Sunday, October 28, 2012

"შემოდგომის ლეგენდა"

         მმმ შემოდგომის ელგენდაზე წინა წლიდან მოყოლებული ვიცოდი თუმცა მონაწილეობის მიღების სურვილი არ მქონია მერეე ერთხელაც მირჩიეს და გავაგზავნე რატომღაც მეგონა დღეებს დავითვლიდი სანამ ფინალისტებს გამოცხადებენ თქო მაგრამ არა ..მერე ვნახე რომ 196 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და უჰ შანსი არაა თქო გავიფიქრე მაგრამ ჩემდა გასაკვირად 10ეულში მოვხვდი. მმმ გამიხარდა რა თქმა უნდა მაგრამ შემეშინდა კიდეც "ემანდ" რამე სისულელ არ დავწერო თქო... მიერე მოვიდა 19 ოქტომბერიც რუგზაკ აკიდებული მივედი პირველ კორპუსთან არავინ იყო ჯერ არადა 10 აკლდა მძღოლი გამოვიჭირე და ფანჯარაში შევვუვარდი თქვენ მიდიხართ კახეთში თქო? შევიკრიბეთ და დავიძარით მმ როგორი წარმომედგინა შატო მერე და როგორი დამხვდა.. .მმმ მეგონა იქნებოდა რაააღაც ძალიან გრანდიოზული სურათებზე ასე ჩანდა და ჩავედით და პატარა კუსკუსა მყუდრო სასტუმრო დაგვხვდა პირვველ სართულზე  უუუამრავი ნივთით. მმმმ ჟიურის წევრები იყვნენ დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, სალომე ბენიძე, ივა ფეზუაშვილი(წინა წლის გამარჯვებული) და მაკა ლდოკონენი. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რა კარგი აურა და სიმყუდროვე იყო მაგრამ მართლა უუდიდესი პოსტი გამომივა ამიტომ ვიტყვი რომ ყველაფერი იყო იმისთვის რო კარგად გეგრძნო თავი პირველივე დღეს საღამოსვე ამოგვაღებინეს წერილები და გავიგეთთემა რაზე უდნა დაგვეწერა უმმმ როგორ არ მიყვარს როცა წერა მინდა და პასტა ხელში არ მაქ მეორე დღეს უნდა დაგვეწყო წერა და 8 საათი გვქონდა მმმ მე შემხვდა წერილი რომელიც ძალიან მომეწონა მაგრამ არ მინდოდა ბანალური სიყვარულის ისტორია დამეწერა ბევრი ვიფიქრე ღამეს და დილით აზრზე არ ვიყავი რა დამეწერა იმიტომ რომ უამრავი სიუჟეტი განმივითარდა გონებაში. აი წერილი..

თეონა დოლენჯაშვილის წერილი
 
აქ ჩემს სურვილს ვწერ „ ..... ............ ..... ....
..... ..... .............. .. ....... ....... ..... .......“
 ფურცელს ოთხად ვკეცავ და სასიყვარულო წარწერებით აჭრელებულ კედლის ღრიჭოში ვათავსებ. ისე რომ არც მზემ გაახუნოს, არც წვიმამ დაასველოს, არც ქარმა წაიღოს, ვიდრე მისი ასრულების დრო არ მოვა.
21.04. პარიზი. მონმარტი. სიყვარულის კედელი.

ქალაქის მთავარ მოედანზე ვარ. თაღქვეშ. ბაღში ატონიუმის უზარმაზარ თეთრ მოლეკულასთან ტურისტები ფოტოებს იღებენ. მე წერილს ვწერ:
 „... ..... ....................  ........................ .. .......... .......
.... ............................ ...... მერე  წმინდა მიხეილის ბარელიეფს ხელისგულს ვადებ, მისი ქვის გულისცემას ვუსმენ და იქვე ამოკვეთილ ძაღლსაც ვეფერები. ეს რიტუალია იმისთვის, რომ წერილში ჩაწერილი სურვილი ახდეს.
3.12.
ბრიუსელი. წმინდა მიხეილის კედლის ბარელიეფი.

თებერვლის ცივი ღამეა. ქალაქის მთავარი საათის ზარების რეკვას უსმენენ პრაღის დემონები და ანგელოზები. ხიდის ლამპიონები მდინარის ჩამუქებულ წყალს ჩრდილებს უცვლიან. ცაზე ხუთ ვარსკვალავს ვითვლი და ვფიქრობ, რომ სწორედ ისეთი ღამეა, როდესაც ხიდიდან გადააგდეს იან ნეპომუნცი, რომელმაც არ გათქვა აღსარების საიდუმლო და ამით გაადარჩინა სიყვარული. ფურცელზე წერილს ვწერ:
 „.... ......... ................ ..... ............... .....
...... ................ .......... .............. ...................... .....“ და ხიდის კედლის ღრიჭოში საგულდაგულოდ ვჩურთავ. ყინავს. სურვილების ჩაფიქრების ღამეა. ნეტა როდის დადგება ახდენის..
14.02.
პრაღა. კარლოვის ხიდი

ცხელა. ფეხით გამოვიარე ტროა, ეფესო, უძველესი ბიბლიოთეკა, ვნახე ქალაქის ნანგრევები, მანუსკრიპტები და იოანეს საფლავის ქვები. ახლა აქ ვარ, უამრავ ტურისტთა შორის. მათი ფურცლების, წერილების, სურვილების კორიანტელში. ყველა თავის ასახდენ ამბავს წერს. მე ისევ ჩემსას: „.... ......... ............... .... ........... .......... ............... ..... ...............
........ .... .................... ........ ........... „
და კედელს ვაბარებ. ამ კედლის ძირში მიიძინა ღვთისმშობელმა, რომელსაც ვუყვარვარ. ამ კედლის ცხელ ქვებში ბინას იდებს ჩემი წერილიც.
17.08. ეფესი.
ღვთისმშობლის მიძინების კედელი

ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც სურვილებს უკვეთავენ. სადაც მათ ახდენას ნატრობენ. ეს ბოლოა. ბეთლემი. რძის მღვიმე. სიჩუმეა. ისეთი სიჩუმე, სადაც ფიქრიც კი ისმის. არ მინდა ესმოდეთ, ამიტომ სურვილს სწრაფად ვწერ „....... ..................... ... ..... .... .. .. ............ .... .........
............ ... .. ... .. ..... .. ...... ............... .............. ...........“ და წერილს კლდის ნაპრალში ვმალავ. გაბარებ.
ვიცი, რომ ახდება. და მეშინია..
7.01. ბეთლემი. Milk Grotto"
          
მმმ დავჯექი 11ზე დასაწერად წარმოდგენა არ მქონდა რას ვწერდიი და დავიწყე წერა ... სულ სხვა სიუჟეტი დავწერე იქამდე რომ არც გამიფიქრია ისეთი და ერთ ამოსუნთქვაში მოვრჩი 12ისთვის უკვე დაწერილი მქონდა.. ჩავედი გავიარ-გამოვიარე ტურაშვილმა გვკითხა დაიწყეთ? მეთქი მე მოვრჩი და რიატო იჩქარეო ხოდა მერე ცოტა ეჭვი კი შემეპარა მაგრამ არაფერი შემიცვლია მმმ კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერით :) და ესაა მთავარი. გამარჯვება არ გაამარჯვება არ მაინტერესებს 
აი ჩემი ნაწერიც... 

                                   
                 “მრავალნაცადი წერილი ღმერთს“


  " ბებია ყოოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმესთან დალაპარაკება გინდა და არავინ გყავს, ღმერთს დაელაპარაკე მაგაზე შინაური არც მე ვარ და არც დედაშენიო.
     მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები ყველაფერი გულთან ახლოს, რომ მიაქვთ და მზად არიან ნებისმიერის მხარზე აქვითინდნენ. შარლოტა მქვია, ვიცი, ბევრი შარლოტაა, ამიტომ გეტყვი, რომ წაბლისფერი თმა მაქვს, კბილები ოღრო-ჩოღრო, ცხვირზე ცოტა ჭორფლი მაყრია და უცნაური აქცენტით ვლაპარაკობ.
    დღეს 21 აპრილია, სიყვარულის კედელთან ვდგავარ და ვაკვირდები ხალხს. ზოგს 4-4 წერილი მოაქვს, ზოგიერთს რიდით კუჭავს სიყვარულის კედელში. მე კიდევ აგერ უკვე სამი ცალი დავკუჭე და მოვისროლე. ძნელი ყოფილა დაწყება.
     მე ვიწყებ წერას:
  „ჯონათანი, ჯონათანი, ჯონათანი... სახელიც ისეთი აქვს, რომ გული სითბოთი მევსება. ჩვენი სოფელი ჯონათანისნაირებისთვის მზად არ იყო და როცა ჩამოვიდა, ყველა გოგოს ის შეუყვარდა. მეც ღმერთი არ გამიწყრა და თავდავიწყებით შემიყვარდა ჯონათანი. მას მერედიტიც კი ეკეკლუცებოდა, მერედიტს შავი მბზინავი თმა ჰქონდა და სოფლის საბჭოს წევრი იყო. სადაც არ გაიხედავდი მის ყალბ ღიმილს მოჰკრავდი თვალს...“
     სიყვარულის კედელი  ფერადფერადი ქაღალდებითაა სავსე. ყველას ასრულება სწადია. ჩემი წერილისგან თვითმფრინავს ვაკეთებ და ურეისოდ ვუშვებ.

     3 დეკემებერი
     ახლახანს ჩამოვედი, ქალაქიც არ დამითვალიერებია. ბაღში ატონიუმის უზარმაზარ თეთრ მოლეკულასთან ტურისტები ფოტოებს იღებენ. მთხოვეს და მეც გადავუღე ატონიუმის მოლეკულას, აპარატი ურცხვად ჩავაბარე და ხელით ვანიშნე ყველანი ბრწყინვალედ გამოხვედით და „ჩიიზიც“  ზუსტად კადრში ჩაჯდა თქო.
     მე ვიწყებ სასიყვარულო წერილის წერას:
„მე და ჯონათანმა ერთმანეთი ჩემს სოფელში გავიცანით. ჯონათანი იმ დროს 27 წლისა იყო მე 19-ის და როგორც ყველა გოგოს მეც თავდავიწყებით შემიყვარდა. ყოველ დილას წირვაზე ერთად დავდიოდით, უფრო სწორად ის მიდიოდა წინ და მე უკან უხმოდ მივსდევდი...“
   წმინდა მიხეილის ბარელიეფს ხელისგულს ვადებ, ქვის გულისცემას ვუსმენ და იქვე ამოკვეთილ ძაღლსაც ვეფერები. ეს რიტუალია იმისთვის, რომ სურვილი ახდეს.
    თუმცა წერილს ვკუჭავ და ბრიუსელის ქუჩაში ურცხვად ვაგდებ.

    14 თებერვალი
   პრაღა. ისეთი სუსხია ძვალგაყინული ხიდზე ვდგავარ და ხელზე ვიორთქლებ. უკვე ღამის პირველი სრულდება. ფეხების გასათბობად ვხტუნაობ, გამვლელები ფიქრობენ, რომ ტინგიცა ვარ.
    მახსენდება იან ნეპომუნცი, რომელმაც არ გათქვა აღსარების საიდუმლო და ამით გადაარჩინა სიყვარული.
    ვიწყებ წერას:
„მე და ჯონათანი ხშირად დავდიოდით ხოლმე ტბაზე და ბატებს პურს ვაჭმევდით. ჯონათანი მეჩხუბებოდა-მთელ პურს კი ნუ ისვრი, დააქუცმაცე და ისე ისროლეო. მე კიდევ მიკვირდა, რატომ მიცურავდნენ ხოლმე ბატები ჩემგან შორს...“
   სურვილების ჩაფიქრების ღამეა, ვიღებ წერილს ოთხად ვკეცავ და კედლის ღრიჭოს მაგივრად წყალში ვისვრი იანივით.

27 აგვისტო
   მზე ცის ჰორიზონტს გაუსწორდა, საშინლად ცხელა, ფურცელი ხელზე მეკრობა. ფეხით გამოვიარე ტროა და ეფესო. ახლა აქ ვარ ღვთისმშობლის მიძინების კედელთან. ყველა თავის ნატვრას წერს. მეც ვიწყებ:
    „ჯონათანი მდიდარი არ ყოფილა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ მასზე სიღარიბეს თავისი დაღი დაესვა. ყოველთვის ლაღი იყო და ეკლესიის გუნდშიც კი უკრავდა. მახსოვს როგორი სუნი ჰქონდა მის ტანსაცმელს, ეს უთოს სუნი იყო, ცხელი უთოსი.
    ჯონათანს დედმამიშვილები არ ჰყავდა. მე სამი და და ორი ძმა მყავს. ჩემი დები ნენსი და ელზა გათხოვილები არიან და შვილებიც ჰყავთ. აი, მაიკი...“
     წერილს ვკუჭავ და თავიდან ვიწყებ.
     „ჯონათანი პირველმა მე გავიცანი, ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოუთმენლად ელოდა გამვლელს, რომ კითხვა დაესვა. მე ნელ-ნელა ვადგამდი ნაბიჯებს, მინდოდა ჯერ შემესწავლა და მერე მერჩია რაიმე მისთვის. ყავისფერი ბათინკები ეცვა, თასმები უბრალოდ ჩაეჩურთა შიგნით. შავი ჯინსის შარვალი გაცრეცოდა და ფეხებთან უზარმაზარი ჩანთა ედო. რომ დამინახა სიხარულისგან შეხტა, ჩემს ნელ სვლას ვერ გაუძლო და თვითონ დაიძრა ჩემსკენ....“
      ამ კედლის ძირში მიიძინა ღვთისმშობელმა, რომელსაც ვუყვარვარ. წერილს ხელში ვათამაშებ, შუბლზე ცივი ოფლი მასხამს, ჩანთაში ვიდებ და კედელს ვუახლოვდები, უამრავ სურვილში ვირჩევ ერთს და იქვე ვუღებ სურათს, ისე რომ არავინ დამინახოს. შემდეგ მთელი ღამე ამ წერილს ვკითხულობ.

    7 იანვარი
     ბეთლემში ვარ ორი დღეა, თუმცა სასტუმროდან ფეხი არ გამიდგამს, ვფიქრობდი.
     დღეს გამოვედი პირველად ქალაქში, ცივა, ქუჩები დაორთქლილია. ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც სურვილებს უთქვამდნენ, სადაც მათ ახდენას ნატრობდნენ ეს ბოლოა.
   ვიწყებ სურვილის წერას:
„აი უკვე მერამდენედ ვიწყებ და ვიცი, რომ ბოლომდე ჩავალ. ჯონათანი ჩემს სოფელში, რომ ჩამოვიდა...“
    წერილს კლდის ნაპრალში ვმალავ, გაბარებ ვიცი, რომ ახდება და მეშინია... აგერ უკვე რამდენი ხანია ჯონათანი აღარაა ისეთი სახელი სხეულში სითბო რომ მეღვრება."

თაკომე



No comments:

Post a Comment