Thursday, May 12, 2016

“იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა“


ეს ციტატა გხვდება წიგნში, რომელსაც „საოცრება“ ჰქვია. საინტერესო სიტყვებია იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა. მე ძალიან მომწონს.
წიგნის ავტორი რ.ჯ. პალაციო რატომღაც კაცი მეგონა, ახლა მოვძებნე google -ში და ქალი აღმოჩნდა. წიგნს კი ემჩნევა რომ ქალის ნაწერია, განცდილია სხვანაირად.... მაგრამ ჯიუტად მაინც კაცი მეგონა =)).
"Palacio was compelled to write Wonder after fearing that her younger son (who at the time was three years old) would react badly after noticing a girl with facial birth defects was sitting beside him as they were waiting in line to buy ice cream."
წიგნი პატარა ბიჭზეა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა და დაიბადა ისეთი, როგორიც დაიბადა. ავგუსტის დანახვაზე ზოგი სარგადაყლაპულივით შეშდება, ზოგი კივილით გარბის, ზოგი კიდევ პოულობს თავის თავში ძალას და გაკვირვებას მალავს.
ეს არაა სტანდარტული თხრობის მანერა. საინტერესოდ წერს მწერალი. განახებს თითოეული პერსონაჟის თვალით დანახულ ავგის. თუ ერთ მომენტში შენთვის გაუგებარია რატომ იქცევა პერსონაჟი ასე, მწერალი მეორე მხირდან განახებს, იმას გიყვება რაც იმ პერსონაჟმა განიცადა.რაც წიგნს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
წიგნში ექვსი პერსონაჟის თვალით აღვიქვმათ სამყაროს.
აღსანიშნავია რომ, იმ ერთ პერსონაჟზე, რომლის თვათახედვითაც არ ჩანს ავგი, რ.ჯ პალაციომ ცალკე წიგნი დაწერა "The Julian Chapter". ავტორის თქმით ყველას აქ რაღაც ისტორია მოსაყოლი , ჯულიანს კი ნამდვილად ჰქონდა თავისი ისტორია მოსაყოლი.

"საოცრება" ერთ დღეში წასაკითხი წიგნია, რომ არ მოგეშვება, მარტივად რომ შემოგეკითხება და 
აგაფორიაქებს.


"It's not enough to be friendly. you have to be a friend."
ეს არის წიგნი სიკეთეზე, რომელიც გადამდებია. საკუთარ თავთან ბრძოლაზე, სირთულეებზე, რომელიც ცხოვრებაში გვხდება და მეგობრებზე.
P.s "საოცრების" ყველა თავს დასაწყისში წამძღვარებული აქვს სიმღერა, ან ციტატა.
ერთ-ერთი სიმღერა რომელიც წიგნშია



თაკომე

No comments:

Post a Comment