Wednesday, January 25, 2012

fიბინიზე


როგორ გავიცანი ფიბინი(ანუ ნინო)

თუ ჩემ საშინელ მეხსიერებას დავუჯერებთ ეს მოხდა სადღაც 9 წლის ასკაში ერთად დავდიოდით ქართულ ცეკვაზე ..სიმართლე რომ ვთქვა გულზე არ მეხატებოდა იმ პერიოდში (მეთითონაც არ ვიცი რატომ ..ან ვიცოდი და აღარ მახსოვს)
მერე ერთმანეთს სკოლაში შევხვდით ჩემი პარალელური კლასელი იყო და მე5 კლასში გადასასვლელ გამოცდას ვაბარებდით დირექტორს. ნინომ წამრმატებით გაიარა მე ისე რა (ოჰ ეს მათემატიკა) ასე აღმოვჩნდით ერთ კლასსში. არც გევრდით არ ვმჯდარვათ არც ვმეგორბოდით მე6 კლასალმდე ..
ზუსტად არ მახსოვს რა ვითარებში დავახლოვდით მაგრამ აი უკვე მე6 კლასიდან ფიბინიმ(ნინომ) უკვე დაიწყო ჩემ მერხზე დაჯდომა და მეგობრობა..
უჰმმ ჩვენ მეგობრობა“ში“ იყო პერიოდები როდესაც „ვერ ვიტანდით“ ერთმანეთს და როდესაც „ვიტანდით“
საერთო სამეგობრო წრე გვქონდა და შესაბამისად სულ ერთად ვიყავით (იყო პერიოდი ერთ ფერში ვცდილობდით ჩაგვეცვა =)) ) მოკლედ დიდი გზა განვლეთ  : ხაან იყო მაგარი გოგოობა =)) ხან გოთობა ხან ლოთობა( კაი ხო ნინოს ნაკლებად ეხება ეს  =)) ) ხან დაუთვლელი შატალოები (რა უსინდისოუნდა იყო გოგო კვირაში 2 დღე შატალოზე იარო) ხან „შემოქმედებით აზროვნებაზე“ სიარული ხან ლიტერატურული საღამოები, ხან ერთმანეთის სოფლებში დასვენება მოკლედ რაღაც გადავეჯაჭვეთ ერთმაენთს...


რაც შეეხება ფიბინის

ფიბინი არის დაახლოებით ჩემი სიმაღლის (თუ ვიცოდე რამდნეი ვარ..:|) გოგო. აქვს მომწვანო თვალები, გრძელი სწორი თმა (რომელიც ყველას ძაან მოსწონს), არის კონტაქტური(ნუ იყო და ახლა უფრო ნაკლებად), ერთგული, მეგობრული და მოკლედ რაღა გავაგრძელო .. ხატავს კარგად, მღერის კარგად, წერს კარგად (ჩვენში დარჩეს კარგ სუპებს აკეთებს)
ყავდა უმრავი ზაზუნა რომელიც ჩემი შეძახილით დაეხოცა =)) (შეძახილმა ხე გაახმო რია) ყავდა კატა  და კუ რომელებმაც გაქცევით უშველეს თავს..
ამჟამად ფსიქოლოგობას ფიქრობს აქამდე უნდოდა რეჟისორობა, ინტერიერის დიზაინერობა (მეტი არ მახსოვს) უყვარს კითხვა და ხშირად ვუცვლით ერთმანეთს წიგნებს, უყვარს ფილმები(მათ შორის ერთი ისეეტიი.... თავშიხელისწამორტყმა) და ჩემ სახლში ყოფნა (არ აქ მნიშვნელობა სოფლის თუ ქალაქის =)) )
 ფიბინი უსმეს ტკბილ ხმიან გოგოებს (ადრე ძირითადად როკს უსმენდა) ახლა ვგონებ რაც მოეწონება იამს.. უყვარს ვიქტორიას გოგოების fეშენ შოუების ყურება. მგონი ყველა ცხოველი უყვარს და სიამოვნებით ეყოლებოდა ძაღლი ან კატა ან ზღვის გოჭი..
ნინოს ძალიან უყვარს წერა და შესაბამისად გადატენილი აქვს ბლოკნოტები ყოველდღიურობებითა და ჩანახატებით ( ამ ბოლო დროს იმ სიხშირიდ აღარ წერს როგორც სკოლაში)
არ უყვარს თსუ და რაც მაგას უკავშირდება..(გაურკვევლობა, შემეტენეობა, გამიშვიგამატარე, ხალხმრავლობა, ხმაური)
უყვაარს მწვანე ფერი და ბუნება.როლიკებით და თხილამურებით სრიალი. ზღვა და ცურვა.
ვერაფრით შევაყვარეთ ჯოკერი(თამაში და არა ნაყინი)
საკმაოდ კარგი მრჩეველია და ხშირად ვეკითხები რჩევას სხვადასხვა საჭირბოროტო საქმეზე..


რამ გადამაწყვეტინა ფიბინიზე დაწერა

იმის გამო რომ ბლოგზე არაფერი გვიწერია ჩვენ შესახებში საჭრიოდ ჩავთვალე გამეცნო თქვნთვის ფიბინი(ნინო)
Takome



2 comments: