვება რაც იმ პერსონაჟმა განიცადა.რაც წიგნს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
წიგნში ექვსი პერსონაჟის თვალით აღვიქვმათ სამყაროს.
წიგნში ექვსი პერსონაჟის თვალით აღვიქვმათ სამყაროს.