среда, 16 мая 2012 г.

ეჰ. ჩემი დათო ტურაშვილი


და სანამ მე ამ პოსტს ვწერ. ჩემი გოჭუნა ჭყივილით დარბის და დახტის საწოლზე ( და დიდი იმედი მაქვს,რომ ძირს არ ჩავარდება, ან თუ ჩავარდება... იმედია ვიპოვი :D)
დღეს არც ისე კარგი დღეა.
არადა ადამიანურად და თბილად და ბევრი სიცილით დაიწყო.
აი დღის მეორე ნახევარმა კი იმედები გამიცრუა...
5 საათისთვის პირველ კორპუსში დათო ტურაშვილთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. მისი ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და დათოს ნახვაც ყოველთვის მინდოდა. სამწუხაროდ აქამდე ვერც ერთ შეხვედრაზე ვერ მოვახერხე მისვლა და გული მწყდებოდა.


დღეს 5ის ნახევარზე მე და ჩვენი თაკომე უკვე 115 აუდიტორიის კართან ვიყავით დასკუპებულები. დათოს თურმე აგვიანდებოდა და დაწყება 6 საათამდე იყო გადადებული. 6ამდე ველოდე, სანამ ველოდებოდით, იქაურობა წუწუნით ავიკელი, ნეტა რაზე ვფიქრობდი, რომელიმე წიგნი წამომეო და ხელს მოვაწერინებდი-მეთქი. მერე წნევამ ამიწია და სახლში მომიწია წამოსვლა. თაკომეს ფურცელი დავუიტოვე ავტოგრაფი წამომიღე-მეთქი. (ავტოგრაფისტი არ ვარ, მაგრამ ეს ავტოგრაფი მინდოდა ბლოკნოტში რომ ჩამეკრა...) 
სანამ სახლში მოვედი საცობი და ხანძრიანი სახლი გამოვიარე (რის გამოც საცობი გაორმაგებული იყო) მოგატყუებთ, რომ ვთქვა ავტობუსში ადგილისა და ჰაერის ფუფუნება იყო-მეთქი. მაგრამ როგორღაც მოვახერხე და ჩემი პატივცემული უკანალი სკამზე ჩამოვდე. რის გამოც მერე ბევრი ბოდიშის მოხდა მომიწია "იცით, ძალიან ცუდად ვარ, თორემ ადგილს დაგითმობდით" (ახალგაზრდას ხომ დაღლა და ცუდად ყოფნა არ შეუძლია და თუ სკამზე დაჯდა ხომ უეჭველად უზრდელი,ანდა  ტყეში გაზრდილია არა?) " არა შვილო რას ბრძანებ"- შეიცხადებდნენ ბებოები და ბაბუები :D არადა გულში ფიქრობდნენ ეს არაადამიანი მშობლებს როგორ არხცვენსო..
სახლში მოვაღწიე, წამლები დავლიე და თაკომესა და მზიკას ველოდები შეხვედრის ამბები რომ მომიყვნენ და რაღაც არც ერთი გამოჩენილა აგერ უკვე თითქმის ერთი საათია და ეჭვი მაქვს ავტოგრაფებიც მარტო თავისთვის აიღეს...


                                         წნევიანი fიბი

Комментариев нет:

Отправить комментарий