"არა დამნაშავეები კი ვიყავით, მაგრამ რა გაყვირებს ხო?"
ამ ფრაზას მე და თაკომე შევესწარით ერთ-ერთ მაღაზიაში. კარში ორი მოზრდილი და თანაც აყვირებული ქალი შეგვეფეთა და შესვლისას ეს რამდენიმე სიტყვა გამოცდილი და ფრიად შეურაცხყოფილი გამყიდველის ბაგეებს მოსწყდა და პირდაპირ სახეში მოგვეხალა. გაცინება ვერ გავბედეთ, უბრალოდ ერთმანეთს "რაღაც" ვანიშნეთ თვალებით და ჩვენ რიგს დაველოდეთ.
მოკლედ და კონკრეტულად. პათეტიკური ტონი იქით გადავდოთ და იქიდან გამოსულმა მე და თაკომემ სიცილით მთელი ქუჩა დავაყრუეთ. (შეიძლება ცოტას ვაჭარბებედე კიდეც, მერე რა :P)
ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ:
ა) რაღაც ხომ უნდა მებოდიალა?
ბ) ესე პირდაპირ ხომ არ მოგაყრიდით?
მოკლედ!
დაკვირვებბიხართ თქვენ, ადანიამებად წოდეულნო, რამდენ სისულელეს იტყვით ხოლმე? რამდენ ალოგიკურს და სასაცილოს?
და თანაც მერე პრეტენზიაც გექნებათ მის სისწორეზე? თანაც, ყველაზე საასაცილო ისაა, რომ ზემოთ ნახსენები ფრაზის დამსახურებული პატრონი, დარწმუნებულები იყავით იმ "კამათისა", თუ "შელაპარაკების" მეორე, საპირისპირო მხარეს მდგომთა (როგორ შეიძლება შეკამათების რომელიმე მხარეს იდგე? :D) რიგებში რომ ყოფილიყო, თავისი ფრაზის, შემობრუნებულს ე.წ VICE VERSA-ს იტყოდა "შეცდომა მოუვიდათ და აღარც მეყვირა?!"
ადამიანები ძალიან ხშიირად სრულიად მექანიკურად ვიქცევით: ვლაპარაკობთ , ვმოძრაობთ და არ მოვერიდები ამ სიტყვას და განვიცდით კიდეც მექანიკურად.
ვლაპარაკობთ, ანუ ვამბობთ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა შემთხვევაში სულაც არ ვიტყოდით, ან საერთოდაც შევეწინააღმდეგებოდით. ეს კი, ასე თუ ისე ჩვენს არაპრინციპულობაზე მეტყველებს.
ვმოძრაობთ, ნუ ეს უკვე გასაგებია. რა თქმა უნდა თითოეულ მოძრაობას არც უნდა დააკვირდე, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ვაკვირდები და ვხედავ, როგორი დრამატული და დემონსტრაციული ქცევები უყვართ, რომლებიც არც თვითონ სჭირდებათ არაფერში და არც სხვებს, (თუმცა ზოგ სხვას სჭირდება, ააბა როგორ მმიხვდეს რა სურს ადამიანს?)ეს ვითარება არათუ მიკვირს, არამედ მწყინს კიდეც მათი( ჩვენი) ასეთი დაუდევრობა, განა შეიძლება საკუთარი თავი ისე მოიძულო, რომ ფიქრი დაივიწყო? აჰ, დრო არ გაქვს???
განვიცდით, ეს ყველაზე რთული შემთხვევაა, მაგრამ ბევრს გვახასიათებს. გვიყვარს, იმიტომ, რომ საერთოდ "ნორმალურია" ამ ასაკში სიყვარული. აღარ გვიყვარს, იმიტომ, რომ "რაღა დროს სიყვარულია". არ ვპატიობთ, იმიტომ, რომ სხვა არ აპატიებდა, არ ვამბობთ, მიტომ, რომ არ უნდა ვთქვათ ანდა პირიქით ვამბობთ, იმიტომ,რომ ვალდებულები ვართ.
ამ თემის გავრცობა თქვენთვის მომინდია. არამგონია ვინმე ადგეს და დემონსტრაცილუად ჩაფიქრდეს ამ თემაზე, მაგრამ მაინც მგონია რომ ვიღაც მეთანხმება და ეს სრულიად საკმარისია :P
მუდამ თქვენი დაკვირვებული fიბი
dzalian momcons :)
ReplyDeletemadloba :D
ReplyDelete