пятница, 16 января 2015 г.

"მარჯნის სანაპირო"



ნაწილი პირველი

 თავი პირველი

რატომ არ ირუჯები ლუსი?- გამომძახა დეიდა მადუმ და სათვალე ჯერ კიდევ ოქროსფერ თმაზე გადაიწია.
  მზე არ იყო მწველი, უფრო სასიამოვნო იყო როცა სხეულზე სითბო გეცემა და რაღაცნაირად თბილად ხარ შიგნიდან, აი ზუსტად ისეთი მზე იყო. ასეთ სითბოს არ გაცვლი ზოგჯერ არანაირ სითბოზე, არც მე და ალბათ, არც დეიდა მადუ.  მარჯნის სანაპირო, ასე ეძახდნენ ადგილს სადაც 1 კვირის წინ ჩამოვედით მე ლუსი, დეიდა მადუ და ჩემი პატარა ძმა რაიანი. რაიანს თავიდან ძალიან ეშინოდა წყლის, და მისთვის ერთადერთი გასართობი წყლისგან გაქცევა იყო, უცდიდა ტალღას და იქამდე იდგა ქვიშაზე სანამ ის ისაა და გადაუვლისო. გამოექცეოდა გიჟური სიცილით მერე ტალღას და დეიდა მადუს ლამის თავზე გადაუვლიდა ხოლმე. ასეთ მომენტებში დეიდა ძალიან ცხარობდა და თითქმის ემსგავსებოდა კიდეც რაღაცით ჟორჟს, დედაჩემის მეორე ქმარს.

 თავი მეორე
  ყოველდღე 8 საათზე გამოვდიოდით ხოლმე სანაპიროზე და 6-ამდე აქ ვიყავით. დეიდა გიჟდებოდა პლიაჟზე, ეს მისთვის იყო სამკითხველო დარბაზიც, კაფეც, მომხიბვლელი ჯენტლმენის გაცნობის ადგილიც და საერთოდაც სამყაროს ჭიპადაც ალბათ სწორედ ეს სანაპირო მიაჩნდა. ბავშვობიდან აქ ისვენებდნენ დედა და დეიდა. როცა აქ მოვდიოდით დეიდა ყოველთვის გვიყვებოდა დიდი მედუზების ამბავს, ისინი თურმე ღრმად, ძალიან ღრმად არიან ოკეანეში და დენს უშვებენ, რომლებიც ტალღებს მოაქვს ჩვენამდე ... სწორედ ამიტომაა რომ წყალში ახალ შესულს გვბურძგლავს .. ყოველშემთხვევაში ეს ამბავი მითად იქცა და საკამოდ ბევრი ტურისტი მოდიოდა უზარმაზარი მედუზების სანახავად. აქ ყოფნიდან მეოთხე დღეს რაინმაც დაინახა მედუზა და სიხარულისგან მიიხუტა ალბათ არც ღირს შემდეგი მოვლენების მოყოლა. ასეთია რაიანი ჯერ ისევ 8 წლისაა და მე თუ მკითხავთ ბევრ 8 წლისაზე მეტი გაეგება, ერთი ეგაა, რამე თუ აიხირა მოკალი და არ გადავა თავისას. ამაზე მე ჩემი მემართება, მაგრამ ახლა არ დავიწყებ იმის მოყოლას გაცოფებულზე ერთხელ როგორ ჩავფალი ქვიშაში მერე მთელი 1 საათი დამჭირდა მის ამოსაფლობად. დეიდა მადუ კი ძალიან გამიბრაზდა და მეორე დღეს კოტეჯში დამტოვა.
ქვიშიანი სანაპიროები, რაღაცით გავს თევზის ქვირითს, სუნიც კი ერთანირი აქვთ ასე მგონია. ჰო, მართლა მგონი ერთადერთი გოგო ვარ აქ, რომელსაც მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და ჩალის ქუდი ახურია. ეგ კი არა აქვე, სულ რაღაც, რამდენიმე ნაბიჯში ნუდისტების პლაჟიაო იზისგან გავიგე. იზი აქ ცხოვრობს და კოტეჯს გვაქირავებს. მის ოჯახს ეკუთვნის ბუნგალო „სადაფიც“ სადაც დეიდასნაირი ქალები ყოველთვის მოჰიტოს უკვეთავენ და ლიმონს დიდხანს წუწნიან შემდეგ ცოტათი ამჟავებულ და გარუჯულ სახეს აქეთ იქით გასწევენ და თვალებით ვიღაცას ეძებენ. არ ვიცი პოულობენ თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი რომ დეიდას არ უპოვნია ჯერ. მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჩვენს მაგიდას მამაკაცი მოუახლოვდა, რომელსაც ჰავაის გამოსახულებიანი შორტები ეცვა და ოქროს ძეწკვი ეკიდა. არ მახსოვს რა ერქვა მგონი -- ერია სახელში. რაღაცნაირი აქცენტი ჰქონდა სიტყვებს არბილებდა თითქოს, რაც დეიდამაც აღნიშნა რომ საკმაოდ ცუდი მოსასმენი იყო...კიდევ კაი ლაპარაკი არ უყვარდა.ჰოდა მე და რაიანს კოკა-კოლა შემოგვთავაზა დეიდას კი სისხლიანი მერი. დეიდამ იუარა არ ვიცნობ და უკვე სისხლის დალევას მთხოვსო. ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ დეიდაც უცნაური ქალი იყო მასაც ახირებები ჰქონდა....

ხო იზიზე ვლაპარაკობდი და ნუდისტების პლაჟზე. იზიმ ერთხელ მეც შემომთავაზა წავიდეთო მაგრამ რამდენი წარმოვიდგენ სირცხვილის ალმური მეკიდება. თუმცა ალბათ ოდესმე აუცილებლად წავალ. 2 დღეში 18 ის ვხვდები , თმა ისევ ქერა მაქ , წონა 49, მგონი სიმაღლეში გავიზარდე.

თაკომე (გაგრძელება იქნება :)) )

Комментариев нет:

Отправить комментарий