Tuesday, August 29, 2017

ყვავილები ელჯერნონისთვის - დენიელ კიზი

  "ყვავილები ელჯერნონისთვის" 1958 წელს დაიწერა. ავტორი დენიელ კიზი ამერიკელი მწერალია, მან აღნიშნული ნაწარმოებისთვის მიიღო  "Hugo Award"-ი, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ ფანტასტიკის, ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაში.
 "ყვავილები ელჯერნონისათვის" -  გონებრივად ჩამორჩეილი ჩარლი გორდონის დღიურია, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს იყოს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე არის. თითქოს ჭკუა მას მისცემს ყველაფერს რაც აკლია, განსაკუთრებით კი დედის სიყვარულს. სწორედ ეს სურვილი განაპირობებს, იმას რომ ჩარლი სხვებისგან განსხვავდება, ამიტომაა, რომ მას გამოარჩევენ და გაუკეთებენ ოპერაციას, რომელმაც მისი IQ საგრძნობლად უნდა აწიოს. ელჯერნონი კი თაგვია, რომლესაც ეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და გონებრივად ჩარლიზე განვითარებულია.
 წარმოიდგინო საუთარი თავი სხვის ადგილას, არაა მარტივი, მითუმეტეს არაა მარტივი დაინახო საკუთარი თავი სხვისი თვალით. ჩარლი კი ოპერაციის მერე სწორედ ასეა. ჩარლი განყენებულია
საკუთარი თავისგან,  მაგრამ ისევ ის პიროვნებაა, რომელიც ოპერაციამდე იყო. პიროვნება რომელსაც ვერ ხედავდნენ, ან არ უნდოდათ მისი დანახვა.
   წიგნი გაუაზრებელ და გააზრებულ სისასტიკეზეა, რომელსაც ზოგჯერ ადამიანები უნებლიედ, ან გამიზნულად ჩადიან. 
  დენიელ კიზი მკითხველს ჩარლის გარშემო ატრიალებს, ჩარლის გრძნობები უცხო არაა, არც ის სიტუაციებია უცხო, არც მისი სურვილები.
  ალბათ, ნაწარმოები მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როდესაც ჩარლისნაირი პიროვნებების ცხოვრება ჩვენთვის ნაცნობი აღარ იქნება. როდესაც ადამიანი იქნება მთავარი ღირებულება და არა მისი IQ, როდესაც აღარ იქნება წინადადება "ჩარლი გორდონი ჩაატარე", როდესაც სხვების სიყვარულის და მეგობრობის მოსაპოვებლად არავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვცინონ.


Takome


1 comment:

  1. Use this diet hack to drop 2 lb of fat in just 8 hours

    More than 160 thousand women and men are using a simple and SECRET "liquids hack" to burn 2 lbs each night as they sleep.

    It is painless and works every time.

    This is how to do it yourself:

    1) Go grab a glass and fill it half glass

    2) Then do this amazing hack

    so you'll be 2 lbs skinnier in the morning!

    ReplyDelete