воскресенье, 3 февраля 2013 г.

"ოჰ! მოიცა ერთი! რა დროს ცხოველებია, ადამიანებისთვის ვერ მიგვიხედავს!"


 ეს პოსტი შეიცავს შემაძრწუნებელ სურათებს და არავის სუსტ გულს არ მოვუფრთხილდები იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეძრწუნდეთ! გაგაჟრჟოლოთ და იქნებ მერე მაინც მოხვიდეთ აზრზე!   ეს იქნება ყველაზე აგრესიული პოსტი ჩემი პოსტების, და თვთონ ბლოგის ისტორიაშიც და  გული ძალიან  მწყდება თაკომეს მშიდი და სასიამოვნო ნაწერის მერე მე რომ უნდა შეგაშფოთოთ და ჩემს მეგობარს საქმე წყალში ჩავუყარო, მაგრამ ისე ვარ გაბრაზებული, ცხოვრებაში რომ არ გავბრაზებულვარ! 

დღევანდელი დღე იმ შენაძენებით დაიწყო, წინა პოსტში, რომ ვერ შვიძინე... გაგრძელდა ლუკა პოლარეს უგემრიელესი ნაყინით და ბევრი სასიამოვნო რამით, რაც მოგონებაში დაილექება. მაგრამ დასასრული ჰქონდა ისეთი, ადამიანების მოდგმას რომ შეგაძულებს!!!
 მოვდივარ გორაზე და ვხედავ როგორ ამოვარდა დიდი სიჩქარით მანქანა, როგორ იღრინება მისი ძრავა და როგორ მირბის დამფრთხალი ფისო... ბორბლებს სანტიმეტრებით სცდება და რაღაც შესახვევს აფარებს თავს... ეს ფაქტი თავისთავად ამაზრზენია. "მიქრის ვიღაცა ტლანქი ამ თავისი მანქანით და ვერც ხედავს საწყალი კატა როგორ თავგანწირვით გარბის"-მეთქი ვფიქრობ და ცოტათი აღელვებული 
ვაგრძელებ გზას ( ცოტათი იმიტომ, რომ მაინც სიკვდილს გადარჩენილი კატა მახარებს!!!) ... რამდენიმე მეტრში კიდევ ვხედავ როგორ იკლაკნება რაღაც, და ვხვდები რომ ეს ის კატაა რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ აქვე კართან იჯდა ( როცა გორაზე ავდიოდი) ... გაჭყლეტილი კატები ბევრჯერ მინახავს, მაგრამ სიკვდილს არასდროს შევსწრებივარ. ცრემლები მომენტალურად მცვივა, თან გაოგნებული მაინც თვალს ვერ ვაშორებ. "იქნებ ეხლა ადგეს, გასწორდეს და ისევ იმ კართან დაჯდეს?" მაგრამ არც არაფერი. ფისო საწყლად იკლაკნება. თათებს ჰაერში ასავსავებს, თვითონაც ვერ ხვდება რა დაატყდა თავს და ბოლო ძალას არ იშურებს,რომ თავის სიცოცხლეს ჩაებღაუჭოს, ცოტა ხანში ეს აქტიური მოძრაობა ჩერდება და მარტო უკანა თათების რამდენიმე გაფართხალებაში გადადის და მერე ისიც წყდება... 
ჯერ ფისოს დატირება არ დამიმთავრებია, აქ უკვე მეორე ამაზრზენი მოქმედება იწყება. ჩამოდის ეს...  ( ვაიმე ცენზურა რომ არა!!!!!) ჩამოდის ეს მანქანა, გადმოდის ეს არაკაცი,(!) კატასთან ჩერდება... ორი გომბიო გადმოდის მასთან ერთად და სიცილ-წიკვინით "წუხს" :
-უიიიიიიიიი! მართლა გაგიტანია ბიჭო! (იწყებს ერთი)
- ვაიმე... ფუუუუ... არ მოკიდო ხელი არ მიეკაროოოო!!!! - ( არ აყოვნებს მეორე )

ისეთი ზიზღით ვუყურებ, აქამდე არავისთვის და არფრისთვის რომ არ შემიხედავს. მანქანას ვასწრებ... ცოტა ხანში მანქანა მასწრებს და ვხედავ როგორი გაოცებული თვალებით მიყურებენ ის ცანცარა, ცელულიტიანი ხეპრეები!  საშინელ სიტყვებს არ ვაყოვნებ და მანქანა თვალს ეფარება... მხოლოდდამხოლოდ ვხედავ მანქანის ნომერს, რომელიც 4 ასოსა და 4 ციფრისგან შედგება, თან წვრილად წერია და ვერაფრით ვიმახსოვრებ... 

მოვდივარ და წრამოვიდგენ, ამ საშინელ მანქანაში პირველი კატის გაჭყლეტიდან - მეორე კატის დევნამდე დაჯღერებულ ( გაწიკვინებულ) დიალოგს: 

- გოგოებო! აბა ამ კატას თუ გავიტან ( ანდა " გინდათ ეხლა ეს კატა გავიტანო?")
ამას მოყვება ნიშნის მოგებით " მიდი აბა?", ან " ოოო, მოიცა ერთი რისი გამტანი ხარ შენ?"  ამ ფრაზას მოყვება გაზზე ფეხის დაჭერა და გასისხლიანებული საბურავები. ( ისე გადაუარეს,რომ ვერც დაიჯერეს) , მაგრამ ამაზე არ წყდება "ასპარეზი" მანქანა ხალისით მისდევს მეორე ფისოს . . . 

 თანაც იმ კატას ვიღაც უვლიდა. იქვე თეფში იდო საჭმლით. და მიხარია,რომ ამ არაადამიანების სიძულვილში მარტო არ ვიქნები. 

ემოციებისგან თავი მტკივა. ამაზრზენია ასეთი ნაგვები ადამიანებს რომ უწოდებენ თავიანთ უტვინო თავებს და სადღეგრძელოებში "კაცობაზე" თავს რომ დებენ ! ! !  ( და სხვა რომ შეაქებს თავიანთ ქონიან ღიპზე ხელის მოსმით, რომ იფერებენ ) !!!!!!
 
ყველაზე ამაზრზენი კი იცით რა არის? ასეთი სიბინძურის ჩადენისგან მათი შეჩერება მხოლოდ ჯარიმას რომ შეუძლია.(და ისიც უხოეთში, თორემ , ჩვენ აბა გვეკადრება ასეთი კანონი?!) რა გულისამრევია საცოდავი ცხოველების სიცოცხლეს მხოლოდდამხოლოდ ამ "ადამიანების" ჟმოტობა რომ გადაწყვეტს !!! !!! !!!

თუმცა რაზეა ლაპარაკი?! ქვეყანაში, სადაც: " ოჰ! მოიცა ერთი! რა დროს ცხოველებია, ადამიანებისთვის ვერ მიგვიხედავს!" აზროვნება და მენტალიტეტია გამეფებული....

ვინც ახლა ამ პოსტის კითხვისას ანალოგიური გაიფიქრა, მეზიზღება, მართლა მთელი გულით მძულს და მის მაგივრად მრცხვენია .. 

fიბი.

Комментариев нет:

Отправить комментарий