Monday, May 14, 2012

ალუჩლენდი (2)

)   რატომღაც შემოვედი და დარწმუნებული ვიყავი,რომ ნაწერი დამხვდებოდა (ჩემივე) არადა მერე გამახსენდა,რომ არც არაფერი დამიწერია. გასაოცარია პირდაპირ :)))
ამა წლის ამ თვის ამ პარასკევს მე, თაკომე და კიდევ ორი ჩვენნაირი (მარი და მზიკა) წავედით ჩემთან სოფელში. სოფელი ესე, მდებარეობს სიღნაღთან მოკლედ :)) სიღნაღი, მიუხედავად თავისი სილამაზისა თუ გარემონტებულობა-ლოყებშეფაკლულობისა ძალიანაც მოსაწყენი ქალაქი გახლავთ. იქ ან ჯვარი უნდა დაიწერო, ანდა იდგე და ხედები ათვალიერო, ანდა ჰო. კიდე მუზეუმია (მუზე-შემწვარი...მუზე-უმი) 
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ჯვარს არც ერთი ჩვენგანი არ იწერდა, ხედები და ნახატები კიდევ მილიონჯერ გვქონდა დათვალიერებული, ამიტომაც მხოლოდ იმით შემოვიფარგლეთ,რომ პოპულში რაღაცები ვიყიდეთ და.. და რა? ეგ იყო და ეგ.
   სახლში ჩასულებს დიიიიდი არა, მაგრამ დააახულული (თ  ეს სიტყვა აქამდე არ გაგიგიათ მით უკეთესი, იმიტომ, რომ ზუსტად რა ასოციაციაც გამოიწვია თქვენში აი იმას ასახავს, მაგრამ რატომ ჩავთვალე,რომ ვინმემ ეს სიტყვა არ იცის ეგ უკვე მმ, სხვა თუ არაფერი, საკითხავია მაინც...)ალუჩის ხე დაგვხვდა...
   ჩემი ალუჩა სხვათა შორის ძალიანაც ტკბილია, კბილების ე.წ მოჭრა თუ აჭრა თუ ჩაჭრა თუ მოკვეთა არ ახასიათებს და ამიტომაც იყო, რომ საუზმედ, სადილად და ვახშმად ძირითადად ალუჩა ჭარბობდა ჩვენი კვების რაციონში. 
რაღაც ეს პოსტი ზედმეტად გადაპრანჭული გამომდის. =)))
თაკომეს სურათების გადაღება კი უყვარს, მაგრამ უამინდობაც იყო ხოლმე და სიზარმაცეც და ამიტომ მაინცდამაინც ბევრი სურათი ვერ გადავიღეთ. (ეხლა ამ პოსტს თსუ-ს ბიბლიოთეკიდან ვწერ და სურათებს იმედია მერე ან მე, ან თაკომე დაამატებს )
თბილისის საქვეყნოდ (და არამარტო) ცნობილი წარღვნის დროს არც ჩვენთან ხდებოდა ნაკლები ვნებათაღელვა...
   p.s 
გაგრძელება სახლში...
ჰოდა როგორც გითხარით დიდი ვნებათაღელვა იყო ჩვენთანაც. იმ ას თუ არ ჩავთვლით,რომ მშობლები ყოველ სუთას რეკავდნენ და ცდილობდნენ როგორმე კატერი, ან წყალქვეშა ნავი მაინც გამოეგზავნათ ჩვენ დასახმარებლად და ჩვენი პასუხით (რომ საგანგაშო არაფერი იყო) კიდევ უფრო ფეთდებოდნენ (ოდეს ტყუილი ეგონათ), ჩვენ მაინც ასე თუ ისე დაძაბულები ვიყავით :D
   ღამე იყო და გარეთ ელავდა და ქუხდა და სახლში ოთხი თვალებდაჭყეტილი გოგონა ვისხედით (ნუ ზოგი წამოწოლილი იყო)... რომელიღაცამ წარმოთქვა ჭიშკარი რაღას ჩავკეტეთ მოძალადეს და ქურდს მოსვლა რომ ჰქონდეს დაგეგმილი, გადმოძრომით მაინც გადმოძვრება და მოდი კარი გავუღოთ, რაღას ვაწვალებთო...
აი აქ დაიწყო :D
   თითქოს 4-ვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის ის იყო ვინმე შემოგვივარდებოდა. (რის გამოც მარიმ ხერხი დაიდო სასთუმალთან :D) ეხლა მეცინება, მაგრამ იმ ავბედით ღამეს არც კი მერიმებოდა :D აი ორი კინკილა სურათი :D თქვენთი
ონაც იცით,რომ სურათებით ვერ დვაიკვეხნით... წავედი ალუჩას მოვიან...




   p.p.s სურათების ხარისხს არ ვიმჩნევთ :P


     fიბი

No comments:

Post a Comment