უსაქმურობისგან ლიმონის "კურკებს" მივადექი და ისე გამწედ ვაკნატუნებ,თითქოს ამაზე ჩემი ცხოვრება იყოს დამოკიდებული.
დღეს სულაც არ ვაპირებ საკუთარი "ღრმააზროვნებით" სულში ჩაგიძვრეთ და დამატებით 21 გრამით დაგამძიმოთ :D
მოკლედ.
დღეს მინდა ერთ-ერთ ილუსტრატორზე გესაუბროთ (სინამდვილეში კი უბრალოდ მისი ნამუშევრები გაჩვენოთ და აქა-იქ იქნებ კომენტარიც გავაკეთო :D რა მჭევრმეტყველი ვარ ღმერთო ჩემო :D)
ესაა Garance Dore. მოდური ილუსტრატორი, ფოტოგრაფი და მწერალი.
მის ბიოგრაფიას არ ჩამოგირაკრაკებთ( თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასზე ბევრი არაფერი ვიცი), უბრალოდ მის ილუსტრაციებს გაჩვენებთ, რომლებიც მე ძალიან მომწონს :D.
ამ ილუსტრაციებით შთაგონებულმა, ერთი ორი ბოლო ზარის წინსაფარზე და ერთიც საძინებლის კედელზე მივახატე ;)
ამ ილუსტრატორში ყველაზე მეტად სისადავე მომწონს. ეს არაა უბრალოდ კონტურების მხატვარი, მშვენივრად იცის ადამიანის ფორმები (ძირითადად გამხდრების, მაინც მოდელებთან აქვს საქმე:D) მის პატარა მონახაზშიც კი იგრძნობა, ნიჭი.
"მე ასე ვხედავ" მისი ნამუშევრები არამგონია ამ ფრაზას ეფუძნებოდეს. აშკარად ჩანს, რომ თავისეული ხედვა აქვს, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ დღევანდელი "მტახრების" უმრავლესობა თავისი უნიჭობის გამართლებას ზემოთხსენებული ფრაზით ცდილობს, ამ ქალბატონს კი თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს :P
მომწონს მიუხედავად უბრალო კონტურებისა, ზოგ დეტალს, მაინც რომ ამუშავებს, აქაოდა ვითომც აქ არაფერი, უბრალოდ ხელი წამცდაო :D
ილუსტრაციები ძალიან საინტერესო რამაა, როგორც მიხვდით. ამიტომაც კიდევ მაქვს ილუსტრაციების მთელი დასტა მზად, მაგრამ ეს პოსტი ისედაც დიდი გამოვიდა :D შემდეგში სხვა ილუსტრაციებსაც "გაგაცნობთ" (დაითვალეთ ამ პატარა აბზაცუკაში რამდენჯერ ვახსენე სიტყვა, რომელიც "ილუსტრ"-ზე იქყება და "აცია"-ზე მთავრდება? :D)
-გაიცანით ერთმანეთი.
-ძალიან სასიამოვნოა, ილუსტრაცია
-მკითხველი, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.
(ნეტა არ ვბოდიალობდე :D)
fიბი

No comments:
Post a Comment