воскресенье, 11 марта 2012 г.

სტუკა!




ახლანდელ პატარებს რომ კითხო საყვარელი თამაში რა არიო .. უმეტესობა გეტყვის რომელიმე კომპიუტერული თამაშის სახელს...
ჩემი ბავშვობის თამაშები ძირითადად ეზოს ეხებოდა მაგალითად "კლასობანა", "ვისი სული გსურს'', "დახუჭობანა", "გაშეშობანა", "დაჭერობანა","წრეში ბურთი ","წეროები", "გაფუჭებული ტელეფონი" მმ მიუხედავად იმისა რომ სეგაც მქონდა თამაში მაინც გარეთ მერჩივნა ..
განსაკუთრებით კლასობანა მიყვარდა ავარჩევდი ბრტყელ ქვას (კარგად ისროდი უფრო) და ვიწყებდი ხტუნაობას საკმაოდ აზარრტული თამაშია მე თუ მკითხავ ჰუჰ
ვისი სული გსურს  მთელი უბნის ბავშვები ვთამაშობდით დიდ სტადიონზე ჩავჭიდებდით ხოლმე ხელს და გამოექანებოდა ერთი ...
მმ არჩევანი არადანის დასწრება ხო ერთი დიდი თამაში იყო ჰუჰ
დახუჭობანა ძირითადად საღამოს თამაში იყო ცოტა რომ ბნელდებოდა (აქაც მთელი უბანი ჩაერთვებოდა ხოლმე) ყველა უფრო ბნელ და მიუგნებელ ადგილს ეძებდა ზოგიც ეგრევე დახუჭულის ზურგს უკან იმალებოდა და ეგრევე "ასტუკებდა" =))
გაშეშობანა ყველაზე ნაკლებად მიყვარდა მაგრამ ამასაც დიდი ჟრიამული მოჰქონდა..
პრინციპში გაშეშობანა და დაჭერობანა ერთმანეთს გავს ერთი ისაა გასეშობანაში მეტი შანსი გაქ ცოცალი დარჩე =))


ბავშვობაში უამრავ თამაშს ვიგონებდი (თანაც ტურებით) ახლა იმხელა ფანტაზია რომ მომცა ბლოგისთვისაც უკეთეს თემას ავირჩევდი ჰუჰ
და უკვე 9 საათისთვის დედაჩემის ხმა გაისმებოდა აივნიდან სახლისკენ მიხმობდა ... დაღლილი ავბობღდებოდი გაუნათებელ სადარბაზოში..
კაი იყო ის დროც..




პ.ს პასკა პასკა გამოცხვიი თუ არ გამოცხვები დედას გიტირებ!


თაკომე

Комментариев нет:

Отправить комментарий