Saturday, November 11, 2017

ერთხელ ბერლინში ჯესისთან

ჩემი და jessie j ის სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. Jessie j -ს კონცერტი ბერლინში 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიგეგმა. იმ წუთში ვიყიდე ბილეთები და მე და ნიკო უკან მოუხედავად გავეშურეთ ბერლინის 2 დღიანი ტურისკენ. ბევრი ამბობს ერთ დღეში რა უნდა ნახო და ა.შ. ჩემი აზრით ერთ დღეში ბევრი რამის ნახვაა შესაძლებელი. მითუმეტეს თუ წინასწარ გათვლი ყველაფერს და გეგმა გექნება. ჩემი სია ასე გამოიყურებოდა : Brandenburg gate, Berlin cathedral church, Holocaust memorial, Reichstag building, Alexanderplatz, East side gallery, Gendarmenmarkt, pergamon museum.


აქედან მხოლოდ  Berlin cathedral church, და pergamon museum ვერ ვნახე თუმცა დამატებით Kaiser Wilhelm Memorial Church და Victory Column ვნახეთ.
ბერლინი მკაცრი ქალაქია. მართალია  საკმაოდ ლამაზი მოხატული კედლები ბევრგანაა, მაგრამ იერი მაინც ასეთია. ნაცრისფერი შენობები ალბათ დიდ როლს თამაშობენ ამაში. 
ბერლინი რომ მკაცრი ქალაქია ამ პატარა მაგალითშიც ჩანს, ჩიტებს არ წყალობენ. ჩიტივით თავისუფალი ალბათ ამ ქალაქს არ ერგება იმიტომ, რომ ყველგან შენობის გამოწეულ კიდეებზე, რაფებზე, სტენდებზე სადაც კი ჩიტს დაჯდომა და სულის მოთქმა შეუძლია ნემსივითაა ამოწეული რკინები, მიზეზი ალბათ ისაა, რომ არ დაასკინტლოს, თუმცა ჩიტის სკინტლზე ცუდი სანახავი ეს ამოშვერილი რკინები უფროა ჩემთვის.

ვფიქრობ, ბერლინი ტურისტული ქალაქი სულაც არაა, იმას ვგულისხმობ რომ ძალიან გამიჭირდა რუკის მოძებნა და ყიდვა, ასევე სუვენირების მაღაზიებიც აქა-იქ იყო, მაშინ როდესაც რომი, ლონდონი, ბარსელონა საკმაოდ დატვირთულია მსგავსი მაღაზიებით.

მიუხედავად განწყობისა და შემართებისა ბერლინში მშვენიერი ამინდი დაგვხვდა როგორც წესი,  ოქტომბერში საკმაოდ ცივა. გამიმართლა, თბილი დუტის კურტკა რომელიც წავიღე სულ არ დამჭირვებია.



შემოდგომა ულამაზესია ბერლინში ისე არაა, როგორც თბილისში მეეზოვეები, რომ დაივლიან და მთელ შემოდგომას ნაგავში მოისვრიან. ჭრელაჭრულა ფოთლებს ხასხასა ფერი აქვთ, ქუჩაში მიმოყრილი მყვირალა წითელი და ყვითელი ერთმანეთში არეული საოცარ განწყობას ქმნის.



ქალაქში ბევრი რუსია, სასტუმროები რომელშიც ვიყავით (რატომ გვქონდა ორ დღეზე სხვადასხვა სასტუმრო მოყოლად არ ღირს) რუსები იყვნენ  მენეჯერები და სავარაუდოდ რუსი მეპატრონეც ყავდა, 
რადგანაც მომსახურე პერსონალიც რუსეთიდან იყო.

უგემრიელესი ლუდი warsteiner დავლიე პატარა სკვერში,  Café Moccas –ში. აქაც გავსინჯე მერე და სულ სხვა გემო აქვს სამწუხაროდ. 

ტკბილეულის არ ვიცი, მაგრამ სარდელი ქარით, რომელიც თითქმის ყველა კუთხეში იყიდება, საკმაოდ გემრიელი და ნოყიერია. სხვა უკვე გაცვეთილი სწრაფი კვების ობიექტის სტუმრობას, ჯობს მსგავს ადგილას ჭამოთ, უფრო იაფიცაა და გემრიელი, თუ რა თქმა უნდა ვეგეტარიანელი არ ხართ.
ბერლინში რაც ვნახეთ, დიდი გავლენა არაფერმა არ მოახდინა ჩემზე. ამ შემთხვევაში შთაბეჭდილება ზოგადად ქალაქმა შემიქმნა და არა იქ არსებულმა ცალკეულმა შენობებმა ან ისტორიულმა ადგილებმა.
ალბათ ერთადერთი ქალქია სადაც დავიკარგე. ისე არა რომ შემშინებოდა და ა.შ უბრალოდ უამრავჯერ ავირჩიე არასწორი გზა.  ძალიან დამღალა გაურკვევლობამ, ასე იაპონიაშიც არ დამმართნია. ყველაფერი კი რუკის არ ქონამ განაპირობა.

ჯესის კონცერტზე 40 წუთით ადრე მივედით მეგონა ბევრი ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ შევცდით რიგი კუთხეს იკეთებდა, ტყდებოდა და ისევ უკან მოდიოდა სადღაც 300 კაცი იქნებოდა ჩვენ წინ. მერე უცებ ვიღაცამ დაიკივლა ჯესის მოკრა თვალი და რიგიც კივილს მიჰყვა, სულ ტყუილად იდგნენ 1 საათით ადრე.  გერმანია და რიგში დგომა იძახე შენ და ორი ქართველიღა დავრჩით რიგში ბოლოს სულელებივით, ინერციით აქაოდა გერმანიაოო.
ჯესი, რა თქმა უნდა ისეთივე მაგარია ლაივში როგორც ისე, ყველა ის სიმღერა იმღერა რაც მინდოდა. თავიდან ბოდიში მოიხადა ხმა დაღლილი მაქვსო, ხმის არ ვიცი და ისე თვითონ კი იყო „მოტეხილი“ თავიდან, მერე ამოიქაჩა, ჯესიც ადამიანია, რას იზავ ბევრი კონცერტი აქ, გადაიღალა, არ ვბრაზობ. ძაან ბევრი ილაპარაკა ცხოვრებაზე, რატომ აიღო ტაიმაუტი და იმაზე, რომ ბევრი უნდა იშრომო მიზნის მისაღწევად. აუდიტორიასთან ქონდა კონტაქტი მუდმივად. ბევრს ხუმრობდა, რაღაც გრძელი ზედა ეცვა და აეწია და უკანალი გამოუჩნდა და კულისებიდან ვიღაცამ დაუძახა, რომ გიჩანსო გაისწორეო, მოკვდა სიცილით, სულ such a gentlemen ეძახა.

გერმანიაში არ გამისინჯავს ტკბილეული, რაღაც ისე მოხდა რომ ვერ დავემთხვიეთ მე და მაკარუნები ან კრუასანები ერთმანეთს და გადავწყვიტე აეროპორტში მეჭამა რამე ტკბილი. ბლითივით რაღაც დავინახე ზემოდან ქოქოსებივით ქონდა მოყრილი, საკმაოდ დიდი იყო და ერთი ავიღეთ, რა თქმა უნდა პირში პირველმა მე გავიქანე და ენიდან რომ წავიდა ბურძგლები მიწას დაენარცხა და ისევ ამობრუნდა, ტვინში სისხლი ჩამექცა ისეთი მარილიანი აღმოჩნდა. მე რომ მეგონა ქოქოსის ფანტელები მთელი გროვა ზღვის მარილები ყოფილა. ასე უზრდელურად ცხოვრებაში არ გადმომიფურთხებია პირიდან საჭმელი, როგორც ბერლინის აეროპორტში.


ბერლინი ნამდვილადაა ერთ-ერთი ყველაზე ველოდამოკიდებული ქალაქი. ამდენი ველოსიპედი არსად მინახავს, არც ველოსიპედების ამდენი ვარიაცია, ურიკებით, ეტლებით, ბავშვის დასაჯდომი კალათებით და ა.შ.
ერთი უცნაურობა ისაა რომ მარკეტები საკმაოდ იშვიათად გხვდება ქალაქში.
ბერლინიდან ჩამოტანილ სიაში კი ერთ მაიაკა, ველოსიპედის ნასოსი, ჩიას თესლი და თუთის ჩირია. გემოვნებაზე არ დაობენო ამაზეა ნათქვამი.


wizz air -ით ფრენასა და ქუთაისის აეროპორტს რაც შეეხება, იაფი ნამვილად ჯდება თუ ადრე იყიდი ბილეთს, მაგრამ ასე მოკლე დროით როდესაც მიფრინავ საკმაოდ დამღლელია თბილისიდან ჯერ იქ ჩასვლა, მერე ლოდინი და მერე კიდევ ფრენა და მერე მთელი დღე კიდევ წინ. 

თაკომე

1 comment:

  1. Strange "water hack" burns 2lbs overnight

    More than 160000 men and women are utilizing a easy and secret "liquids hack" to drop 2lbs every night while they sleep.

    It is effective and it works with anybody.

    Here's how to do it yourself:

    1) Go grab a clear glass and fill it up with water half full

    2) Now learn this strange hack

    so you'll be 2lbs skinnier when you wake up!

    ReplyDelete