Wednesday, February 25, 2015

მე, ფიბი, ზამთარი და ბათუმი

ზღვაზე ძირითადად ზაფხულში(სეზონეზე) მიდის ყველა, არადა ზამთარშიც ისეთი კაია, თუმცა იარეთ ზაფხულში, არაა პრობლემა, რაც ცოტა იქნება დამსვენებელი უფრო უკეთესი ჩვენთვის(იმედია "ხაზეიკები" არ მწყევლიან).
სულ მაინტერესებდა როგორია ზღვა ზამთარში, თოვლში.მართალია თოვლიანი ბათუმი ვერ ვნახეთ, მაგრამ იყო სიმყუდროვე და სიწყნარე და განსხვავებული სიმშვიდე, არა ისეთი, როგორიც მთაშია უფრო სხვანაირი მარილიანი.
სანაპიროზე მეორე დღეს გავედით და კაციშვილი(არც ქალიშვილი) არ იყო. წარმოიდგინეთ მთელი ჰორიზონტი ლურჯი და მოღუშული.  აი ისეთი ადგილია რომ უნდა მოკიდო შენ მოლბერტს ხელი ან უნდა მოკიდო შენ ბლოკნოტს ხელი ან უნდა მოკიდო შენ ფოტოაპარატს ხელი და დახატო, დაწერო, გადაიღო. 
კიდევ დაახლოებით იმას გავს უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდე და მთელი დღე ოკეანეს გაჰყურებდე და სხვა არაფერი არსებობდეს. 
ზაფხულში ბათუმში სიცოცხლე ჩქეფს ამას იქამდე ვერ მიხვდები სანამ ზამთარში არ ჩახვალ =)). პირველი დღე ცოტა შოკი იყო იმიტომ რომ მთელი 1 საათი კაფეს ვეძებდით.

სამწუხაროდ ველოსიპედს არ აქირავებდნენ. არც დიდად კაფეები იყო ღია, სულ 2-3 ტურისტი შეგვხვდა. 
ზაფხულისგან განსხვავებით, ქუჩებში რომ დადიხარ გრძნობ ქალაქს, აღიქვამ და შენად მიიჩნევ, იმიტომ რომ მარტო შენ ხარ ქუჩაში, იმიტომ რომ სიმინდს არ ჩაგყვირიან ყურში და კიდევ იმიტომ, რომ თვალები არ გაგირბის ზაგრიანი გოგოებისკენ.
და ბოლოს... არაფერი არ ჯობია ნესტიან ძვლებს, რომ ცხელი ყავით ათბობ და ზღვის ჰაერს სუნთქავ, რომელიც უფრო შესამჩნევია სიცივეში.

თაკომე


No comments:

Post a Comment