Friday, April 13, 2012

გეშინოდეთ, ეს ხომ fიბი-ნეტბუქთმმუსვრელია!!!! (ანუ ფუმფულა ადგილები სულაც არ ყოფილა ფუმფულა...)


   ეს ალბათ ყველაზე სამარცხვინო პოსტი იქნება ბლოგის ისტორიაში. 
არც კი ვიცი როგორ დავიწყო...
საინტერესოა თაკო უფრო დაზარალდა გუშინ თუ დღეს ჩემი თავმოყვარეობა უფრო დაზიანდებაამ სამარცხვინო ფაქტის აღიარებით? :D


   გუშინდელი დღე მტვრევა-ნგრევა-ნჯღრევით დაიწყო და უნდა მივმხვდარიყავი კიდეც როგორც გაგრძელდებოდა...
დილით მუშები მოვიდნენ და მთელი ეზო გაანადგურეს. თავზე ორი ბალიში მედო, მაგრამ მაინც ვეღარ დავიძინე.
პირველისთვის თაკომემ მომწერა..
ეჰ თაკომე, თაკომე..
მომწერა ამო უნივერისტეტში და მერე ჩემთან ერთად წავიდეთო...
  ეჰ თაკომე...
   ნუთუ გული არაფერს გიგრძნობდა?
 ავდექი და წავედი...
თაკომე, ნუთუ მაისურზე ყავა რომ გადაისხი (რომელიც პირველი კორპუსის ტუალეტში ვრეცხეთ-ვაშრეთ) ის არაფრის ნიშანი იყო?
ფილოსოფია გავაცდინეთ და თაკოს დედისკენ ავიღეთ გეზი... თაკოს ზაზუნას ბურთი ჩამოვიდა და დედამისს ჰქონდა... გმირთა მოედნის ესტაკადასთან ხის ხიდებზე რომ გადმოვედით ძაღლის წკმუტუნის ხმა გავიგეთ... ზოოპარკში ლაიკის ლეკვი ჰყავდათ და გამწედ წკმუტუნებდა... რატო ვერ მივხვდით რას მისტიროდა?..
   აღარ შემიძლია მე ამდენი.
    მე. ნინო. ტრაკსქელამ თაკოს ნეტბუქი გავტეხე.
კინექტზე ( თუ თან?) ცეკვისას წონაწრორობა ვერ შევიკავე ცალ ფეხზე ვიდექი და გადამწონა...
გადამწონა იმან, რითაც თაკოს ნეტბუქის ეკრანს სიცოცხლე მოვუსწრაფე... საწყალი, წარმოდგენაც არ მინდა რა იყო ბოლო კადრი მისი ცუცქნა თვალებისთვის...
ამ პოსტით წესით დანაშაულის 3% უნდა გამომესყიდა :D 
    და ახლა ლირიკული გადახვევის დრო დადგა:  თაკომეს ზაზუნა მშვენივრად დაცუქცუქებს იმ თავის ბურთში...




         სქელტრაკა fიბი :(

No comments:

Post a Comment