Saturday, January 24, 2015

"მარჯნის სანაპირო"



მესამე თავი

მესამე დღეს გავიგე რომ იზი ნუდისტურ პლაჟზე მუშაობს მაშველად. აი, კურიოზი! ალბათ იზისნაირად არავის უხარია ხელფეხაფართხალებული ადამიანის დანახვა წყალში. ამავე დღეს შევხვდი იზის ჰოლში. აკვალანგისტს გავდა, თმები ლურჯად შეეღება, ტატუ გაეკეთებინა თავიდან მეგონა რომ ჩიტები გამოისახა, მაგრამ რომ მომიახლოვდა, მივხვდი დელფინები იყვნენ. მთელ წელზე ჰქონდა დელფინები, რომლებიც წრეს ქმნიდნენ და ძალიან თუ შეყვებოდი ფიქრს გეგონებოდა რიტუალური ცეკვა იყო გამოსახული.
იზიმ რომ დამინახა ხელიდან ჭიქა გამივარდა. იმხელა შეყვირა ლუსიო და ისეთი ძალით შემომახტა ორივენი ძირს დავვარდით. ორი დღე მტკიოდა ფეხი, მერე უბრალოდ მივეჩვიე.
იზიმ მითხრა რომ საერთოდ არ შევცვლილვარ, რაც ასეცაა. ერთ ეგ მითხრა შუბლი შეგეჭმუხნაო. იმ დღესვე ჩავიხედე სარკეში და მეორე დღესაც გადავამოწმე. ჩემი შუბლი ჩვეულებრივი იყო.
იზიმ იმაზე მეტი რამ მომიყვა ვიდრე ველოდი და იმაზე დაწვრილებით ვიდრე მე შემეძლო ამის ატანა. თურმე, მართლა ხვდება თავისზე უფროსს კაცს, აღარ მახსოვს ან 7 წლით დიდიაო ან 17-ით. იზის შემთხვევაში ალბათ არც აქ მნიშვნელობა ასაკს. საერთოდაც იზის რომ ვუყურებ ასე მქონია ყოველწამს ვულკანი უფეთქდება სხეულში. თურმე ეს ამბებიც თვითონ გაავრცელა. ასე მითხრა საკმარისია ბარმენ ჯოსთან რამე თქვა და მეორე დღეს ყველა შენზე ლაპარკაობსო, ეს რომ ცოდნოდა დეიდა მადუს შარშანწინ...
მეხვეწა ხვალ წამოდი პლაჟზე, გადასარჩენი ბევრი არაა და ვინც არის, ზოგჯერ ისინიც არ არიან გადარჩენის ღირსიო. ისიც დააყოლა, რომ მდოგვის ბუტერბროდები ექნება და ცისფერი ლაგუნას კოქტეილი. მერე ერთი შემომხედა და გაცრეცილი მეჩვენებიო, აუცილებლად უნდა მიიღო რუჯიო. იმდენი ქნა დამაფიცა კიდეც, რომ აუცილებლად გავირუჯებოდი. იზი ხომ ასეთია არ მოგეშვება რამე თუ აიკვიატა.
ნომერში შესვლისთანავე დამეძინა და დამესიზმრა ვითომ იზი დელფინებთან ერთად ფანტანის გარშემო ცეკვავდა, თვალები ლურჯი ქონდა, ტანი საშინლად თეთრი, ხელებს ხან ზევით წევდა ხან ქვევით ხან წინ და ხან უკან. დელფინები კი ფანტანს გარშემო უვლიდნენ იქამდე სანამ ყველანი სათითაოდ არ ჩახტნენ შიგნით და იზისთან ერთად გაუჩინარდნენ.

მეოთხე თავი
 დილით ვიაღაცის შენჯღრევამ გამაღვიძა. სანამ გავაანალიზებდი რომ იზი მედგა თავზე და მეძახდა იქამდე მე ჩემი დამემართა.
-იზი, იზი ხუთი წუთიც რა ! ვეხვეწები ისეთი ხმით რომელიც დედაზე ყოველთვის ჭრის მაგრამ არა იზიზე!
იზი ფეხებში მკიდებს ხელებს, არ ვიცი საიდან ეძლევა ამხელა ძალა. 4 წუთში მეც და იზიც ისევ იატაკზე ვართ, იზი მაშინვე დგება ზემოდან გუშინდელ ტანსაცმელს მაყრის და მეუბნება სასწრაფოდ ჩავიცვა. ამას ისე ამბობს თითქოს ჩემი უფროსია და უნდა დავემორჩილო. ზოგჯერ მგონია ასეცაა, იზი მარჯნის სანაპიროზე ის დინებაა რომელსაც მივყვები.



თაკომე 

No comments:

Post a Comment