Thursday, October 15, 2015

თაკომე, ბარსელონა ნაწ.2

რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი მოგზაურობიდან?


ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს=)). საქმე კი აი რაშია... ბარსელონაში არის გოთური უბანი სადაც ვიწრო, ვიწრო ქუჩებია და ნაცრისფერი დაბალი შენობები. ამავე უბანშია პიკასოს მუზეუმი რომელიც არის უსაყვარლესი! მუზეუმთან ახლოს დგას კაცი რომელიც სავარაუდოდ არალეგალია. პირველად რომ ჩავიარეთ(მე და ჩემმა ოჯახის წევრ
ებმა)მაგნიტაფონი ედგა წინ და რაღაც სიმღერა ჰქონდა ჩართული გვერდზე კიდევ სიმპსონის პატარა გმირები ცეკვავდნენ. ეს კაცი კიდევ იძახდა "OMG It's so funny!" შემდეგ კატალონიურად ამბობდა სავარაუდოდ იგივეს. ეს სანახაობა მართლაც funny იყო. რაღაც მიზეზების გამო ამ ქუჩის ავლა და ჩავლა და ისევ ავლა მოგვიხდა და რამდენჯერაც არ გავიარეთ ეს კაცი ასეთივე შემართებით გაყვიროდა  "OMG It's so funny!" სიმპსონები იგრიხებოდნენ აქეთ-იქით რიტმში. 


ამბავი იმისა თუ როგორ ვიყიდეთ სამი ცალი სიმპსონი


ჩემმა დამ გადაწყვიტა რომ ერთი ეყიდა. გავჩერდით იმ კაცმა თავიდან 5 ევრო დააფასა, მაგრამ შემდეგ 3ად იყოსო.ჩემ დასაც მეტი რა უნდოდა. ამ კაცმა ხელში შეაჩეჩა შეფუთული სათამაშოები. ამ დროს გამოჩნდა ჩვენნაირი მონდომებული ტურისტი, თუმცა ინტრიგანი იყო ვიღაცა იყო. ამ კაცს ეუბნება რეებს მაიმუნობო?! ეს გამწარდა ცოლშვილი დაიფიცა შეფუთვიდან ამოიღო სიმპსონი, მაგნიტაფონთან მიიიტანა შემდეგ  გვერდით დასვა და ისიც აცეკვდა. ეს თვალსაჩინო მაგალითი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა და ის ინტრიგანიც სადღაც გაქრა. შემდეგ ამ კაცმა მე რომ აღფრთოვანებული დამინახა, აქაოდა არაა ეს გასაშვები კლიენტიო, ხელში შემომტენა კაცუნები და გინდა თუ არა შენც წაიღეო, მე კიდევ ვიფიქრე ეს 3 ევრო არ დამაქცევს და თანაც ნახე რა საყვარლად ცეკვავენ მეთქი. ამავდროულად ამ კაცმა დედაჩემსაც შეაჩეჩა კაცუნები ხელში და ეუბნება შენ 2 ად მოგცემო! ვითომც არაფერი! იქვე არ ვმდგარიყავით... მოკლედ ასე ბედნიერები წამოვედით იქიდან თან ანოტაცია ქონდა ჩვენ კაცუნებს და თან  "OMG It's so funny!". უნდა აღინიშნოს რომ ეს სათამაშოები მუყაოსია.
სასტუმროში მივედით თუ არა ვეცი და გავხსენი(შეფუთვაში ორი იყო) ამოვიღე მარჯი და ფეხი მოძვრა. მეთქი კაი არაუშავს მეორე ხო მაქვს. ამოივიყვანე მეორე უფრო ფრთხილად, ორივე ფეხი საღსალამათი ჰქონდა. ჩავრთე მუსიკა მობილურში, მივადე კაცუნა (მოვასემენინე ასევთქვათ) და ხელი გავუშვი, ჩემი ხელის გაშვება და იატაკზე დატყლეპება ერთი იყო. იხტიბარი არ გავიტეხე ისევ გავვიმეორე ქმედება და ახლა უფრო მტკივნეულად დაეცა ვიდრე წინაზე. 
კიდევ ერთი დაცემა და სიმწრის სიცილი ერთი იყო. ისეთი ხარხარი აგვივარდა ყველას, რომ მართლაც Funny იყო. შემდეგ ვეცი პასპორტს რომელიც მოყვა სადაც არასწორი ინგლისურით ეწერა რომ თუ არ აცეკვდა შეგვიძლია ეს ყველაფერი ხელით გავაკეთებინოთ. ამაზე კიდევ ხარხარი აგვიტყდა ...ვიჯექი ბარსელონაში სასტუმროს საწოლზე "ფეხმორთხმით" და ვცდილობდი კარდონს ეცეკვა.

თუმცა მე მაინც მგონია რომ საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია ...ერთი ისიც კი ვიფიქრე ცცეკვაზე ხო არ შევიყვანო მეთქი.
პ.ს რა მაიმუნობა იყო მაინც ვერ გავიგეთ

მეორე კურიოზი კიდევ ტაქსისტ ქალბატონს ეხება, რომელიც თან ავტომობილს მართავდა და თან ნუნებს იჭრიდა.



თაკომე

No comments:

Post a Comment