Wednesday, May 23, 2012

რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანზე..

 გამიგია რომ ადამიანის შესაფასებლად ფეხსაცმელს უნდა დაუვირდე როგორი აცვია.. და რამდენჯერაც არ შემიხედავს იმდენჯერ არ მომწონებია ამ შემთხვევაშ გამოდის რომ ის ადამიანი. წარმოიდგინეთ გაიღვიძეთ დილით ძლივს აიზლაზნეთ რაც ხელში მოგვხდათ ის ჩიცვით ფეხზე მაინცდამაინც არ გაამახვილეთ ყურადღება ჩვეულებრივი ბოტასი ან კეტი ან სხვა რამე და გახვედით გარეთ იფიქრებთ რომ ვიღაცა მხოლოდ თვქენი ფეხსაცმლით იმსჯელებს თქვენზე? თქვენს პიროვნებაზე და არა იმდენად გემოვნებაზე...
ან მაგალითად არ გქონიათ ისეთი მომენტი როცა თვენთვის "ავტორიეტის" მქონდე ადამიანს განსხვავებული (ამ შემთხვევაში რადიკალურად) შეხედულება გასჩენია..ჰმ არამგონია ამის გამო გადაგყავრებოდათ... რატომ უნდა იმსჯელო ადამიანზე ერთი რამის მიხედვით .. შეხედე ამას რა საშინელი თმები აქ გეგონება 1 წელია არ დაუბანია ან შეხედე რა ფერები აცვია ან შეხედე რა სასწაული ჩანთა უჭრავს ..(ნუ მეც ხშირად მითქვამს ვაღაირებ)
მოკლედ არაფერი ხო? მაგრამ თითქოს ერთი რაღაცა საკმარისზე მეტია რომ ადამიანზე იმსჯელო და კაკ მინიმუმ დაასკვნა რომ შენ მასზე უკეთესი ხარ..
თუმცა მე (რადიკალურად) არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ შესაძლოა მხოლოდ ერთი ან თუნდაც რამდენიმე "რამით" იმსჯელო.. ვიღაც ბარსას ფანია ვიღაც ემინემს უსმენს ვიღაცას რემარკი მოსწონს ...
და სულაც რომ არაფერი ჩვეულებრივი ვაშლიც შიგნიდან ზოგჯერ დამპალია ხოლმე..და წარმოიდგინეთ რამდენი კარგად შეფუთული ადამიანი დადის
საერთოდ რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე დაწერა.. იმან რომ გუშინ ვარჯიშზე რომ მივდიდდი ერთმა გოგომ ჩამიარა და ხელში ალუჩებით გამოტენილი პარკი ეჭირა თან რაღაც წვენიც მიჰქონდა ..რატომღაც გადავწყიტე რომ აუცილებლად კაი ტიპი იქნებოდა... ალუჩა უყვარს და წვენი თქო =)) მერე ჩემ თავზე გამეცინა..
არადა რამდნეჯერაა როცა ერთი რამის გამო უყავრდებათ ადამიანი აი თუნდაც იმიტომ რომ კარგად მღერის ან ისეთი მწერალი ან მხატვარი მოსწონს რომელზეც შენ ჭკუა გეკეტება...
ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს იმას რომ ის ადამიანი კარგია .. ადამიანურია..


 "ერთი ნახვით სიყვარული" კი არა "ერთი ნახვით შეფასების არ მჯერა მე" ! =))


თაკომე

No comments:

Post a Comment