Monday, November 24, 2014

შემოდგომის მეგენდა 2014

 
   წელსაც გამიმართლა და წინა წლის მსგავსად ლეგენდაზე მოვხვდი. წინა წლის შეცდომებს აუცილებლად გავითვალისწინებ და წელს ისეთ ტექსტს შევქმნი, რომლისაც ისე ძალიან არ შემრცხვება,როგორც წინა საკონკურსო ნაშრომის – მეთქი. ჰოდა თავს შემოვუძახე. ვიცოდი წინა წლის ნაწერი ჩემი თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალი რომ იყო და წელს გადავწყვიტე ჩემი თავისთვის მეთქვა 'მიდი, შეძლებ"–მეთქი. ამისი თქმა ძალიან ხშირად დამჭირდა. ძალიან ბევრჯერ დავდე კალამი ბლოკნოტზე, თავი ფანჯრისჯენ შევატრიალე (იატაკზე ვიწექი) და ძილი დავაპირე. ძალიან ბევრჯერ გავაღვიძე ჩემი თავი, ნისლიან მთებს მოვაშორებინე თვალები და ვთქვი,რომ წელს უნდა შევძლო რომ არ შემრცხვეს. ამ პროცედურის გავლა ბევრერ მომიწია. ტექსტი 3ჯერ გადავწერე (ჟიურიმ შეგვაშინა, ვის კალიგრაფიასაც ვერ გავარჩევთ, საერთოდ არ წავიკითხავთო) .
   საკონკურსო დღის წინა საღამოს გამოგვიცხადეს,რომ ჩვენს ნაშრომს უნდა მოეცვა 6 საგანი : ჩემოდანი, გასაღები, ბილეთები, წყლის თოფი, დიქტოფონი და აბები. სიმართლე გითხრათ, წინა წლის თემიდან გამომდინარე (28–ე), ძალიან დაშინებული ვიყავი. წელს მესიამოვნა,რომ ამ საგნებზე უკეთ ავაგებდი ესკიზს. გულზე მომეშვა.
   მეორე დღეს შემართებით გავიღვიძე, მაგრამ წერა დავიწყე, სადღაც ნახევრამდე მივედი და გავჩერდი, იმ გაჩერების მერე სულ გაჩერებებით ვიარე, მაგრამ ბოლოში მაინც გავედი.. და ბოლოში გავედი ბოლო წუთები რომ იყო დარჩენილი მაშინ. ნაწერი ჩავაბარე და გამოფიტული ჩავეშვი ერთ–ერთ სავარძელში. გასართობად მუსიკა ძალიან ხმამაღლა ჩართეს, შუქი ჩააქრეს, დალევა დაიწყეს. ვიჯექი ჩემთვის სიბნელეში ცალკე და კმაყოფილი არა ( არასდროს ვარ კმაყოფილი და მჯერა,რომ არც უნდა იყო) ,მაგრამ რაღაცისგან თავისუფალი ვიჯექი. მერე ნომერში ავედი, აბაზანის ცხელი წლის ნაკადს თავი მივუშვირე და დიდ ხანს ვიდექი,რომ გამოვედი ტელევიზორში ბედად შავ–თეთრი ფილმი დაიწყო , მოვკალათდი საწოლში, გარედან ქარის ზუზუნი ისმოდა. სულ მინდოდა ესე ყოფილიყო. დაღლილი ადიხარ სასტუმროს ნომერში და შავ–თეთრ ფილმს უყურებ. გეგონება შენზეც ფილმს იღებენ მაგ მომენტში. მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ ეხლა შემიძლია დავუშვა,რომ ნიშანი იყო. აბა ესე იდელურად როგორ დაემთხვა რაღაცები?
   მეორე დღეს დრომ ძალიან მალე გაირბინა და დაჯილდოვებაც დაიწყო.  იმაზე ვბრაზობდი, დაჯილდოვებაზე მაინცდამაინც წინა რიგში რომ გამოვიჭიმე, ჩემი დაუსახელებლობა რომ მეწყინება ( და არა სხვისი დასახელება) მერე სახე რომ დამიმწუხრდება კამერებმა არ დააფიქსირონ და ძალიან ცუდი, გულღრძო არ გამოვჩნდე მეთქი. მე–3 ადგილით დაიწყეს, სახის დალაგება არ დამჭირვებია, ისე გულით გამიხარდა,რომ ვერც აღვწერ. მე–3–ზე ჩემი მეგობარი თამთა ქამუშაძე გავიდა. წინა წელსაც ერთად ვიყავით ლეგენდაზე, ერთ ოთახში და ერთ უნივერსიტეტშიც, ერთ ფაკულტეტზეც ვსწავლობთ და ორივემ ერთად განვიცადეთ წინა წელს კრახი. თამთას გაგონება ისე გამიხარდა, მე მგონი ჩემს ამბავზე მეტად ამაზე გადავირიე. მე მეორე ადგილზე დამასახელეს. სანამ ჩემს სახელს იტყოდნენ (სათაურს ვერ იტყოდნენ, იმიტომ,რომ სიჩქარეში მიწერა დამავიწყდა და ესე დაერქვა "უსათაურო" ) , სანამ ტექსტს აღწერდნენ გული მიკანკალებდა, თან რაღაცას ვხვდებოდი, თან ჩემს თავზე ვბრაზობდი ფუჭი იმედები დააწყნარე , ისტერიკაში ნუ არიან – მეთქი. მერე თქვეს ფრაზა "ბავშვობა" და მივხვდი,რომ სწორად მივხვდი, სწორად ვიგრძენი და ამასობაში ჩემი სახელიც გაისმა.


პირველი ადგილი ქეთი მეფარიძემ აიღო. სასაცილოო ის იყო,რო ჯერ ის გამიხარდა გოგო რო იყო, მერე მივხვდი ვინც იყო და მერე კიდევ უფრო გამიხარდა!
  დაუვიწყარი იყო წლევანდელი ლეგენდა. საოცარი ადგილი იყო და საოცარი ადამიანები იყვნენ!

მადლობის მეტი რა მეთქმის, ძალიან კარგი დრო ვატარეთ :3 ჟიურიში მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ბექა ადამაშვილი და დატო ტურაშვილი იყვნენ <3 ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მოგვცეს, შეძლებისდაგვარად გავითვალისწინე ესე მგონია :3 ნინო კალანდია, თსუ–ს PR <3 საოცარი ადამიანი, ყველაზე დიდი მადლობა,რომ ლეგენდის იდეა მოგივიდა თავში. თაკო როდონაია <3 დიდი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
ბედნიერი ვარ .
ფიბი
 

1 comment:

  1. რა მაგარიაა, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ...

    ReplyDelete