Monday, January 19, 2015

"მარჯნის სანაპირო"



მეოთხე თავი
 დღეს გადავწყვიტეთ მე და იზიმ რომ ნუდისტების პლაჟზე წავიდეთ საღამოს. იზი ამბობს მე ისე წავალ როგორც ნუდისტს შეეფერებაო, მე მგონია რომ იზი ცოტა აფრენს... იზი ჩემზე ერთი წლით დიდია, ჰაჰა ორით, მახსოვს ვკითხე მაგრამ დამავიწყდა. სახელი ხომ მახსოვს ეს უკვე კაია.
მე და იზის თითები ქვიშით გვაქ გამოტენილი, გული ამოვარდნაზე გვაქ, სუნთქვა გვიჭირს იზიმ გზაზე მოიფიქრა რომ თამაში გვეთამაშა ვინ დაითვლის უფრო მეტ ნუდისტ კაცს... როგორც იქნა ამოვისუნთქე, იზი ამბობს რომ 14 -ამდე დათვალა და რომ მერე თვალები უბრალოდ გაექცა, მე კიდევ მგონია იტყუება. მე მხოლოდ სამი დავინახე ერთი გულაღმა იწვა და მხოლოდ მოტვლეპილი თავი უჩანდა, მეორე წყალში იყო, მესამე მოკუნტული იწვა მგონი ეძინა, კი ალბათ ეძინა.
იზი მეუბნება რომ ეს არაა საკმარისი და აუცილებლად უნდა წავიდეთ მეორე დღეს იქ. მე კიდევ ძალიან მეზარება ვიღაცეების უკანალების ყურება. ამიტომ ფეხს ვითრევ.. ასე გრძელდება იქამდე სანამ, მეც ამომივა ყელში და დავთანხმდები. ასეთია, იზი თუ აიჩემა შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს. მე და იზი პლიაჟზე დაახლოებით პირველ საათზე გავედით მზე ორივეს ზემოდან გვიყურებს ჩრდილები ჯერ არ გვაქ. იზი წყალში გასაბერ ლეიბზე წევს და ირუჯება. მე პირსახოცშემოხვეული მოკუნტული ვზივარ. რატომ უყვარს ხალხს ყველაფრის გამომზეურება ... ვერ ვხვდები, ალბათ ამიტომაა მამამ რომ დედა მიატოვა. დედა დეიდას გავს, ერთი სული აქვს თავის ცხოვრება ყველა დეტალით გაანდოს ვინმე სიმპატიურს.ოღონდ არა იმიტომ, რომ ენაჭარტალაა, უბრალოდ გონია, რომ ეს საინტერესოა. არადა ყველას ისტორია ერთმანეთს გავს. ქოლგა თითქმის ჩაეფლო ქვიშაში,ხელზე კანი მძვრება, თვალემოჭუტული იზის ვეძებ, იზი ტივტივებს.
  მერე თვალებს ვხუჭავ თავს ვიმკვდარუნებ, პირსახოცს ქვიშაზე ვანარცხებ და ყვირილით გავრბივარ იზისკენ.

თავი მეხუთე
  დღეს ბევრი საქმე გვაქ. ხვალ დილით ადრე დედა გამოგვივლის მანქანით და უკან წაგვიყვანს. დამთავრდა ზაფხული. რაღაცნაირი ნოსტალგია მოგაწვება ხოლმე, როცა ზაფხული მთავრდება, ამას ყველაზე მძაფრად, ალბათ მაშინ აანალიზებ, როცა სკოლაში შედიხარ და პირველად მთავრდება არდადაგები. ზაფხული არ მიყვარს. ამიტომაა ალბათ, არა ნამდივლად ამიტომაა რომ არ მიყვარს. სევდიანი აგვისტოა მშვენიერი ამინდით მზეს ღრუბლები აფარია, დეიდა გაფაციცებით ცდილობს ყველა სხივი დაიჭიროს და გარუჯული სხეული კიდევ უფრო გაერუჯოს. რაიანი წყალთან ზის, ვწევარ და ამიტომ მხოლოდ  მის ზურგს ვხედავ, ხერხემალი ჯერ ჩაწეული აქვს მერე ამოწეული მერე ისევ ჩაწეული, ქვიშას იღებს ხელში და ისე უშვებს როგორც ქვიშის საათი.
მე და იზი კიდევ 4-ჯერ ვიყავით ნუდისტების პლიაჟზე. იზი კარგი გოგოა, ახლოს რომ გაგეცნო მოგეწონებოდა შენც.ერთი ეგაა ტყუილები უყვარს. მაგისიანებმა არ იციან ოკეანეში რომ დედიშობილა შედის, თორემ ალბათ ფულსაც არ დახარჯავდნენ ძვირფასთვლებიან საცურაო კოსტუმებში. მე მგონია რომ იზი უფრო ქალთევზაა ვიდრე ადამიანი.
  დეიდა მეუბნება რომ დროა წავიდეთ მე ვდგები ქვიშას წყალს ვატან, თვალს მზეს ვუსწორებ, ყველაფერი წითლდება ირგვლივ და ვამბობ „სალამი სევდავ“ .  სიტყვის დასრულებას ვერ ვასწრებ რომ იზი მტაცებს ხელს და მიმარბენინებს.. მერე ისევ იგივე მეორდება, კანი უკვე გადამძვრა ხელზე. იზი სანაპიროზე გულაღმა წევს ხელებს ქვიშაში ტენის და მთელი ძალით ზემოთ ისვრის, მერე გუნდებს აკეთებს და მეუბნება მსუქან კაცს ვესროლო, თანაც იფიცებს რომ თვითონ დაიბრალებს.ამას იქმადე მთხოვს სანამ მე ისევ ჩემი არ მემართება.

 მგონი უკვე გითხარი იზი მატყუარაა თქო, ამიტომ გიჟივით მოვრბივარ ნუდისტური პლაჟიდან... უკან  ნაკვალები მომყვება, ასე მგონია თუ არ ავუჩქარე გამასწრებს თქო.


თაკომე (გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment