Monday, July 4, 2016

"ყველა ნათელი ადგილი"



რომ დაგენახათ თქვენს სახლთან ყოველდღე ჩიტი მოფრინავს და თავს ურტყავს შუშას, გაუღებდით კარს? ჩათვლიდით, რომ აქ თქვენ სახლამდე მისი სახლი იყო?


„ყველა ნათელი ადგილი“ ამბავია ერთ ბიჭზეა, რომელსაც ფინჩი ქვია და ერთ გოგოზე, რომელსაც ვაიოლეტი ქვია.
Jennifer Niven-ის რომანი მარტივი წასაკითხია, ისეთია რომ ჩაგითრევს და მთელი დღე არ მოგეშვება, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემს.
ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვა, წიგნი თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზეა, სუიციდზე, ბიპოლარულ აშლილობაზე, გაუცხოებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, კარგ სიტყვებზე, ლამაზ ადგილებზე, მშობლებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ და მშობლებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ.


ჯენიფერ ნივენი ამბობს, რომ უნდოდა ბიჭის თვალთახედვით დაეწერა რომანი. სინამდვილეში კი ფინჩთან ერთად ჯენიფერის თვალითაც ვხედავთ სამყაროს.
"An exhilarating and heart-wrenching love story about a girl who learns to live from a boy who intends to die."

ფინჩი „ფრიკია“ სკოლაში მას ხშირად დასცინიან,ოჯახში მის ოთახში არასდროს არავინ შედის,მასზე უამრავი ჭორია გავრცელებული, სკოლაში ის „ფსიქოლოგთან“ დადის, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქ და ისიც არ იცის რომ ფინჩის მამა ცოცხალია,ფინჩს ხასიათი დღეში რამდენჯერმე ეცვლება... ვაიოლეტი კი პირიქით საკმაოდ პოპულარული გოგოა, „ჩირლიდერი“ - მშვენიერი გარეგნობით, მოსიყვარულე ოჯახით და უამრავი მეგობრით.  ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან საერთო არ  აქვთ არაფერი , სანამ ერთ დღეს ორივე სამრეკლოზე არ აღმოჩნდება.


თაკომე

No comments:

Post a Comment