Sunday, January 22, 2017

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

თუ გიოცნებიათ, რომ რაიმე უჩვეულოს, ანომალიურს გადაყროდით, ან თავად ყოფილიყავით ამგვარი, შეგძლებოდათ სხვადასხვა უჩვეულო რამ, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან განგასხვავებდათ... და თუ ეს ნამდვილად გდომებიათ, რამდენი წლის იყავით?
და თუ ზოგჯერ, ახლაც გჯერათ და ოცნებობთ მსგავს თავგადასავალზე, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“. 

ამბავი ასე იწყება,
„შერეკილი“ ბაბუა შვილიშვილს უცნაურ ამბებს უყვება, ეს სხვებისთვისაა უცნაური, თორემ ბაბუა ამ ამბებზე ჩვეულებრივად ლაპარაკობს.
მერე ტრაგედია ტრიადება ოჯახში, ბაბუა უცნაურ ვითარებაში კვდება და ჯადოსნური, საშიში, ჩახლართული და საინტერესო ამბავიც იწყება. დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯეიკობი(შვილიშვილი) ფოტოებზე აღბეჭდილი უცნაური ადამიანების მოსაძებნად მიდის.
კიდევ ერთი მიზეზი რატომაც უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი ისაა, რომ მწერალი, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მეტი დამაჯერებლობისთვის სურათებითაც გვიამბობს. ფოტოები, რომელიც წიგნში უხვადაა, მისი ავტორის რენსომ რიგზის კოლექციიდანაა. ავტორმა ეს სურათები შეაგროვა სხვადასხვა კოლექციონერისგან და მათზე ააგო სიუჟეტი.
ჰო, მართლა კიდევაა მიზეზები: მარტივად იკითხება; ეს ყველაფერი არაა, სულ მალე გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მეორე ნაწილს გამოსცემს; დეტექტივის, ფენტეზის, საშინელებათა ჟანრის და სათავგადასავლოს მოყვარულებისთვის მისწრებაა.

რენსომ რიგზისთვის ეს დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღოჩნდა. რასაც ვერ ვიტყოდი ფილმზე. 2016 წელს გამოვიდა წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც თუ არ გინახავთ გირჩევთ რომ არ ნახოთ, ან თუ მაინც თქვენსას არ დაიშლით და  ჩართავთ, ჯობს თვალები დახუჭოთ და ყურები დაიხშოთ. მსგავსი ცუდი ეკრანიზაცია არ მინახავს. ყველაფერი არეულ-დარეულია, ამას კიდევ აპატიებდა ადამიანი რეჟისორს (ტიმ ბარტონს სხვათაშორის!), რომ არა სისულელემდე და ტაკიმასხარობამდე (ეს სიტყვა საოცრად უხდება) დაყვანილი სიუჟეტი.

სულ ეს იყო.

თაკომე

1 comment:

  1. If you're trying to burn fat then you absolutely need to jump on this brand new personalized keto meal plan.

    To create this keto diet service, licensed nutritionists, fitness couches, and professional cooks have joined together to provide keto meal plans that are effective, decent, price-efficient, and enjoyable.

    Since their first launch in early 2019, thousands of clients have already transformed their body and health with the benefits a great keto meal plan can give.

    Speaking of benefits: clicking this link, you'll discover 8 scientifically-certified ones offered by the keto meal plan.

    ReplyDelete