воскресенье, 1 мая 2016 г.

ზოოპარკი - პირველი სიუჟეტი



როცა გავიგე სიუჟეტი უნდა გადაგვეღო, პირველი ადგილი სადაც სიამოვნებით მივიდოდი ზოოპარკი იყო.
ერთ-ერთი კარგი, საინტერესო და უსაყვარლესი დღე გამოვიდა. აქაც ისე გადმოივიტან როგორც იმ დღეს ჩავიწერე.


"დღეს ძალიან, ძალიან კარგი და დადებითი დღე იყო. პირველი სიუჟეტი გადავიღე ზოოპარკზე. მზიასთან(ზოოპარკის პიარი) საუბრის შემდეგ ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ავედით იქ უნდა დაგვეცადა. კიბეები ათავებული არ მქონდა შავი თმების გორგალი გამოცუნცულდა ვიცანი, კარაკულა იყო! უსაყვარლესი აღმოჩნდა კარაკულა, უამრავი ვეფერე, ფეხებზე დამაწვა, ამომაბობღდა, ამომახტა ბოლოს ჩემ სავარძელშიც მოკალათდა. მოფერება უყვარსო... უყვარდა რომელია... მალე ჩვენი რეპოდენტებიც მოვიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი არ იყო და გული დამწყდა, სამაგიეროდ ისეთი კარგი, საინტერესო და დადებითი ადამიანი გავიცანი(ზოოპარკის დირექტორის მოადგილე) მთელი დღე მშვენიერ ხასიათზე ვარ. უამრავ თემაზე ველაპარაკე.სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით ზოოპარკში პაწუკა წიწილა დაიბადა (ვისი იყო ვერ გავაკვიეთ) ყვითელი ერთი ბეწო "წიპ, წიპ"-ს იძახდა მულტფილმის გმირს გავდა.

 აღმოჩნდა, რომ ცივეტა, რომელიც ზოოპარკში რამდენჯერაც არ მივედი,  იმდენი წრეებზე დადის, თურმე ბოლთას სცემს, არ იცის რა აკეთოს, თავის მეგობარს უცდისო ასე მითხრა ზოოპარკის დირექტორის მოადგილემ და ძალიან შემეცოდა . მერე ვკითხე აქ თქვენ, რომ საგანმანათლებლო ცენტრი გაქვთ რა ასაკის ადამიანები არიან მეთქი მეც მინდა თქო. ჯგუფებად იყოფიანო და რომ გადანაწილდებით 7 წლის ასაკის ბავშვებთან იქნები და რავიციო თუ შენთვის პრობლემა არააო=)) მეთქი არაა პრობლემა ჩემ თანამოაზრებს მოვიყვან თქო დამპირდა წავიდეთ და ვკითხოთ ვინც კურირებს მაგასო მაგრამ მერე გადაგვავიწყდა...
გავიგე რომ დიკდიკი მოკვდა და მისი ადგილი ახალმა თუთიყუშებმა დაიკავეს . ბატონმა დათომ(დირექტორის მოადგილე) ფრინველების მომვლელი ჩაგვაწერინა საკმაოდ კარგი მოსაუბრე კაცი, რომელიც ინტერვიუს მერე გამოვიჭირე და ჩემ თუთიყუშზე ვკითხე უამრავი რამ და კარგი რჩევებიც მივიღე. 
  ბეგისთან რომ შევვედით აუზში იწვა და ტივტივებდა, რამდენადაც შეუძლია იტივტივოს 2 ტონა მასას. მერე ბოსტნეული აჭამეს და უზარმაზარი ხახა გააღო . ღორმუცელას პირში დაუღეჭავი და ნახევრად დაღეჭილი ხილი ეყარა. უსაყავრლესი სანახავი იყო. ახალ ჩამოყვანილ აქლემთანაც მივედით და ხელიდან სტაფილოები ვაჭამეთ , უზარმაზარი კისერი კიდე უფრო დაიგრძელა და თბილი დრუნჩით წამში ჩაახრამუნა ჩვენი სტაფილოები. მერე ვირებიც შეგვეცოდა, რომლებიც აქლემთან აეტუზნენ და იმათაც ვაჭამეთ.
 ხალხის გამოკითხვაც გვინდოდა ჩაგვეწერა, რა თქმა უნდა ყველამ უარი გვითხრა. ერთი კაცი გავაჩერე თუ შეიძლება ჩაგწერთ თქო და არაო, მეთქი არაფერი ისეთი არაა, უბრალოდ გვაინტერესებს თქვენი აზრით ზოოპარკი ამ ტერიტორიაზე უნდა დარჩეს, თუ უნდა გადავიდეს თქო , იმან კომენტარის ჩაწერა რომ არ უნდოდა, მოაღო პირი და უამრავი სისულელე ერთად თქვა. იმდენად უაზრობები იძახა ერთი სული მქონდა გაჩუმებულიყო იმიტომ, რომ დროს გვაკარგვინებდა „ახლა მე რა ვიცი სადაც უნდა იქ იყოს...< „ ასეთ სტილში და ბოლოს ჩასასუნთქად რომ გაჩუმდა კარგით მეთქი ვუთხარი.  უაზრო კითხვა გაქვთ და რა უნდა გიპასუხოთო დააყოლა და წავიდა - ისე გავმწარდი კინაღამ კოკა-კოლის ბოთლი ვესროლე თავში. ძალიან დიდი მადლობა, კარგად იყავით თქო ჩავუსისინე და ოფიციალურად შევიზიზღე. 
 პირველი სთენდაფი ნორმალური გამოვიდა !
 ტაქსში რომელშიც ჩავსხედით მძღოლი შემოგვიჩნდა, რომელი ტელევიზიააო, რომ ვეუბნებოდუთ უნივერსიტეტიდან ვართ ტელევიზია არაა თქო, მაგათ ვინღა უყურებსო გაიძახოდა... მერე მე ჩამწერეთო გაგვბურღა, რა თქმა უნდა არ ჩავწერეთ , მარშუტი თბილისი ზოოპარკიდან, თბილისის ახალ ზოოპარკამდე იყო. იქ მისულებს უზარმაზარი ტერიტორია დაგვხდა, რომელიც თუ გაკეთდება მართლა ძალიან, ძალიან კარგი იქნება. ბოლო სთენდაფის დროს წვიმა წამოვიდა, ქარმაც ძალიან დაუბერა და მოკლედ გამოქცეულზე ჩავწერეთ. მაგრამ ვის ახსოვდა სიუჟეტი იმდენად კარგი დღე იყო."



Комментариев нет:

Отправить комментарий