воскресенье, 11 октября 2015 г.

თაკომე,ბარსელონა ნაწ. 1

   წელს გეზი ბარსელონასკენ ავიღე... დავგეგმე წინასწარ მუზეუმები და ადგილები სადაც მივიდოდი, მაღაზიები სადაც შევიდოდი და გემრიელობები რასაც შევჭამდი....იმდენჯერ ვნახე რუკა რომ ჩამოვედი ავტობუსიდან მეტროსთან ხელი გავიშვირე და ვთქვი -აქ სტარბაქსია! ვუალა- მართლაც, სტარბაქსი იყო ჩემი ხელის გასწვრივ. 
საერთოდ ყოველთვის მეგონა,რომ რუკის წაკითხვას ვერასდროს ვისწავლიდი არადა საკმაოდ მარტივი ყოფილა.
   ადგილი სადაც ვცხოვრობდით იყო ცენტრში 10 წუთი უნდოდა ფეხით
რამბლამდე, რომელიც მთავრი ქუჩაა ბარსელონაში, თუმცა მე ვთვლი რომ ამაზე უკეთესი ქუჩებიცაა. 
პირველი რაც თვალში გხვდება ესაა განიერი ქუჩები,სადაც ავტობუსს თავისი გზა აქვს, ველოსიპედს თავისი , ფეხით მოსიარულეს თავისი, ტაქსსაც თავისი გზა ამიტომ თითქმის შეუძლებელია საცობი.

გამიგია ფეხით მოვიარე ბარსელონაო....რაც საკამოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, როგორი განიერი ქუჩებია. დაშორებაც ღირშესანიშნავობებს შორის საკმაოდ დიდია. 
მეტრო ,ავტობუსი 2.15 ევროა ერთი გზა, რაც იაფი არაა. 
მეტროში საშინლად ცხელა, ჩვენი მეტრო მისწრებაა ზაფხულში. რაც შეეხება ამინდს, აგვისტოში ვიყავი, წესით სული უნდა ამომხდენოდა, მაგრამ არ ამომხდა....ისეთი ამინდები იყო რომ საღამოს ჟაკეტსაც მოიცვამდი.
  ნაციონალური საჭმელი არის პაელიო და ტაპასი,ორივე ზღვის პროდუქტებისგან მზადდება, თუმცა არის ქათმისაც და სხვა პროდუქტების. მე პირადად დიდად არცერთი არ მომეწონა. სასმელი სანგრიაა რომელიც პუნშს გავს. 


გაუდი... ჰმ გაუდი რომ არა, ბარსელონაში სანახავი ძალიან ცოტა რამ იქნებოდა. პირველივე დღეს ვნახე კასა მილა და კასა ბატლო, რომლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა.ესაა უსაყვარლესი,კუსკუსა სახლები. კასა ბატლო იმაზე ბევრად უფრო ზღაპრულია ვიდრე სურათზე ნახავთ. კასა მილაში შიგნით არ ვყოფილვარ არადა შიგნიდან უფროა სანახავი... ორივეგან შესვლა 20-20 ევრო ღირს.
საგრადა ფამილია - ესაა უზარმაზარი, ზღაპრული, ულამაზესი ტაძარი. შიგნით შევედით თუ არა ყველამ პირი დავაღეთ. ვიტრაჟებში შემოჭრილი მზის სხივები ულამაზესი სანახავია. გენიოსი იყო გაუდი!


ბარსელონაში ასეთი წესი აქვთ ნებისმიერ ადგილზე შესვლა განრიგით ხდება, ანუ თუ იყიდე ბილეთი, ყიდულობ ბილეთს კონკრეტული საათისას და იმ მომენტშივე შესვლა არ შეგიძლია. ამიტომ, ან წინასწარ იყიდო ჯობია, ან ადრე მიხვიდე, ლოდინი შეიძლება 3-4 ან მეტი საათიც დაგჭირდეს. ასე დამემართა გაუდის პარკში სამწუხაროდ ვერ შევედი შიგნით, გარედან ვუჭყიტინე ცოტა დაბოღმილი თვალებით =))
სხვათაშორის საქართველოდან ვარ მეთქი, რომ ვამბობდი ჩემდა გასაკვირად ასეთი ამბები ხდებოდა:
ადამიანი 1-ოჰ ჯორჯია,  მეგობარი მყავს ბორჯომიდან.
ადამიანი2 -გამარჯობა, შემდეგ ამიხსნა რაღაც ინგლისურად და ნახვამდისო.
კიდევ თავსკონტროლიგაუწიეთ=)) არ გეგონოთ რომ ქართულენოვანი არავინ შეგხვდებათ. ქართველები საკმაოდ ბევრნი არიან, ასე რომ ბილწი სიტყვების სულ არ თქმას თუ ვერ ახერხებთ, ზურგსუკან ჩუმად მაინც თქვით.ემად ჩემნაირა რომ არ დაგემრთოთ.... ჩახველება...
 ბარსელონაში უამრავი შავკანიანია, რომელიც ძირითადად გარეთ ვაჭრობს და პოლიციაც მკაცრად აკონტროლებს, როგორც ჩანს აკრძალული აქვთ გარე ვაჭრობა, ამიტომ ხშირად ნახავთ მანქანას ამოფარებულ დიდ ჩანთიან მამაკაცებს. 
სანაიროზე ჩვენთან სიმინდს, რომ ჩაგყვირიან ყურში იქ სანგრია, მოჰიტოს ჩაგყვირიან.წყალი კიდევ ისეთი მარილიანია, რომ თავს ვერაფრით დაიხრჩობ.

თაკომე

2 комментария:

  1. კარგი ფოტოებია და კარგი დასაწყისი , გაგრძელებას ველოდები ბევრი ფოტოებით :)

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა ირინა გაგრძელება უკვე დავდე :) თაკომე

    ОтветитьУдалить