Tuesday, January 20, 2015

"მარჯნის სანაპირო"


ნაწილი 2
პირველი თავი

მარჯნის სანაპირო არ იცვლება, ისევ ისეთია როგორც ყოველთვის,ასე მგონია მარტო ეს სანაპიროა ასე უძრავი. ჩვენ რომ ჩამოვედით 2 წელი იყო უკვე გასული ბოლო ვიზიტიდან. ბუნდოვნად მახსოვდა აქაურობა, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველწელს აქ ვიყავით ხოლმე , მოგონებები მაინც მიიჩქმალა.
 სეზონი ჯერ არ იყო ნიკმა მანქანა სანაპიროზე რომ გაიყვანა დავინახეთ, რომ ეს ესაა დაუწყიათ ბუნგალოების მშენებლობა , სანაპიროზე ცოტა ხალხი იყო, ალაგ ალაგ შხაპს იღებდნენ, ხაკისფერი გოგოები.
მარჯნის სანაპიროსგან განსხვავებით, ჩევნთვის ბევრი რამე შეიცვალა ორ წელიწადში, დეიდა მადუ დაინიშნა, ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო ჩვენს ოჯახში. ნიკი დეიდაზე 3 წლით უმცროსი იყო , ტრენერი. დეიდამ ის ფიტნეს გაკვეთილებზე გაიცნო. როგორც მადუ ამბობს ნიკი თვალს არ აშორებდა და იმწამსვე შეყვარებია თურმე დეიდა. ნიკი კიდევ არ ლაპარაკობს ბევრს, ამიტომ მხოლოდ მადუს ვერსია არის ჩვენთვის ცნობილი, თუმცა მე თუ მკითხავთ დეიდამ გასაქანი არ მისცა ნიკს, ზოგჯერ (მაშინ როცა დეიდაზე გაბრაზებული ვარ) მგონია ხელიც თვითონ თხოვა. თუმცა ვინ იცის...დეიდა რომ საფლავში ჩაიტანს სიმართლეს ეს ყველასთვის ნათელია.
დედა ჟორჟს გაეყარა. ჟორჟი არ იყო ცუდი კაცი პირიქით მომწონდა კიდეც, მაგრამ ჩემ გარდა და დედას გარდა აღმოჩნდა რომ კიდევ ბევრს მოწონდა .... ამ ამბავმა დრამის გარეშე არ ჩაიარა ოჯახში. სწორედ ამიტომ იყო რომ წინა წელს დასასვენებლად შვედეთში წავედით. დეიდამ თქვა დედათქვენს ახლა სიახლეები სჭირდებაო . თუმცა საბოლოოდ მე დეიდა და რაინი წავედით შვედეთში.
  დედა იმიტომ არ ისვენებს ზაფხულობით რომ ისედაც დასვენებულია, ასე თვლის რაიანი რომელიც ამ ორ წელიწადში საკმაოდ გაიზარდა. უკვე 10 წლისაა და შესანიშნავად ლაპარაკობს ფრანგულად. მე ამას წყობილებიდან გამოვყავარ, როცა არ უნდა რამე გავიგო ტელეფონზე ფრანგულად იწყებს ლაპარაკს მესიჯებსაც კი ფრანგულად წერს! ზოგჯერ აუტანელია რაიანი...

 მე ამ ორ წელიწადში მგონი ყველაზე ნაკლებად შევიცვალე. ისევ იმ სიმაღლე ვარ, თმა ისევ ქერა მაქ , წონა 49. ერთი ეგაა უაზრო ნერვიულობა დამჩემდა მომავალზე. 
                                                                 
                                                                 მეორე თავი 
 ბარგს კოტეჯში ვტოვებთ და სანაპიროსკენ მივემართებით. ხალხი კიდევ უფრო ცოტაა ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით საკმაოდ მარტივია. სანაპირომდე ლოკოკინების ბილიკს მივუყვებით. არასდროს არ მიყვარდა ეს ბილიკი, ესეც ლოკოკინასავით უსაშველოდ ნელა მიიწევს წინ.
ქვიშა დატკეპნილია, მე და რაიანი წყლისკენ მივრბივართ, რაიანი ასეთ მომენტებში საკმაოდ აზარტულია და ფიქრობს რომ თუ ხელს მკრავს, ან ფეხს დამიდებს მიმასწრებს... მე კიდევ იქამდე ვკრავ რაიანს ხელს და ფეხსაც ვაყოლებ, როცა ესესაა დავიძარით, ასეა ძნელია იყო ოჯახში ყველაზე პატარა.
ჰო მართლა, კოტეჯში გავიგე რომ იზიმ სამუშაო იშოვა. ალბათ მიმტანია, ან კოტეჯის რეგისტრატურაში მუშაობს. ისიც გავიგე, რომ ვიღაც მასზე უფროს ხვდებაო, მაგრამ ეს უფრო ჭორი მგონია.  პირად ცხოვრებაზე სიმართლეს არავინ ამბობს სახალხოდ. ამაზე დეიდა მადუმ ლექციაც კი წაგვიკითხა, როცა რაიანმა თითქმის აღნავლებულმა გვითხრა რომ ანჯელინა და ბრედი დაშორდნენ. დეიდა თვლიდა, რომ ცნობილი ადამიანები თავად ირთულებენ ცხოვრებას, მაშინ როდესაც ცნობილები ხდებიან. მე მგონია დეიდა ამას გაუცნობიერებლად ამბობდა, ალბათ რომელიმე ჟურნალში ამოიკითხა. თუმცა დეიდამ ყოველთვის იცოდა სად რა ეთქვა, ეს ფრაზაც შესანიშნავად გამოიყენა.
პლიაჟი ფიქრისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. ამიტომ არ მოდის ალბათ დედა დასასვენებლად. ასე მგონია დედამ კარგად იცის რომ დაფიქრდეს მიხვდება რომ მარტოხელაა. ასეთი რამის მიღება კიდევ ბევრ ადამიანს არ შეუძლია. 



თაკომე

No comments:

Post a Comment