Wednesday, January 18, 2012

რას ვერ გაიგებ ავტობუსის მძღოლისგან ვერასდროს

მმ დღეს ვზივარ ავტობუსში და ვფიქრობ რა ანჩხლია ეს მძღოლი თქო ყველას აჩქარებდა და ბორგავდა თავისთვის ბუტბუტებდა ვერ ვასწრებ ვერ ვასწრებო და გამეფიქრა რას ვერ გაიგებ ვერასდროს ავტობუსის მძღოლისგან ... რამდნიმე აზრიც ეგრევე მომივიდა თავში
თქვენ ვერ გაიგებთ მძღოლისგან:
***
-ვაიმე ერთი წუთით.. (შეწუხებული მგზავრი)
-ორი იყოს.
***
დღეს მე გპატიჟებთ ყველასს
***
დაგაპიპინებინებთ
***
არ იჩქაროთ, ნელა ჩადით
***
მართვის მოწმობა არ მაქვს
***
მოაწექით რა უკნიდან..
***
განგრეული მთვრალი ვარ
***
ახლა გამოვედი ციხიდან გაიხაროს ზაზამ(ან გელამ, ან ვაჟამ) ეგრევე სამსახური მიშოვა
***
ეს კონტროლიორი მაგარი ნაშაა
***
მაგარი ანეგდოტი გითხრა?
***
ქალბატონო თუ გინდათ რომ გადავალ იქით გაგიჩერებთ .. ფეხით რომ არ იაროთ
***
მომეცით ქალბატონო პარკს ამოგატანინებთ
***
ცოტა მოეჭიდეთ რა ვატორმუზებ
***
იდექი სარკესთან არ მიშლი
***
მოიცათ, ამ ბებოს გადავიყვან გზაზე და მოვალ
***
დაბრძანდით მე ფეხზე ვიდგები ( მაინც მალე ჩავდივარ)
***
ამ ბოძებს სხვა დანიშნულება აქვს...
***
ისე შევყევი სხვებიც ავიყოლიე და ჯობს აქ გავჩერდე ... ნამეტანი მოგვივიდა =))
(თქვენი აზრებიც დაწერეთ ჰუჰ)
თაკომე

5 comments:

  1. გუშინ კაცი გავიტანე :)
    გადავალ აგერ,... და მოვალ უცებ :)
    რამ მაჭამა ეს კონსერვი :)

    ReplyDelete
  2. Replies
    1. vaa :D :D da avtobuss ise toveben? sainteresoa

      Delete