Friday, March 9, 2012

რამ გაგვყო მე და სოლომონი?

        ორ დღიანი "ვოიაჟის" შემდეგ დავბრუნდი და ვცდილობ ბლოგზე წერის ტვირთი შევუმსუბუქო თაკომეს :D
    ყველას თავისი დევიზი აქვს ცხოვრებაში, ჩემი დევიზი მარტივია "ყველაფერს აქვს დასასრული". ეს სულაც არაა სენტიმენტალურ-ცრემლნარევი დევიზი, აქაოდა მაინცდამაინც კარგი რაღაცები უნდა სრულდებოდესო. თქვენი არ ვიცი და მე ამ რამდენიმე ჯადოსნურ სიტყვას ლოდინისას ვიყენებ და ძალიანაც მშველის, აი წარმოიდგინეთ სულ ცოტა ხნის წინ გზაზე ვიდექი, ქარში თან ხან ცალ ფეხზე დავხტოდი და ხან მეორეზე, თანაც გასახურებლად რაღაცებს ვღიინებდი და ტრანსპორტს (რა ოფიციალურად ჟღერს) ველოდებოდი და აი ეხლა საწოლში ვარ მოკალათებული. რა ტქმა უნდა კარგი რაღაცებიც მთავრდება, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ძიირითადად კარგი რაღაცები ღიმილით მთავრდება ხოლმე და ძირითადად "რა კარგი იყოს" თქმის საშუალებას იძლევა. ყველანაირი მტკივნეული სინანულის გარეშე.
    "ყველაფერს აქვს დასასრული" ეს იყო ჩემი მხსნელი ფრაზა აბიტურიენტობის დროს, ესაა ახლა ჩემი მხსნელი ფრაზა, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი წარმომიდგება თვალწინ.
    დღეს რაღაც უკუღმართი დღეა და არც გუშინდელი იყო მაინცდამაინც წაღმა.
გუშინ მთელი დღე ფანჯრის წინ ვიყავი და გაშიშვლებულ ტოტებს ვუყურებდი. შიგადაშიგ დაქალის ბებოს ვუქნევდი თავს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა და ყველას და ყველაფერს ლანძღავდა, ტელევიზორს არც ვუყურებდი, არც ვიცოდი ვინ იყო დამნაშავე და რატომ, მაგრამ მე მაინც თავს ვუქნევდი.
     ის ღამეც დამთავრდა, სიბნელეში რომ ვერ ვხვდებოდი თვალები გახელილი მქონდა თუ დახუჭული და გამაყრუებელ სიჩუმეში ვიღაცის ფეხის ხმაც რომ მეჩვენებოდა კორიდორში.
ეხლა ამ ყველაფერზეც მეღიმება.
    სოლომონ ბრძენს   ერთი ბეჭედი ჰქონდა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა მხოლოდ, თუ ბეჭედს დახედავდა, როდესაც ბედნიერი იყო, მაშინ საშინლად გამწარდებოდა ხოლმე, თუ ბეჭედს დახედავდა როცა უბედური იყო, მაშინ უცბად გამხიარულდებოდა ხოლმე.
და რა ეწერა ბეჭედზე?
"ესეც გაივლის"
 რამ გაგვყო მე და სოლომონი? :D


    პ.ს (რამდენიმე სამარცხვინო დღის მერე) კეისარი კი არა სოლომონ ბრძენი იყო და როგორ ამერია და რა უვიცი გამოვედი ბოლოში წარმოდგენაც არ მინდა =D 
ეს შესწორება ეხება იმათ, ვინც ეს პოსტი აქამდე წაიკითხა და ჩემმა შეცდომამ ან შეაძრწუნა, ანდა შეცდომაში შეიყვანა :D მე მაპატიეთ :D
                                                   
                                                    დაბნეულ-სამარცხვინო fიბი 

No comments:

Post a Comment