суббота, 17 января 2015 г.

"მარჯნის სანაპირო"


მესამე თავი
   „ლუსი წამოდი არ გინდა ჰოთდოგები ვჭამოთ“- მიყვირის მადუ და მე უარის ნიშნად თავს ვიქნევ. ისევ იგივეს რომ მიყვირის დეიდა, მაშინ იძულებული ვხდები წამოვჯდე და მეც ყვირილით ვუპასუხო რომ არ მშია.
დეიდა მაფრთხილებს რომ  დღეს კოტეჯში საღამოს წვნიანი გვაქ, მაგრამ მე იმაზე მეტად ზარმაცი ვარ ვიდრე წვნიანი არ მიყვარს, ამიტომ ვრჩები.
 ვერ ვიტან ქვიშას ახლა მივხვდი სწორედ ამ მომენტში, როცა დავხედე ჩემ ქვიშიან ფეხებს. იმასაც ვერ ვიტან მთელ სხეულზე რომ გეწებება და კაი ხანს მოგყვება.
 ახლაღა შევნიშნე რომ ჩემ გვერდით ვიღაცა წევს ახალგაზრდაა ასე 26 წლის იქნება ბიჭია.. თუ მამაკაცი .. არ ვიცი ამ ასაკისაზე რას ამბობენ , ალბათ ორივე. რა საინტერესოა რომ ვკითხო რას მიპასუხებს... რა თქმა უნდა არ ღირს მსგავსი კითხვებით საუბრის დაწყება ამიტომ ხმამაღლა ვამბობ:
-         დღეს ძალიან კარგი ამინდია !
ჩემი გასროლილი ფრაზა მონოლოგად რჩება. მე კიდევ არ ვიცი ალბათ ჩემი ნათესავებისნაირი ახირება მემართება და ახლა უკვე ვეკითხები
-         უკაცრავად, თქვენ ჩემ წყლის სათვალეს ხომ არ აწევხართ?
-         მე? უკვირს მამაკაცს .
-         ხო, სანამ მოხვიდოდით ზუსტად ვიცოდი რომ მანდ იდო, ახლა კი აღარ ჩანს. - არ ვნებდები მეც.
 ის დაზარებით წამოიწევა, პირსახოცს აქეთ იქით წევს ხელებს აფათურებს, ჩანს ძალიან არ უნდა, რომ მე ვარსებობდე და კიდევ უფრო ძალიან არ უნდა სათვალე რომ  გამოეგონებინათ, მაგრამ მაინც ეტყობა ზრდილობიანი ბიჭია თუ კაცი.
-         აქ არაა, ალბათ აიღეთ და აღარ გახსოვთ.
-         იქნებ წამოდგეთ ? ვეუბნები და ჩემ თაფლისფერ თვალებს ვაფახურებ.
ბიჭი დგება და უსიტყვოდ მიდის ნუდისტური სანაპიროსკენ. მე თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, სათვალეს ჩანთიდან ვიღებ და წყალში გახურებული სხეულით ვვარდები.
 წყალში თითქმის ისევე ვგრძნობ თავს როგორც საბნის ქვეშ თავჩარგული. ალბათ ასე არიან თევზებიც... თმები ტანზე მეტმასნება კანი მინაოჭდება და ვგრძნობ, რომ დროა ამოვისუნთქო, თავს წყლიდან ნელნელა ვწევ, კანზე ბუსუსები მაყრის, სათვალეს ვიხსნი და გამოვდივარ. ჩემ ჩანთასთან ბიჭს ვხედავ, უფროსწორედ კაცს, რომელიც საკმაოდ უხეშად მიყურებს, სათვალეს წყალში ვაგდებ და ისე თითქოს არც მქონიაო თვალებს ვისრესს.
რამდენი წლის ხარ? -მეუბნება ის გაბრაზებული ხმით როცა ვუახლოვდები.
მე ვეუბნები რომ ოცის. ის ცოტათი დაეჭვებული მიყურებს, მაგრამ ვიცი შემიძლია ოცი წლისას ვგავდე. ეს საკმაოდ მარტივია. სერიოზული სახით უნდა იყურო, თან ისეთი უნდა იყო თითქოს ბევრი რამე გაგეგება სხვადასხვა საკითხში,მაგალითად მანქანებზე, ბიჭებზე, სასმელებზე, მუსიკაზე. ხშირად  უნდა თქვა სიტყვა -სხვათაშორის- და კიდევ უფრო ხშირად გაიხსენო კოლეჯის ამბები, ისეთი, ოდნავ მტკივნეული ნოსტალგიით. კი, შემიძლია ასეთი ვიყო...თვითრწმენა დაბრუნებულზე ვეუბნები:
-         სხვათაშორის, კოლეჯშიც ყველა ასე მიყურებდა, მერე რა განა ცუდია, როცა იმაზე  ახალგაზრდად გამოიყურები ვიდრე ხარ? ამას ვეუბნები დაჟინებული თითქმის გამჭოლი მზერით
ის დუმს 10 წუთში კი მეუბნება
-         მოუფრთხილდით თქვენს ნივთებს წყალში გადასაყრელი არ გაგიხდეთ.
  მგონი ასე მაშინ შემრცხვა, როცა მეორე კლასში ჩავიფსი. მახსოვს, მარკმა ყველაზე მწარედ დამცინა. მარკი ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო სკოლაში, მაგრამ მე შანსი არ მქონდა. ასე მეგონდა და ახლაც ასე მგონია რომ დამელაპარაკა მასთან აუცილებლად ასე მეტყოდა ა, შენ ის გოგო ხარ რომ ... მოკლედ, თქვენც კარგად იცით რაც. ხო, ალბათ ახლა უფრო მრცხვენოდა, მაგრამ ახირება ახირებაა, რომ აგიხირდება მერე მტრისას.
 ქვიშაზე ისე ვეცემი რომ ზემოდან ვაყრი და თვალებს ვხუჭავ. საკმაოდ კარგი გამოსავალია, თავს ვიმკვდარუნებ, თან ვირუჯები, თან არ მიჭყიტინებს...  არ ვიცი ჩემი მოწინააღმდეგე რას შვება ამ დროს, მაგრამ მე რომ თვალებს ვახელ ის უკვე აღარ ჩანს.
 ქვიშის ნაბიჯები ნუდისტური პლიაჟისკენ მიდიან.

სადღაც ნახევარ საათში დეიდა და რაიანი ბრუნდებიან, რაიანს მუცელზე კეტჩუპი აქვს დეიდას „საწრუპიანი“ ქოქოსი მოაქვს და თითქმის ძალით მტენის ხელში. 


თაკომე 

Комментариев нет:

Отправить комментарий