Tuesday, January 27, 2015

"მარჯნის სანაპირო"


მეშვიდე თავი
   მე და იზიმ კიდევ 8 მდოგვიანი ბუტერბროტი ვჭამეთ ამ ზაფხულს და ცოტა ფერიც დამედო. დეიდა მადუ და ნიკი საშინლად გაირუჯნენ დეიდას კიტრის აბაზანის მიღებაც კი ურჩიეს კანის გასაგრილებლად. რაიანმა კიდევ ბრასით ცურვა ისწავლა და მთელ დღეებს წყალში ატარებდა. წყლიდან ამოსული კი იმდენად დამჭკნარი იყო მოხუცებულს ემსგავსებოდა და თუ წყლის მცენარე მოჰყვებოდა წყლიდან ხომ საერთოდ, ტურისტების ერთერთი სანახაობა იყო.
  ზაფხულის ბოლო დღეს ნიკის მანქანა ტრასაზე გიჟივით მიქრის, დეიდა მადუ ფეხზე ლაქს ისმევს წინა სავარძელზე, რაიანი ფრანგულად ილანძღება, ან უბრალოდ ლაპარაკობს.რაიანი რომ ფრანგულზე გადადის სულ მგონია გვლანძღავს მეთქი, ესეც რაღაცნაირი აკვიატებაა       (ძალიან მრცხვენია ახლა რომ მახსენდება ასე
ვფიქრობდი). რადიო ახალ ამბებს გადმოცემს, ყურში მარჯნის სანაპირო მხვდება და ნიკს ვთხოვ აუწიოს, წამებში საშინელ ტკვილს ვგრძნობ სხეულის მარცხენა მხარეს. თითქოს უზარმაზარ რიფს მივეჯახე, არადა ჩემი სხეულის მარჯვენა მხარე ხედავს, რომ მანქანა ისევ ისეთივე სისწრაფით მიუყვება ტრასას. მამიდან უკვე დაამთავრა ფეხზე ლაქის წასმა და ახლა ხელებზე გადავიდა, რაიანი კი მე მიყურებს ოდნავ შეშინებული. მე კიდევ ასე მგონია ამ ყველაფერს სულ სხვა მხრიდან ვუყურებ , სადღაც ოკეანიდან, საიდანაც ჩემთვის სულერთია, რომელი მანქანაა ეს და სად მიდიან მგზავრები. ასე მგონია თითქოს სხეული ფეხებიდან მიტყდება და კისრამდე რომ აღწევს ბზარი, ბურთი მეჩხირება უზარმაზარი, ფრენბურთის ბურთის ხელა და ვიცი რომ თუ არ გადავყლაპე სულ ასე მექნება, სულ გაჩხერილი.

იზი კიდევ  ამ დროს სადღაც ფსკერზეა დელფინებთან და რიტუალური ცეკვის ბოლო მოძრაობას ასრულებს მერე კიდევ დელფინებთან ერთად ქრება.


დასასრული
თაკომეს მუზა თუ ეწვევა კიდევ განავრცობს =))

No comments:

Post a Comment