შეიძლება ბევრი ამ წიგნს "გოგონა დრაკონის ტატუთი" იცნობს მაგრამ მე პირადად ეს სახელი უფრო მომწონს..უფრო უხდება და მთავარ სათქმელსაც ლაკონურად გადმოგვცემს.
ამ წიგნის შესახებ სხვადასხვა ბლოგის საშუალებით შევიტყვე საერთოდ მჩვევია რაიმე წიგნის ძებნა ბლოგებზე შეფასებების მიხედვით თავიდანვე ჩამითრია გამიკვირდა ისეთი აღფრთოვანებით ლაპარკობდნენ ამ წიგნზე და გადავწყვიტე მეყიდა..
არ ვიცი ბლოგებმა არ ვიცი ხალხმა (ან რამე რეკლამამ) მაგრამ წიგნი ძნელი საშოვნი იყო.. მოვიარე ბიბლუსის მაღაზიები და სულ მეუბნებოდნენ რა ყველას ეგ წიგნი გინდათო ვიკითხე ჩვეულებრივ წიგნის მაღაზიებში არც იქ შემხვედრია.. მოკლედ საბოლოოდ ვაგზალს მივაკითხე და თავისუფლად შევძლეი მისი ყიდვა სულ 10.90 დამიჯდა (თუმცა ახლა ზოგიერთ ჯიხურში 7 ლარად იყიდით თუ არ ვცდები)
ხომ წიგნს უკანა ყდაზე ვიგებთ წიგნის მოკლე შინაარს და ავტორზე ცნობებს როგორც შემდეგ გავიგე ჟურნალისტი ყოფილა, სამწუხაროდ თავისი წიგნის წარმატებას ვერ მოესწრო(ყველაზე მეტად ეს მიშლის ხოლმე ნერვებს სიკვდილის შედეგ დაფასება:|) აი ის რაც ვიკიპედიაზე
სტიგ ლარსონად - შვედი ჟურნალისტი და მწერალი. მას ეკუთვნის რიგი კრიმინალური რომანებისა, რომლებიც გამოქვეყნდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ. სახელი გაითქვა მილენიუმის ტრილოგიით.
ისე ეს ქართული ვიკიპედია ხომ მხოლოდ 4–5 წინადადებით შემოიფარგლება ხოლმე თუ მაინცდამაინც ილია არაა ან ვაჟა.
მოკლედ რაღა ბერვი ვილაპარაკო პირდაპირ წიგნზე გადავალ.. ეს იმ წიგნებს მიეკუთვნება მთელი დღე რომ არ გინდა ხელიდან გააგდო და არ გინდა რომ ოდესმე დამთავრდეს. პირველი გვერდიდანვე წიგნი იპყრობს შენ ყურაღდებას და იწვევს შენს ინტერსესს შემდეგმმა თავებმა არც ისე დამაინტერესა აი პირველ თავს რომ მოვრჩი წიგნი ვერ გავაგდე ხელიდან ვერ ვიტყვი რომ დასაწყისი ნაკლებად საინტერესოა მაგრამ მთავარი და საინტერესო „კვანძის“ გახსნაა (თუ როგორცაა) აზრადაც არ მომსვლია რა შეიძლება დამართნოდა თითქმის 40 წლის უკან გაუჩინარებულ გოგოს.. სიტუაცია იმდენად ჩახლართულია და იმდენი პიროვნებაა რომ ცოტა დაიბნევი მაგრამ .. ნელლნელა ყველაფერი ნათელი ხდება . უფრო რომ დაიგაინტერესოთგეტყვით რომ ბლუკვმისტს, ჟურნალისტს, რომელსაც რეპუტაცია შეელახა სამუშაოს სთავაზობენ.. მან უნდა ამოხნას 16 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავი რომელიც 40 წლის წინ მოხდა.მას ხელჩასაჭიდი არაფერია აქ გარდა იმ დღეს გადაღებული სურათებისა. ერთ–ერთი საინტერესო პერსონაჟი სწორედ ის გოგოა რომელსაც დრაკონის ტატუ აქვს თუმცა ამ გოგოს გარდა ამისა სხვა ტატუც ბევრი აქ =)) უცნაური და საზოგადოებისგან გარიყული გოგო საკმაოდ ნიჭიერია „სხვის ცხოვრებაში ქექვაში“ უფრო უკეთ რომ ვთქვა კარგი გამომძებელი, ჰაკერი და ჭვიანია.
წიგნი ზოგჯერ იმდენად ამაზრზენი მომეჩვენა ბლაჰ ნიჭიერი კაცი იყო სტიგ ლარსონი და კარგი ფანტაზიის მქონე.. დასასრულც ისეთი აქვს ალბათ უფრო რეალური J
მოკლედ მე პირადად არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ ამ წიგნმა მოლოდინს გადააჭარბა და საკმაოდ გამიხარდა რომ ასეთი ჩამთრევი წიგნი ვნახე 2 დღეა ხელიდან არ გამიგდია J ცოტა მოვიწყინე კიდეც „უმისოდ“ (ღმერთმანი რა სიტყვებს ვწერ ზოგჯერ)უიჰ ხო უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ კარგი თარგმანია
მალე ფილმიც გამოვა..საინტერესოა თუ აჯობებს წიგნს (მაგრამ არამოგნია)
თაკომე
No comments:
Post a Comment