воскресенье, 18 июня 2017 г.

რობერტ გელბრეითი - გუგულის ძახილი

ჯ.კ როულინგს ჰარი პოტერზე გაჩერება, რომ არ უყვარს დიდი ხანია გამოჩნდა. 2013 წელს როულინგის ახლი წიგნის გამოსვლამ „გუგულის ძახილი“ არ გამოიწვია აჟიოტაჟი, ხალხი არ მიაწყდა მაღაზიებს და ღამე არ გაათენა რიგში დგომაში, როგორც ეს, მაგალითად,  ჰარი პოტერიდა დაწყევლილი ბავშვის შემთხვევაში მოხდა. მიზეზი ფსევდონიმია. ჯოან როულინგმა გადაწყვიტა რობერტ გელბრეითის სახელს ამოფარებოდა. მაგრამ წიგნის გაყიდვები დიდი არ იყო, დეტექტივის ჟანრში თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ამბავი საკმარისი არ აღმოჩნდა. 
 „The Sunday Times“ -მა ტვიტერზე ანონიმური მესიჯი მიიღო სადაც  ატყობინებდნენ, რომ გელბრეითი როულინგის ფსევდონიმი იყო. თაიმსმა გუგულის ძახილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჰარი პოტერს შეადარა სტილისტურად , რამაც დიდი მსგავსება აღმოაჩინა. ამის შემდეგ გაყიდვებმა საოცრად მოიმატა, რაც ბუნებრივია პოტერჰედების დამსაუხრებაა.

ამბობენ ერთადერთი სურპრიზი როულინგის „გუგულის ძახილში“ თავად ავტორიაო (მაგრამ მე არა მჯერავს).
 კრიმინალური რომანი სამი ნაწილისგან შედეგება. პირველი წიგნი ქართულად წელს გამოცა პალიტრა L -მა. მთავარი გმირი კორმორან სთრაიქი კერძო დეტექტივია , რომელსაც უამრავი ვალი აქვს, მეგობარ გოგონას მორიგი სკანადლის შემდეგ დაშორდა და ალაგ-ალაგ დაკარგული ფეხი ახსენებს თავს.
სთრაიქს თითქოს თავიდანვე განწირული საქმე ჩაუვარდა ხელში. სუპერმოდელის ლულა ლენდერი თვითმკვლელობის გამოძიება. ამასთან მასთან დროებით სამუშაოზე ახალგაზრდა მდივანი ქალი მოდის, რომელიც თავისი გარდასახვის უნარით გაკვირვებას იწვევს. 
ლულა ლენდერის ნაშვილები, გათამამებული და ფიცხი ხასაითის გოგონას ძახილი დეტექტივს არ ასვენებს და ჩახლართულ ისტორიას უღრმავდება.
თუ ჯერ არ წაგიკითხავთ მაშინ ეს აბზაცი აღარ ნახოთ.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემთვის ერთი, მთავარი რამ ვერ გაიხსნა. მოტივი , თუ რატომ მიმართა ჯონ ბრისტოუმ კერძო დეტექტივს.


Комментариев нет:

Отправить комментарий