вторник, 10 апреля 2012 г.

90-60-90< სავსებით ბანალური სათაური.


      დღეს მე და თაკომეს რაღაც წერის მუზა მოგვაწვა (სავარაუდოდ წიხლით) :D
მოდით ბევრს არ ვიბოდიალებ და პირდაპირ იმ თემაზე გადავალ,რომელიც ჩემ არეულ თავში წარმოიშვა. წარმოიშვა რა, კითხვის ფორმით დაისვა და ეხლა თქვენი თანდასწრებით ვაპირებ რომ პასუხი გავცე.
      უკვე ბნელდებოდა სახლში წამოსასვლელად ავტობუსის გაჩერებას რომ მივადექი. ცოტა ხალხი იდგა და გული მიგრძნობდა რომ 85 ნომერი რატომღაც ცარიელი იქნებოდა და კონკურენტიც არ მეყოლებოდა ადგილში რომ შემცილებოდა.
გაჩერემაზე გოგო იდგა. რომელმაც იმითი მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ დიიდი ინტერესით მათვალიერებდა, თითქოს ჩემ შესწავლას აპირებსო, ესე მეგონა მისი ფიქრები მესმოდა: "ჰმ, არაუშავს გოგოა, კაი სამაჯური უკეთია, უი რამსიგრძე თმა ჰქონია, ნუ ცოტა აეწეწა, მაგას არაუშავს,ეხლა დავხედოთ ფეხებს, მმმ ეს "ბალეტკები" უხდება ამ ჟაკეტს? ჟაკეტი შავი, ფეხსაცმელი ფერადი ყვავილებით, ჰმმ, ნუუ პრინციპში... სახე? მრგვალი სახე. ლოყები. წვრილი თვალები, ჩუქჩა?..."
    თითქოს ჩემი გარეგნობით ისიამოვნაო. ვგრძნობდი რომ მოვეწონე. კმაყოფილი იყო თითქოს. მე კიდე რამდენჯერაც შევხედე იმდენჯერ ვიფიქრე რა ლამაზი სახე აქვს მეთქი. ჩვეულებრივი მშვიდი, პატარა ნაკვთებიანი სახე ჰქონდა, ქერა თმა, მოკლე. პუტკუნა ეთქმოდა და აი სწორედ ამაზე მინდოდა მელაპარაკა, მე კიდევ ლირიკული გადახვევები ვაკეთე.
"ლამაზია, აი ცოტა გამხდარიც რომ იყოს..." ეს გავიფიქრე და ჩემი ტავისვე გამიკვირდა.
    რატომ უნდა ყოფილიყო გამხდარი?
    ვინ დაადგინა,რომ გოგო გამხდარი თუ არაა ლამაზი ვერ იქნება?
(თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მე ვარ მსუქანი და იმიტო "აღვშფოთდი" :D (შეცდით ასე თუ იფიქრეთ))
უბრალოდ ჩემი თავისვე სტერეოტიპულობით გავოცდი, სულ თავს ვდებდი კლიშეებისა და იარლიყების მსხვერპლები ვართ მეთქი და მეთვითონვე გამაფიქრდა სისულელე.

    და საერთოდ როდის "შემოვიდა" სიგამხდრე მოდაში?
(შეიძლება ნათქვამიც მაქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი რა მენაღვლება? :D)
 სიგამხდრის ტენდენცია სხვა არავის ბრალია, თუ არა იმ მოდური დიზაინერებისა, ვინ ცდილობდა რაც შეეძლო გამხდარი მანეკენი ეპოვა, რათა ნაკლები ქსოვილი დაეხარჯა თავისი დეფილეებისთვის. ეს იყო და ეს... და ამ სრულიად კომერციული კი არადა, უბრალოდ მოგებაზე გათვლილი ნაბიჯის გამო დღეს ათასი გოგო იტანჯება. შეხედავ გოგოს ნორმალურია, ის კიდევ იმაზე წუხს, რომ 90-60-90 არ არის და თავი მახინჯი ჰგონია. (არადა მახინჯ, ფეხებდაღუნულ, ყურპარტყუნა მოდელებს რა დალევს ამ დედამიწაზე ღმერთო ჩემო??)

    დეგენერატად ჩამთვალეთ თუ გინდათ, მაგრამ მე მაინც მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რა ლამაზი ხარ მეთქი, მაგრამ არა.
და აქ კიდევ მეორე კითხვა.
რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ ესეთი რაღაცები?
წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვიღაც გოგო მოდის და გეუბნებათ რა ლამაზი ხარო. რას გაიფიქრებთ? ეს აშკარად ვერააო. არა?
   და რატო?
   რატო უნდა იყოს ესეთი ელემენტარული სიკეთე რაღაც არანორმალური და არაჯანსაღი?
შეიძლება მარტო მე ვარ ესეთი, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ ვინმე უცნობი (თქვენივე სქესის მითუმეტეს) რომ მოვიდეს და კომპლიმენტი გითხრათ მაინც იფიქრებთ რომ ეს ადამიანი მაინცდამაინც დალაგებული ვერაა. და რატომ? ბავშვობაში რომ გვასწავლეს უცნობებს არ დაელაპარაკოთო მაგისი ბრალია ვითომ?



  ნუ, შეიძლება ზედმტეად პროპაგანდისტული პოსტი გამომივიდა "არიქა გოგოებო ჭამეთ" ლოზუნგით, მაგრამ რაც მინდოდა ის დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ არც ესეთი ჰუმანური  მგონია ჩემი თავი, როგორითაც ამ ნაწერით წარვსდექი ქვენ წინაშე :D




     მუდამ თქვენი კითხვის ნიშნებიანი fიბი

Комментариев нет:

Отправить комментарий