პარიზში 1834 წლის 19 ივლისს დაიბადა ედგა-ილერ-ჟერმენ დე გა. მას ბავშვობიდანვე შეაყავრეს ხელოვნება.მამამისს ის ხშირად დაყავდა ხოლმე მუზეუმებში და აცნობდა სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს.
დეგა ყურადღებით აკვირდბეოდა და სწავლობდა სხვადასხვა სიტუაციას, მოძრაობებს, ჟესტებს... რომლებიც ადამიანთა ცხოვრებაზე მეტყველებდნენ.
„ქალის თავი“ როდესაც დეგას ძმა რენე მისი შემოქმედების ერთადერთი მემკვირდრე გახდა ყველას ვიანობა დაადგინა გარდა ამ ქალისა.პორტრეტზე გამოსახული ქალი თითქოს ფიქრებშია ჩაფლული.
„აბსენტი“ ამ ნამუშევარზე დეგას ხელმოწერაა რაც ადასტურებს რომ ეს ნამდვილად მისი შექმნილი ნამუშევარია.ეს დეგას ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტილოა მასში ასახულია ის სულიერი მდგომარეობა რომელიც მაშინ ხელოვანებში იყო გამეფებული.პერსონაჟები გევრდიგვერდ სხედან მაგრამ სრულიად უცხონი არიან ერთამანეთისთვის . მამაკაცის და ქალის მზერა სევდიანია . სურათი „აბსენტი“ 1893 წელს ლონდონში გამოფინეს. მაშნდელი კრიტიკოსი წერდა „ფერიც ისეთივე საძაგელია, როგორიც პერსონაჟები: გაუთლელი ფრანგი მუშაკი ვნებიანი იერთა და ავადმყოფი ლოთი ქალი.მოკლედ, საშინელი წყვილია.“სტატიის წაკითხვის შემდეგ სურათის პატრონმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
„დამუთოებელი ქალი“ ამ თემაზე დეგას უამრავი ნამუშევარი აქვს შექმნილი . ამ სურათში დეგა უცნაურ ხერხს მიმართავს მას მკლავების ორ-ორი სილუეტი აქვს მოხაზული. დეგას სურს მოქმედების შედეგი გვანახოს ...ქალის მზერა მაყურებლისკენ არის მიმართული.
სიცოცხლის ბოლო წლებში მხედველობის გაუარესებასთან ერთად დეგამ ქანდაკებას მიჰყო ხელი .დეგას სიკვდილის შემდეგ მის სახელოსნოში 150ამდე მომცრო ქანდაკება აღმოაჩინეს.
დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა,საფლავზე წარმოთქმულ სიტყვაში ჟან-ლუი ფორენმა გაიმეორა დეგას მიერ ნაკარნახევი ბოლო წინადადება : “მას ძალიან უყვარდა ხატვა.”
No comments:
Post a Comment