Sunday, February 1, 2015

გზა თურქეთამდე და უკან, რაც ჯერ კიდევ მახსოვს....


საერთოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ აუცილებლად უნდა გააკეთო ჩანაწერები, ისეთ ამბებზე, რომელიც ყოველთვის არ ხდება და რომელიც დაგავიწყდება იმიტომ რომ ადამიანს(მე) ყველა წვრილმანი არ ამახსოვრდება. როცა ძველ ჩანაწერებს ვკითხულობ ძალიან მიხარია რომ ჩავწერე იმიტომ რომ მახსენდება, რაღაც ძალიან მივიწყებული ამბავიც კი წამიერად აღდგება ხოლმე.
მე თურქეთზე ბევრი ჩანაწერი არ გამიკეთებია, ამიტომ ესაა რაც ჯერ კიდევ მახსოვს ...


თურქეთში სექტემბერში წავედი 1 კვირით ბანაკში, რომელიც საკმაოდ
კონსერვატიული აღმოჩნდა და რომელმაც ალბათ ყველაზე მძაფრად მაგრძნობინა რა არის იყო ქალი ასეთი ტრადიციების ქვეყანაში. მომენტი, როდესაც რიგში დგახარ და უყურებ როგორ ჭამენ ბიჭები და შენ მხოლოდ მათ შემდეგ გაჭმევენ იმდენად უცხოა რომ ალბათ კულტურულ შოკად ჩაითვლება. ბანაკში გოგოების და ბიჭების გადალაპარაკებაც კი დანაშაული იყო. საინტერესო ისააა რომ ეს თვითონაც უკვირდათ ბავშვებს, ამბობდნენ სხვაგან ასე არააო. რაც ნამდვილად მახარებდა იმიტომ რომ რაღაცნაირად გამოხედვაში ვგრძნობდი რაღაც დამამცირებელს რომელიც მე მათი ჭკუით თავის ადგილზე მაჩენდა.

გზა სტამბულამდე ძალიან დიდია და დამღლელი მაგრამ არც ისეთი რომ ვერ გაუძლო, ავტობუსი კომფორტულია , მე კი ვერ დავიძინე ვერც წასვლისას და ვერც უკან წამოსვლისას, მაგრამ სამაგიეროდ ქინდლი დავტენე და თურქეთის ტერიტორიაზე ინტერნეტიც მქონდა.
გზა ლამაზია, მაგრამ ერთფეროვანი, ყოველშემთხვევაში ჩემთვის. დასახლებები რომლებიც გზაზე გვხდებოდა ერთნაირია ერთ ფერში , დასახლებულ ადგილზე აუცილებლადაა მეჩეთი. თურქეთი ნამდვილად მოვლილია, მარტო საპერფარეშოები (რა სიტყვა გავაცოცხლე) ისეთია შეგშურდება.


ხალხი არც ვიცი როგორია ყველგანაა კარგი და ცუდი, მაგრამ იქ სადაც მე ვიყავი ძალიან ცოტამ იცოდა ინგლისური ან სხვა ენა და ამიტომ ურთიერთობაც არ მქონია.
სტამბული ულამაზესი, პატარ -პატარა კაფეებით, მოხატული კედლებით, სისუფთავით, შემწვარი წაბლის გამყიდვლებით,მენაყინეებით რომლებიც იქამდე არ გიდებენ ნაყინის ბურთს „პეჩენიაში“ სანამ ცხვირზე არ მოგადებენ, რაც სიმართლე ითქვას მე მაღიზიანებდა =))
აია-სოფია...  არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ იმოქმედა ჩემზე, არის შთამბეჭდავი მაგრამ ჩემთვის უცხო..
სტამბულში უზარმაზარი მედუზებია, იახტები და ხიდი. მახსოვს ტაქსიმის მოედანზე ნაყიდი ღვეზ(ე)ლის გემო.
მახსოვს რომ ვიფიქრე რა მაგარია სტამბულში რომ მეგობრებთან ერთად ხარ რომელიმე კაფეში სხედხართ და ჩაის სვამთ თქო....
სტამბულში ქართველი არავის უკვირს, მაგრამ მე ნამდვილად გამაკვირვა ისეთი ზიზღით შემეომხედეს როდესაც ვკითხე - უკაცრავად ხომ არ იცით აქ რატომ იცდიან თქო (მუზეუმში) ისე მკვახედ მითხრეს არაო, რომ ალბათ ერჩივნათ მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნლიყავი.

და კიდევ მახსოვს შარფების მაღაზიაში მეორეჯერ რომ დავბრუნდი და კიდევ ერთი შარფი ვიყიდე გამყიდველმის კითხვაზე საიდან ვიყავი ...არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუთხარი გურჯისტანიდან ვარ თქო.
არც ისე გემრიელი ნაყინი

 ეს გემრიელი ნაყინი









თაკომე




No comments:

Post a Comment