Sunday, October 25, 2015

ზღნარი დღე

დღეს დილით შემართებით გავიღვიძე, წინ ლემურებთან შესვლა და
მათი გამოკვება მელოდა. ზოოპარკი 13 ივნისის მერე ძალიან შეცვლილია. თითქოს "გასართობი" ადგილია და ისეთი სევდიანი თან, რომ წამოსვლა მოგინდება, მაგრამ იმედია ეს დამძიმებული გარემო შეიცვლება და ისევ ისეთი ჟრიამული იქნება. 
როცა წავიკითხე, რომ ზოოპარკმა ახალი 
პროექტი დაიწყო "სტუმრად ცხოველთა სამყაროში" ძალიან გამიხარდა. თანაც პირველი შესვლა ლემურთან იყო, ეს უკანასკნელი კიდევ ძალიან მიყვარს. ცხოველთან შესვლა და მისი გამოკვება 20 ლარი ჯდება და ჯობია ბატიბუტის მუჭით ყრას( როგორც დღეს ერთი ქალი აკეთებდა) გადაიხადოთ ერთხელ ეს 20 ლარი, ანდაც ბანანი იყიდოთ და ის აჭამოთ გარედან. თუმცა შიგნით როცა ხარ გალიაში სულ სხვა შეგრძნებაა
.იქიდან ემოციებით დატვირთული გამოდიხარ.
ლემურები არ არიან აგრესიულები, თუ არ შეაშინე, ან თუ მაინცდამაინც არ მოელანდა რამე =)) ბანანი მალევე შეისანსლა როგორც გაირკვა ფუმფულა კუდიანებს ბანანი უყვართ ძალიან. ცოტათი მომჟავო ყურძენს, ან გართმევენ და ქერქს აფურთხებენ, ან ეგრევე აფურთხებენ უკან.
თუ ცოტა ქვემოთ მიუტანთ საკვებს საყვარელ თათუკას გამოწევს და გამომგართმევთ. 
მოკლედ 20 ლარი ის თანხა არაა არ ღირდეს ამისთვის. შემდეგი ცხოველი სპილოა კიდევ ტაპირი, ლამები და ჯუჯა ცხენია რიგში ასე რომ თქენ გემოვნებაზეა. 
 თაკომე

No comments:

Post a Comment