საახალწლო ბოდიალითა და მილოცვებით თავს არც მე შეგაწყენთ ,უბრალოდ.
დაახლოებით იგივე რაღაცას დავწერ, უფრო სწორედ ფორმატი მექნება მსგავსი :D
გასული წლის შეჯამება და მომავალის მოლოდინები :D
2011 რა იყო საერთოდ? თაკომესგან განსხვავებით კარგ წლად არ ვთვლი. ჰმ. ნუ, ალბათ კარგი იმით იყო, რომ სადღაც ნაგვის მანქანამ არ გამიტანა, ან თუნდაც სადმე მიწა არ გამისკდა და ეხლა საღსალამათი ვზივარ ოთახში.
არ ვიცი. შეიძლება უმადური ვარ, ძალიან დიდი უმადური, მაგრამ ცემთვის 2011 მაინც უაზრო წვალების და გაუმართლებელი იმედების წელი იყო. (თუ იმას არ ჩავთვლით რომ მეც პირველივეზე (ჯავახიშვილში) მოვხვდი და 70%საც გამოვკარი ხელი, (აქ ცოტა წვაიმარიაჟე:D)მაგრამ რისთვის მინდოდა ასე ძალიან, ეგ უკვე სხვა თემაა)
ჰოომ, ნათელი წერტილი ზაფხული იყო, ჩემ გოგოებთან ერთად გატარებული და როგორც ყოველთვის კურიოზებით სავსე :P
კარგი ზაფხულები მასულდგმულებს, თორე ეგეც რომ არ იყოს, ალბათ ძალიან, ძალიან გამიჭირდებოდა. (ეს ისე, ლირიკული გადახვევა)
ახალ წელს როგორ შევხვდი?
სახლში.
საერთოდ მე თუ მკითხავთ, ახალ წელს სახლში უნდა შეხვდე, საოჯახო დღესასწაულია.( რა კარგი სიტყვაა დღე-სასწაული :D)
ჰო.
სახლში შევხვდი და მერე მეგობრებთან გავქუსლე, სამწუხაროდ თაკომე ვერ ვნახე :(
ისე დავთვერი (რისიც მთელი წელი შემრცხვება) , რომ თაკომეს სანახავად ვეღარ გავედი :|
თუმცა კარგად აღვნიშნე 2012ის დადგომა, მიუხედავად მოჭარბებული ალკოჰოლისა :D საერთოდ არ მივეკუთვნები ისეთ ადამიანებს, ვინც თავის სიმთვრალეზე ხალისობს, ან თუნდაც ეამაყება ეს მდგომარეობა (ესეთები ბევრნი არიან) და ძალიან მიჭირს ამ ამბის გახსენება, მაგრამ რაც იყო ითქვას.
არასდროს დამილევია ისე, მეორე დღეს ჩემთვის რაღაცები რომ შეეხსენებინათ :D
ტყუილა კი არ ამბობენ ყველაფერი ხდება ხცოვრებაში პირველადო :D ( და უკანასკნელად!!!)
2012-სგან სრულყოფილებას ველი.
წელო, იყავი უნაკლო.
fიბი
No comments:
Post a Comment