Tuesday, April 10, 2012

დაგვიანებული პოსტი

  თაკომე ძალიან გაზარმაცდა და შესაბამისად კაი ხანია ბლოგზე არაფერია რ დაუწერია მმ რომ ვთქვათ საპატიო მიზეზი მქონდა.. გაციებული ვარ უკვე 1 კვირაა და შეიძება ითქვას არაფერზე არ ვიწუხებ თავს.. მე2 სემესტრი იმაზე ძნელია ვიდრე მეგონა და ვარ ახლა მეზარება ყველაფერი (თან არც ისე საინტერესო საგნები მაქ .. ერთი ორის გარდა)

  ამ კვირის განმავლობაში მმმ ვუყურე "ბეჭდების მბრძანებლის" სამივე ნაწილს დაა მომეწონაა ძაან ჩამითრია და მეწყინა რატო მე4 არ არის თქო ..
კიიდევ გავაკეთე ტორტი ...ჩემი დის დაბ. დღისთვის(მე4-ედ საკუთარი თავის გაბანტვა დამეზარა) თან ისეთი გამოვიდა რომ ვჭამეთ მოგვთენთა (ბევრი ალკოჰოლით დავნამე  მგონი ) 
  ამინდები მახარებს და რამდენი გარეთ აღმოვჩნდები მინდა დავავლო ფიბის ხელი და როლიკებით ვისრიალოთ.. არადა ეს უჟმური ფიბი ხო.. ათას მიზეზს მოჩხლართავს და არ გამოგყვება.
როდის მოვა ზაფხული.. მმმ რა კაი იქნება (ნუ რა ამხარებს არ ვიიცი ეცხელება + გამოცდები მექნება + სამსახური დამეწყება) 
=))
  მიხარია მაინც რომ თბება მაგრამ ეს დღეები ისე უმოქმედო"თ" ვარ ოღონდ არაფერი ვაკეთო და..
  მოკლედ მე ვირუსი კი არა სიზარმაცე შემყარა..
ნელნელა ბლოგზე უფორო მეტი ხალხი შემოდის და გვიხარია მე დ აფიბის ჩვენ ნაჯღაპნებს რომ კითხულობენ..


  პ.ს პოსტის დაწერა იმან მაიძულა რომ ადამიანი ერთხელ რომ ჩაწერს შენი ბლოგის მისამართს და სიახლე არ დახვდება... კიდევ რომ ჩაწერს და არც მერე .. სულ ფეხებზე დაგიკიდებს =))




სიზარმაცეშეყრილითაკომე

No comments:

Post a Comment