вторник, 5 февраля 2013 г.

ფრანსუაზ საგანი

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 19 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამს?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

ეჭვი არ მეპარება ბევრი გადაახტა მის ბიოგრაფიის(ნაგლეჯს) თუ რა თქმა უნდა ბიოგრაფიის გამო არ შემოსულხართ.. საქმე იმაშია, რომ დამეწყო არდადაგები და გადავწყვიტე წამეკითხა რამე მსუბუქი, საინტერესო და გადავაწყდი ფრანსუაზ საგანის წიგნს (50 ტომში, რომ შედის იმას) შიგნით ორი "ნაწარმოები" დამხვდა "გიყვართ ბრამსი?" და "სალამი,სევდავ" რატომღაც ბოლოდან დავიწყე .. სახელი მომეწონა ალბათ ... მოკლედ დავიწყე "სალამი, სევდავ" რომელიც 19 წლის ასაკში დაწერა, რამაც გამაკვირვა ისე კარგად აქვს ყველა გრძნობა აღწერილი გგონია რომ თავადაც განუცდია იგივე არადა თავისი თქმით იმ დროს მი ბიოგრაფიაში მსგავსი არაფერი ყოფილა და რომ ყველაფერი თავად გამოიგონა."სალამი,სევდავ"თავიდანვე გითრევს და იქამდე არ გეშვება სანამ არ გაიგებ ფინალს. სესილი, მამამისი, ბოჰემის მოყვარული კაცი, რომელიც შვილის მეგობარი უფროა ვიდრე მამა და მისი საყვარელი ერთად ისვენებენ ზღვის პირას ..სიტუაცია მაშინ იძაბება როცა ჩამოდის ანა, დედამისის მეგობარი .. ანა არის განსახიერება მაღალი წრის ქალის, თავშეკავებული, გულგრილი, გაუთხოვარი,განათლეული, მკაცრი, წესრიგის მოყვარული ქალი...მისი ჩამოსვლის შემდეგ იწყება სასიყვარულო სამკუთხედი.წიგნში მძაფრადაა აღწერილი სესილის განცდები ანას მიმართ ზოგჯერ დაუნდობელი, ზოგჯერ თბილი დაბნეული, სესილისთვის ანა არის ადამიანი რომელიც ცხოვრებას მოუწესრგიებს კარგ წარმატებულ ახალგაზრდაზე გაათხოვებს, ამიტომ უკნა იხევს ებღაუჭება თავის ბოჰემურ, უზრუნველ, გიჟურ ცხოვრებას და მახეს უგებს ანას. მეტს აღარ მოვყვებით =))
"აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: სალამი,სევდავ!"


      რაც შეეხება მეორეს "გიყვართ ბრამსი?" არის წიგნი ქალზე(პოლი) რომელიც 39 წლისაა, ჰყავს საყავრელი როჟე, რომელიც ხშირად ღალატობს მას მაგრამ მაინც თავს ვერ ანებებს, და ახლაგაზრდა 25 წლის მდიდარ ბიჭზე, სიმონზე. აქაც იწყება სასიყვარულო სამკუთხედი. პოლს ეშინია მარტოობის უნდა რომ ვიღაცა ზრუნავდეს მასზე, ვიღაცას უყავრდეს ის, სწორეს ასეთია სიმონი რომელსაც მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია თუმცა პოლი მაინც არაა ბედნიერი...
   ფრანსუაზ საგანი, საკამოდ კარგად წასაკითხი მწერალი ქალია, მოულოდნელი ფინალით დაძაბული სიუჟეტით, კარგადა აქვს  გადმოცემული პერსონაჟის ხასიათები ... თავი რომ აღარ მოგაწყინოთ ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ გირჩევთ წაიკითხოთ დიდ დროს არ წაგართმევთ.

თაკომე

Комментариев нет:

Отправить комментарий